ღორის ხორცი ნიგვზით
საჭირო ინგრედიენტები: 2 ნაჭერი ღორის ხორცი, 3 სადილის კოვზი ნიგოზი, 6 სადილის კოვზი საფანელი, 6 სადილის კოვზი რძე, 1 ცალი კვერცხი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, 2 სადილის კოვზი ერბო, ცოტა ფქვილი.
მომზადების წესი: ნიგოზი დაფქვით და საფანელში აურიეთ. ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი რძესთან და ცოტა მარილთან ერთად. ხორცის ბრტყელ ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი, თითოეული ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში. ტაფაზე გააცხელეთ ცხიმი, ზედ მოათავსეთ ხორცის ნაჭრები და საშუალო ტემპერატურაზე თითოეული მხრიდან შეწვით (3-3 წუთი ეყოფა). შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ მინის ან ფაიფურის ფორმაში და 8-10 წუთით შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.