კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ინსულტის გამომწვევი რისკ-ფაქტორები და როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები, თუ ავადმყოფს ინსულტის კლინიკური ნიშნები გამოუვლინდა

მიუხედავად იმისა, რომ ინსულტი მსოფლიოში სიკვდილის მესამე, ყველაზე ხშირი მიზეზია, მისი პრევენცია შესაძლებელია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა და შესაბამისი მკურნალობა. ამ ყველაფრის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება, ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის კლინიკის Medical House-ის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი გია ჩახავა:

 

– ინსულტი ზოგადი კლინიკური ცნებაა, რომელიც გულისხმობს ნევროლოგიური დეფიციტის უეცარ ჩამოყალიბებას თავის ტვინის სისხლძარღვთა დისფუნქციის გამო. განასხვავებენ ინსულტის სხვადასხვა ფორმებს: იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი; ჰემორაგიული ინსულტი, ანუ თავის ტვინში სისხლჩაქცევა და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ამას გარდა, არსებობს წინამორბედი ფაქტორები, რომლებიც ინსულტის ალბათობას 10-ჯერ ზრდის. ესენია: ტრანზიტორული იშემიური  შეტევა, რომლის დროსაც ხდება ინსულტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების სწრაფად ჩამოყალიბება. უახლოესი მიდგომებით მისი ხაგრძლივობა შეადგენს 1 საათს და  თუ სიმპტომები გაგრძელდა, ერთ საათზე მეტ ხანს,  მხოლოდ  14 პროცენტში ხდება ნევროლოგიური სიმპტომების უკუგანვითარება, ანუ  პაციენტების 86 პროცენტს ჩამოუყალიბდება ინსულტი. ამ დროს აღინიშნება სისუსტე, მეტყველების დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, პირის კუთხის დაბუჟება, წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა. 24 საათის შემდეგ კი მდგომარეობა უბრუნდება საწყის სტატუსს – თითქოს არაფერი მომხდარა. თუმცა, აქაც არის განსხვავება. მაგალითად, თუ გარდამავალი იშემიური შეტევა არის უკანა ცეკულაციის აუზში, იმ აუზში, რომელიც უკანა არტერიებით იკვებება, ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდი, ანუ ტრანზიტორული იშემიერი შეტევა იზრდება 72 საათამდეც... თავის ტვინის ინფარქტი პათოლოგიური ტერმინია, რომელიც იშემიის დროს ტვინის ქსოვილის სიკვდილს გულისხმობს. შეიძლება, კლინიკურად გამოვლინდეს ან დარჩეს ასიმპტომური. ტვინის ინფარქტის სავარაუდო დიაგნოზი დასტურდება მხოლოდ რადიოლოგიური, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული მონაცემების საფუძველზე, პათანატომიური მტკიცებულებების არსებობის გარეშე. ასევე, განასხვავებენ ავთვისებიან ინფარქტს. ამ შემთვევაში, იგულისხმება მსხვილი ტერიტორიული ინფარქტი, რომელიც ავთვისებიანად  მიმდინარეობს და გააჩნია, ეგრეთ წოდებული, ჰიპერმკვრივი თავის ტვინის შუა არტერიის ნიშანი ტომოგრაფიულად. ლაკუნური, ანუ წვრილი სისხლძარღვების დაზიანება, მოიცავს დაზიანებას, რომელიც განლაგებულია პერივასკულარულ სივრცეში და გულისხმობს პატარა, დაახლოებით 0.5-მილიმეტრიდან 1 სანტიმეტრამდე ზომის დაზიანების კერას. რაც  შეეხება იშემიური ინსულტის გამომწვევ მექანიზმებს, ეს არის, ძირითადად, მსხვილი სისხლძარღვების დაავადებები, რაც ხშირად  განპირობებულია ათეროსკლეროზით, ანუ ხშირ შემთხვევაში ლიპიდებით. ეგრეთ წოდებული, დისექცია ანუ განშრევება, ემბოლიზმი, რომელიც შეიძლება იყოს კარდიოგენური, ან სისტემური. ასევე, სხვადასხვა სისხლის დაავადებითა და ჰემოდინამიკური ჰიპოპერფუზიის შედეგად გამოწვეული. ანუ, გარკვეულ კრიტიკულ ზონებში ხდება სისხლის მიწოდების დაქვეითება. 

– როგორია იშემიური, ჰემორაგიული ინსულტის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები?

