კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა ტიციან ტაბიძესთან ერთ-ერთ პირველ ქართველ სომელიეს და როგორ უფრთხილდებოდა ის ენის რეცეპტორებს

სომელიეს ისტორია საქართველოში საკმაოდ დიდ პერიოდს  ითვლის, თუმცა ადრე მათ დეგუსტატორები ერქვათ. ერთ-ერთი პირველი სომელიე, რომელსაც ქართული მეღვინეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, იყო ცნობილი მეღვინე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და იმ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლორიტი იყო. ნიკო ლორთქიფანიძის ბიძაშვილსა და ტიციან ტაბიძის სიძეს, იმერეთში კარგ  თამადად, ქართული  სიმღერის დიდ მოყვარულადაც  იცნობდნენ. მასთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ  მის შვილიშვილს,  გოგი ლორთქიფანიძეს გავესაუბრეთ: ბაბუაჩემი, გიორგი ლორთქიფანიძე, საქართველოში ერთ-ერთი პირველი დეგუსტატორი იყო. პროფესიით მეღვინემ,  მთელი ცხოვრება ქართული ღვინის განვითარებას შეალია. იმ პერიოდში ამ მიმართულებით კადრები საკმაოდ ჭირდა, ასე რომ, ვინც ინსტიტუტს ამთავრებდა, მაშინვე ღვინის ქარხნებში უშვებდნენ სამუშაოდ. ბაბუა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ღვინის ხარისხის ინსპექციის მთავარ სპეციალისტად დანიშნეს. აქედან დაიწყო მისი გზა ამ დარგში. სხვადასხვა დროს ბაბუა ხელმძღვანელობდა საჩხერის, ზესტაფონის ღვინის ქარხნებს. მეღვინე იყო მისი მეუღლეც, ბებიაჩემი, ქეთევან ტაბიძე. ბებია იყო  ტიციან ტაბიძის უმცროსი და. ბებია თავიდან  არ მუშაობდა, მაგრამ, როცა ბაბუა ომში წავიდა, იძულებული გახდა, ოთხი შვილის სარჩენად მუშაობა დაეწყო. ის წავიდა ვარციხის  ღვინის ქარხანაში, სადაც მათი მეგობარი ცოლ-ქმარი – სიმონიკა და ფიქრია ყიფიანები მუშაობდნენ. ბებია ვარციხის  ღვინის ქარხნის ტექნოლოგი იყო, შესაბამისად, ამ სფეროში ისიც ძალიან კარგად ერკვეოდა, მაგრამ ბაბუას ეს საქმე ისე ფანატიკურად უყვარდა, რომ ღვინის დაყენება წმინდა რიტუალად ჰქონდა ქცეული.  ბაბუა  არასდროს ჭამდა ცხარე საჭმელს,  რომ  ენის  რეცეპტორები არ გაჰფუჭებოდა; არ იცოდა მარილის გემო და სახლში საჭმელს მისთვის ცალკე აკეთებდნენ. მისი თაობის ადამიანებისგან გამიგონია, ღვინოს ერთს მოწრუპავდა და მთელ მის ისტორიას „ჩამოწერდა” – არ შეცდებოდა იმაში, თუ რამდენ ხანში დაღვინდებოდა, დადგებოდა თუ არა კარგი ღვინო. მის გარეშე საქართველოდნ ღვინო არ გადიოდა გამოფენაზე, ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც ღვინის ხარისხზე აზრს ეკითხებოდნენ და ვისი შეფასებაც კომპეტენტურად ითვლებოდა. როდესაც საქართველოში ღვინის ხარისხის გაფუჭება დაიწყო, ბაბუასთვის ეს ისეთი ტრაგედია ყოფილა, ახლოსაც არ იკარებდა იმ ხალხს, ვისაც ასეთ მაქინაციებთან ჰქონდა შეხება. ბაბუას მუდმივად იწვევდნენ საკავშირო კონფერენციებზე, შეხვედრებზე. ერთხანს დასავლეთ საქართველოს „სამტრესტის” გენერალური დირექტორი იყო. მსმენია ისტორია, რომ ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ დეგუსტატორს, გასასინჯად მიუტანეს რამდენიმე სხვადასხვა წარმოების კონიაკი. ბაბუას ორი კონიაკი გამოუყვია და ერთ-ერთ კონიაკზე უთქვამს,  წესით, ჩემი, ქართული უნდა მომწონდეს, მაგრამ, რა ვქნა, როგორც პროფესიონალი, მაინც ვიტყვი, რომ ამ კონიაკებს შორის პირველი ადგილი სომხურს ეკუთვნისო. ხომ შეეძლო, ეთქვა, რომ ქართული კონიაკი უკეთესი იყო, მაგრამ, მის სიტყვას ფასი ჰქონდა და ამ პატიოსნების გამო იყო აღიარებული კოლეგებს შორის.  ერთხელ ვიღაცას უკითხავს მისთვის, ღვინოს როგორ აკეთებო? ოო, ძალიან გაბრაზებულა ბაბუა, – ღვინის გაკეთება სად გაგონილა, გაკეთებული ღვინო აქეთ „გაგაკეთებს”, ღვინო უნდა დააყენოო, – ისე უთქვამს იმ კაცისთვის, ახლოს ვეღარ გაჰკარებია.  

