კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალდამტკბრები

სხვა გზით წასული

 

რაკი ის პრეზიდენტია, და მერე რა, რომ ყოფილი, არათუ მოწმედ არ გამოცხადდა პროკურატურაში, „სკაიპითაც“ კი უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ამ გზითა და საშუალებით მხოლოდ სასამართლოსთან დავამყარებ კავშირსო.

ამის პარალელურად, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც დაარისხეს განგაშის ზარები: ყოფილი პრეზიდენტის დაბარებას პოლიტიკური დევნის სუნი ასდისო. ამ „სუნის“ ეჭვი კი იმან გააჩინა, რომ პროკურატურა ბ-ნ სააკაშვილს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას საქმეზეც უპირებდა შეკითხვების დასმას. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ისეთ პროზაულ საკითხებშიც ედავებიან, როგორებიცაა: კბენია-მასაჟისტის ჩამოყვანა, გატანკენრების პროცედურებისა და მთელი რიგი კოსმეტოლოგიური მანიპულაციების ჩატარება უცხოურ ძვირად ღირებულ დაწესებულებებში (ბუნებრივია, იმიტომ, რომ ეს ყოველივე ბიუჯეტის ფულით განხორციელდა), ჩემი „იწრო დედაკაცური ჭკუით“, პროკურატურას რომ ზემოჩამოთვლილი საქმეების გამო გამოეძახებინა ბ-ნი სააკაშვილი, არ მგონია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს განგაშის ზარების დასარისხებელი საბაბი მისცემოდათ. იმას გარდა, რომ ამ თემაზე, მაგალითად, დასავლურ პრესაში ერთი გემრიელი ჟურნალისტური წერილითაც ფრიად გაახარებდა აქეთ – ამერიკელ მკითხველს, იქით – ჩვენ სულზე უტკბეს პოლიტიკურ პარტნიორებს.

თუმცა პროკურატურამ სხვა გზით არჩია წასვლა, არადა, სწორედ პოლიტიკაა ის ადგილი, სადაც ხერხი ჯაბნის ღონეს, რასაც ჯერჯერობით მოხერხებულად აწ ოპოზიციაში გადაბარგებული ყოფილი მმართველები ხმარობენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ ტანკენარობითა და სახის უზადო კანით, ბოლოს და ბოლოს, განა, ამომრჩევლის თვალს არ ატკბობდა ჩვენი (და მერე რა, რომ აწ უკვე ყოფილი) პრეზიდენტი?!  

 

скачать dle 11.3