კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შენი იყო, ახლა ჩემია“

„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და რფ, მე და რფ“

 

თუმცა უძლეველობაზეც აქვს პრეტენზია და ერთადერთობაზეც, ისე მოხდა, რომ ეს რფ-ს მიერ აღიარებული ჩვენი სეპარატისტული რეგიონები კიდევ მხოლოდ ოთხმა ცნო: ნაურუმ, ტუვალუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ (იმის პარალელურად, რომ ჩვენებურ ცხინვალელებსა და სოხუმელებს „ჰამასი“ და „ჰესბოლაც“ მიესალმნენ).  შესაძლოა, იმიტომაც, რომ რფ-ს მაინცდამაინც არ გამოუღია ხელი (მით უფრო, რომ ზემოხსენებულ ოთხივეს გაეროში, რიგითის, მაგრამ მაინც ხმის უფლება აქვს), თუმცა, როგორც ამბობენ, მარცხი ელანძეა.

ხოლო, რაკი არის, ტუვალუმ, არც აცია, არც აცხელა და, თბილისთან დიპურთიერთობა დაამყარა (ვცნობთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო). მეტიც, აქ გვესტუმრნენ, ერთმანეთს მეგობრობაც შევფიცეთ და პოლიტიკური სიყვარულიც და, რასაკვირველია, ტუვალუმ გააუქმა 2011 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თავისივე აღიარება.

 ამ ფაქტმა ჩვენებური სეპარატისტები ირონიულ ხასიათზე მოიყვანა – პათოსით, ტუვალუ ვის დაჰკაგვიაო, თუმცა, თუ მათ 2011 წლისდროინდელ სიხარულს გავიხსენებთ, გვცნოო, ფრიად საეჭვოა, გული არ დასწყვეტოდათ.

მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ნაურუ, სულ რაღაც, 50 000-იანი კუნძულია, სავარაუდოდ, ისიც მალე ტუვალუს გზას დაადგება, ხოლო ნიკარაგუასა და ვენესუელაში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ამ ჩვენს სეპარატისტებს ერთადერთი ამღიარებელი შერჩებათ – რფ-ს სახით (ჩვენ კი ხავსს მაინც მოვეჭიდებით).

 ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს აღიარების საქმეში რუსეთის ფედერაციის ეულად დარჩენა (შესაძლოა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების იშტაზეც მოიყვანოს), თუმცა ჯერჯერობით ჩვენებური სეპარატისტები რომანტიკით არიან გარემოცულნი: „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე (ბუნებრივია, „ღამეში,“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „რფ“ იგულისხმება).“

скачать dle 11.3