ბრძოლა და ერთიანობა
ანუ მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო
„ნატოს“ გენმდივანი გვპირდება, რომ ღია კარის პოლიტიკაც გრძელდება და თითოეული ასპირანტი ქვეყანა ინდივიდუალურად შეფასდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სექტემბრის სამიტზე, ამიტომაც ჩვენც ველით, რომ ჩვენი აუზიც გაივსება წყლით (მით უფრო, რომ სხვა არჩევანი არც გვაქვს).
ამის პარალელურად კი, რფ-ს სანქციებს უწესებენ: ოპტიმისტური გათვლებით, ისინი გრძელვადიანია და ნაბიჯ-ნაბიჯ შეარყევს ჩრდილოურ ამბიციებს; პესიმისტური გათვლებით კი, კვლავაც იმ პათოსისაა: დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს.
ასეა თუ ისე, გასულ კვირას „ნატოს“ ოფიციალურ წარმომადგენელს განუცხადებია, რომ რფ-ს ტერიტორიით ავღანეთში სამხედრო ტვირთების გატარების გაგრძელების იმედი აქვთ, მიუხედავად „ნატო“-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერებისა. მიზეზად კი ის მოიხმო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „ნატოური“ ტვირთების ტრანსპორტირება რუსული სატრანსპორტო კომპანიების კომპეტენციაა და პოლიტიკური ურთიერთობები არაფერ შუაშია.
თუმცა უფრო ადრე, „იტარ-ტასსის“ ცნობით, რფ-ს ტერიტორიაზე ავღანეთის მომარაგების ჩრდილოური გზა ჩაიკეტება, რასაც „ნატოს“ წარმომადგენელი აბსურდს უწოდებს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა შეთანხმებას მიაღწევენ მხარეები (რაც მთავარია, რის, უფრო ზუსტად, ვის ხარჯზე), თუმცა ისიც აშკარაა, რომ ვიღაც წააკვდება.