– ცნობიერების დარღვევა: სომნოლენცია, სოპორი, კომა, აგზნება, გულყრები; აფაზია (მეტყველების დაკარგვა ან გაძნელება) ან სხვა უმაღლესი  ქერქული  ფუნქციების დარღვევა; დიზართრია, დისფაგია (მეტყველების დარღვევა, ყლაპვის გაძნელება),  სახის ასიმეტრია ან მიმიკური კუნთების სისუსტე (კიდურების სისუსტე დაზიანების მხარეზე ან კონტრალატერალურად), მგრძნობელობის დარღვევა სახეზე ან პირის ღრუში, სისუსტე, პარეზი ან მგრძნობელობის დარღვევა ერთ ან ორივე კიდურში (ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნახევარში), ატაქსია, წონასწორობის დარღვევა, სიარულის გაძნელება, მხედველობის უეცარი დაკარგვა, ან მხედველობის ველების გამოვარდნა. უეცარი თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, გამოსახულების გაორება, უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, ფოტოფობია, ფონოფობია. თუ პაციეტს  უეცრად განუვითარდა მარცხენა კიდურებში სისუსტე, დაკარგა მარჯვენა თვალში მხედველობა, განუვითარდა მგრძნობელობის მკვეთრი დაქვეითება, ბარბაცი, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, გამოვიძახოთ სასწრაფო – სასურველია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ძალიან მალე, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო გამოკვლევები. აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს თავის ტვინის სისხლძარღვები, გაკეთდეს ტომოგრაფია. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჰაერგამტარი გზების გამტარუნარიანობა, უნდა განიავდეს ოთახი, ჩატარდეს ასპირაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები (გვერდზე წოლითი მდებარეობა), საჭიროების შემთხვევაში, აირგამტარის, ნაზოფარინგეალური მილის ჩადგმა. ჰიპოქსიის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს ჟანგბადი. მაღალი არტერიული წნევის დროს წნევის დაქვეითება უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტოლური წნევის ციფრები აღემატება 180 მმ-ს ან დიასტოლური წნევის ციფრები აღემატება 110 მილიმეტრს ვერცხლისწყლის სვეტისა. წნევის დაქვეითებისათვის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ რბილად მოქმედი პრეპარატები. ჰიპერტენზიის მწვავე ნორმალიზაციის ჩვენებას წარმოადგენს: მიოკარდის მწვავე ინფარქტი, აორტის განშრევება, გულის მწვავე უკმარისობა. დაბალი არტერიული წნევა იშვიათად გვხვდება მწვავე ინსულტის დროს. თუ ის შეინიშნება, აუცილებლად უნდა ვეძიოთ მისი მიზეზი და მიღებულ იქნას დაუყოვნებელი ზომები წნევის ნორმალურ ან ოდნავ მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. ყველაზე ხშირად ჰიპოტენზიის მიზეზს ორგანიზმში სითხის დეფიციტი წარმოადგენს. ამ დროს ჩატარებული ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს სითხის დეფიციტის შევსებასა და გულის მუშაობის ოპტიმიზაციას. ეპილეფსიური სტატუსის ან კრუნჩხვათა სერიული მიმდინარეობის დროს, აუცილებელია კრუნჩხვითი სინდრომის კუპირება (დიაზეპამის ინიექცია). მიზანშეწონილია ელექტროკარდიოგრაფია, რათა არ გამოგვეპაროს მიოკარდის მწვავე იშემია ან სიცოცხლისათვის  საშიში არითმიის არსებობა (რაც არცთუ ისე იშვიათია მწვავე ინსულტის დროს). უნდა გვახსოვდეს, რომ მწვავე ინსულტით ავადმყოფს შესაძლოა, დასჭირდეს ნეიროქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით ჰემორაგიული ინსულტისა  და ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს. ამიტომ, მწვავე ინსულტით ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ნეიროქირურგიული და რეანიმაციული სამსახური.  

– როგორც ცნობილია, დღეს ინსულტი სიკვდილის მესამე, ყველაზე ხშირი მიზეზია. თუმცა, შესაძლებელია, დაავადების პირველადი და მეორადი პრევენცია. 

