სამარხვო მაფინები კაკაოთი და დარიჩინით
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი ფქვილი, 150 გრამი შაქარი, 2 სადილის კოვზი კაკაო, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 150 მილილიტრი ცხელი წყალი, 3 სადილის კოვზი რაფინირებული ზეთი, მწიკვი დარიჩინი.
მომზადების წესი: ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთს ნელ-ნელა შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო, თუ თხევადი – ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.