თევზი ბოსტნეულით მარინა ხორავასგან
მარინა: თევზი და სოკო ყველაზე ძალიან მიყვარს. ეს კერძი სასარგებლოც არის, გემრიელიც და მარტივადაც მზადდება.
საჭირო ინგრედიენტები: ორი ნაჭერი თევზის ფილე, ნახევარი ლიმონი, 300 გრამი ქამა სოკო (ცოცხალი), 1 თავი ხახვი, რამდენიმე ნაჭერი ლორი, ცოტა ფქვილი, ზეთი, შავი პილპილი, მარილი, ზეთისხილი და მწვანილი – მოსართავად.
მომზადების წესი: ლამაზად დაჭერით თევზის ფილე, მოასხით ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი (გემოვნებით) და გააჩერეთ ერთი საათი. ქამა სოკო შეარჩიეთ პატარა ზომის, რომ მთლიანი მომზადდეს და არ დაჭრათ. ლორი და ხახვი დაჭერით წვრილად.
სოკო, ხახვი და ლორი შებრაწეთ ერთად. ფილე ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. სასურველია, სიმინდის ან ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ.
შემწვარი თევზის ნაჭრები დააწყვეთ ლანგარზე, მოაყარეთ შებრაწული სოკო ლორითა და ხახვით. მორთეთ ლიმონის ნაჭრებით, ზეთისხილითა და მწვანილით.
მე „ჯინჯერის” აქტიური მომხმარებელი ვარ, თუმცა, ეს გემოვნების საკითხია და შეგიძლიათ, თქვენ არ გამოიყენოთ.