– ინსულტით მთელ მსოფლიოში წელიდაწადში დაახლოებოთ 4 მილიონი ადამიანი იღუპება. ანუ, სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია, ისევე, როგორც უუნარობისა და ინვალიდობის მაჩვენებელი. 6 თვეში ავადმყოფების დაახლოებით 50 პროცენტს გარკვეული სახის ინვალიდობა აღენიშნება. დაახლოებით 25-30 პროცენტში ინსულტი განმეორებითია და განმეორებითობა მაღალია იმ ფაქტის გამო, რომ პაციენტს უკვე გადატანილი აქვს ინსულტი. ანუ ინსულტი დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია შემდგომი ინსულტისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა მოდიფიცირებადი ფაქტორები მოწესრიგებულია. მაგრამ ეს ალბათობა გაცილებით იკლებს ადეკვატური და სწორი მართვის შემთხვევაში. ინსულტისთვის არამოდიფიცირებადი ფაქტორებია: ასაკი, სქესი, ანუ კაცებში 25-30 პროცენტით უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, ვიდრე ქალებში და გენეტიკა, ანუ ახლო ნათესავებში, მაჩვენებელი ორჯერ მაღალი პროცეტით გვხვდება. მოდიფიცირებად ფაქტორებს კი მიეკუთვნება ის ფაქტორები, რომლებიც საერთოდ ცნობილია სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. ანუ, ინსულტის გამომწვევი რისკ-ფაქტორებია: არტერიული ჰიპერტენზია, ასაკი, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მაღალი ქოლესტერინი, ზედმეტი წონა, შაქრიანი დიაბეტი, კარდიალური პათოლოგია (გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, მანკი, ხელოვნური სარქველები), ტრანზიტორული იშემიური შეტევა, დაავადების ოჯახური ისტორია. დაავადების განვითარების რისკი 2-ჯერ მატულობს, როდესაც ადამიანი მწეველია. 

– ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება არ მიიჩნევა რისკ-ფაქტორად? 

– ალკოჰოლის ზომიერად მიღება შეიძლება, თუმცა, ზომიერში არ ვგულისხმობ 3-4 ბოთლ ღვინოს დღეში. სადღაც 50-100 მილილიტრამდე რაფინირებული, წითელი ღვინო, პირიქით, ანტიოქსიდანტურ თვისებებს ავლენს. ანუ, ის იწვევს არა მხოლოდ დაბალი სიმკვრივის ქოლესტირინის დაქვეითებას, არამედ მაღალი სიმკვრივის, ანუ სასარგებლო ქოლესტერინის მაჩვენებლის ზრდას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამინდის მკვეთრი ცვლილებებიც განაპირობს გულს-სისხლძარღვთა და თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების მკვეთრ მომატებას. ბიომაგნიტური ველები, სეზონური ცვლილებები იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის ცვალებადობას, მომატებას. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, ამა თუ იმ პრობლემის პრევენცია, ვიდრე შედეგის მართვა. ასევე, აუცილებელია წნევის სწორად გაზომვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწვავე იშემიური ინსულტის დროს, წნევის მკვეთრი, ხელოვნური დაქვეითება საშიშია, ვინაიდან თავის ტვინის სისხლძარღვების ავტორეგულაცია დარღვეულია, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს თავის ტვინის ქსოვილებისთვის. ამიტომ, ასეთ დროს აუცილებელია არტერიული წნევის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება. რაც შეეხება რისკ-ფაქტორების მოდიფიკაციას: არტერიული წნევის ციფრები შენარჩუნებული უნდა იყოს არაუმეტეს 140/90 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა. ძალიან ხშირად არტერიული წნევა შეიძლება დაქვეითდეს ძვირად ღირებული მედიკამენტების გარეშე, ცხოვრების წესის შეცვლით. ამისთვის აუცილებელია: სუფრის მარილის და მლაშე საკვების შეზღუდვა. როგორც აღვნიშნე ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა (არაუმეტეს 1 ჭიქა ღვინო – 200 გრამამდე, ან 50 გრამი არაყი დღეში), ზედმეტი წონის დაკლება, ფიზიკური აქტივობის ზრდა (ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კვირაში საშუალოდ 5-6 საათის განმავლობაში). თუ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების შედეგად 3 თვის განმავლობაში არ მოხდა არტერიული წნევის ნორმალიზაცია, არამედიკამენტურ მეთოდებს უნდა დაემატოს მედიკამენტური მკურნალობა. ძალიან საინტერესოა შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის დამოკიდებულება: აქაც აუცილებელია არტერიული წნევის სწორი მართვა. თუ ადამიანს არ აქვს ინსულტი გადატანილი, არ აქვს დიაბეტი, არტერიული წნევის ციფრები უნდა იყოს: 130-90-ზე. თუ ადამიანს დიაბეტი აქვს, მაშინ წნევა უნდა იყოს 120-80-ზე. ანუ ინსულტის დროს არტერიული ჰიპერტენზიის უფრო დაბალი მაჩვენებელი უნდა იყოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში არის წვრილი და ზოგჯერ მსხვილი სისხლძარღვების დაზიანება და აუცილებელია უფრო მოქნილი მართვა. როდესაც არის ასაკი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ამ დროს რისკი ორმაგდება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, შაქარი უნდა იყოს მოწესრიგებული, საწყის ეტაპზე დიაბეტის კონტროლი უნდა მოხდეს დიეტის საშუალებით (ნახშირწყლების, ცხიმების მკვეთრი შეზღუდვა). საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაემატოს ადეკვატური მედიკამენტური მკურნალობა. რაც შეეხება ჰიპერლიპიდემიას, მისი კონტროლი უნდა დაიწყოს ცხოველური ცხიმების დაბალშემცველი დიეტის, ფიზიკური აქტივობის მომატებისა და ზედმეტი წონის დაკლების საშუალებით: ლიპიდიური სპექტრი თუ არ გამოსწორდა 4–6 კვირის განმავლობაში, ავადმყოფს უნდა დაენიშნოს სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა. თუ არის წინაგულოვანი მოციმციმე არითმია, ადამიანის ასაკი კი 65 წლის ქვემოთ არის და არ არსებობს სხვა ფაქტორების ჩართულობა, ასევე, არის საშუალო ჰიპერტენზია: 140-იდან 60-მილიმეტრამდე ვერცხლისწყლის სვეტის, მაშინ ინსულტის რისკი საშუალოა. მაგრამ; თუ ჰიპერტენზია არის 160-ზე მეტი, ადამიანს აქვს დიაბეტი, გულის მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია, მაშინ ინსულტის ძალიან მაღალი რისკია. 

– როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში ავადმყოფის ოჯახის წევრები? 

– მწვავე იშემიური ინსულტი იანუსის სახესავითაა: შეიძლება, მოგეჩვენოს რომ მსუბუქია, მაგრამ 2-3 დღეში ძალიან დამძიმდეს. ამიტომ იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში ან ჰემოროგიული ინსულტის დროს სასურველია, პაციენტის მყისიერი მოთავსება შესაფერის დაწესებულებაში. ინსულტის დიდი რისკი არსებობს იმ პირებში, ვისაც გადატანილი აქვთ ტრაზიტორული იშემიური შეტევა. დაზიანებული კერები სულ სხვა მიდგომას მოითხოვს, ვიდრე ის შემთხვევა, როდესაც მდგომარეობა კვალის გარეშე დარჩა. გულის იშემიური დაავადების მქონე  პაციენტებში,  ინსულტიდან 2 წლის განმავლობაში, შემდეგი იშემიური შეტევის რისკი შეადგენს 4-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე მიოკარდიული ინფარქტისა. 5 წლის შემდეგ ეს ალბათობა ერთმანეთს უთანაბრდება... რაც მთავარია, ინსულტის დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეგმაზომიერი პირველადი თუ მეორადი პრევენცია, სასიცოცხლო მაჩვენებლები და მეტაბელური ფაქტორები არ უნდა იყოს იგნორირებული. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა,  განსაკუთრებით – მწვავე პერიოდში, ეს შეიძლება იყოს: ანესთეზიოლოგის, ენდოკრინოლოგის, რეანიმატოლოგის, ნევროლოგის,  ფსიქიატრის ერთობლივი ჩართვა, თანამშრომლობა. ინსულტის შემდეგ პაციენტს ხშირად უვითარდება დეპრესია. უახლოესი მონაცემებით, ასეთ დროს ანტიდეპრესანტების ჩართვა იწვევს ნეიროგენეზის გაუმჯობესებას და გარდა ამისა, როგორც არაპირდაპირი, ასევე პირდაპირი კვლევებით, მათი დანიშვნა კარგია ინსულტის პრევენციის მიზნითაც. პაციენტი, რომელიც გადაიტანს ინსულტს, გარკვეული პერიოდულობით უნდა იყოს ოჯახის ექიმის, ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით პირველი ერთი წლის განმავლობაში.

 

скачать dle 11.3