– პარტიული ფუნქციონერი იყო?

– არა, პარტიაში არ შესულა. იმდენად ავტორიტეტული პიროვნება იყო, რომ, ვერც კი უბედავდნენ პარტიაში შესვლის მოთხოვნას. იმის მიუხედავად, რომ ის იყო მუდმივი მასპინძელი, როცა  დასავლეთ საქართველოში ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე ჩადიოდა და, შესაბამისად, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა, პარტიის წევრი არ გამხდარა. ბაბუა ძალიან პატიოსანი კაცი იყო, სიკვდილის შემდეგ არაფერი დაუტოვებია, სახელის გარდა. მის პანაშვიდებზე ხალხი 5-6 საათი რიგში იდგა. სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი, უკვე ასაკში მყოფი, კონსულტანტად მუშაობდა ცნობილ ღვინის ქარხანაში. ბაბუა  მეგობრობდა ხელოვან ხალხთან, მწერლებთან, თავად ნიკო ლორთქიფანიძის ბიძაშვილი იყო, ამასთან ერთად, ტიციანის სიძე და, ალბათ, ეს განსაზღვრავდა მის დიდ გატაცებას ქართული მწერლობით. ის მიღებული იყო მწერლების, ხელოვანი ხალხის წრეში.  ბაბუას  ახლო მეგობარი იყო ირაკლი აბაშიძე.  ერთხელ ბაბუას  მამაჩემი რაღაც საქმეზე გაუგზავნია   უმაღლეს საბჭოში,  ირაკლი აბაშიძესთან. მამა გარეგნულად  ისე ჰგავდა თავის  ბიძას, ტიციან ტაბიძეს, შემცბარ ირაკლი აბაშიძეს უთქვამს, უცებ მეგონა, ტიციანი გამომეცხადაო. ბაბუა იყო ფანტასტიკური თამადა, კარგი მომღერალი, ფანტასტიკური იუმორის მქონე კაცი. ის წყალტუბოში ცხოვრობდა. როცა დასავლეთ საქართველოში ვინმე ცნობილი სტუმარი ჩამოდიოდა, ბაბუა იმ სუფრების უცვლელი თამადა იყო.  მას ცუდ ღვინოს ვინ შეჰბედავდა? სუფრაზე, სადაც ბაბუა მიდიოდა, ღვინო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში სუფრა,  რაც ბაბუასთვის  კარგი  სიმღერის, ლექსის, სადღეგრძელოს გარეშე წარმოუდგენელი იყო, არ შედგებოდა. 

 

скачать dle 11.3