სოკოს რაგუ
საჭირო ინგრედიენტები: 900 გრამი ტყის სოკო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 4 სადილის კოვზი ზეთი, 2 ბულგარული წიწაკა, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 3 სადილის კოვზი არაჟანი, თითო კონა კამა და ოხრახუში.
მომზადების წესი: მარილწყალში მოხარშეთ სოკო. სტაფილო და ხახვი დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად, ზეთში მოშუშეთ და დაუმატეთ ჯერ დაჭრილი წიწაკა, 5-7 წუთის შემდეგ – ტომატ-პასტა და ამოურიეთ. შეურიეთ დაჭრილი სოკო და შუშეთ თავდახურული, 25 წუთის განმავლობაში (პერიოდულად ამოურიეთ). ბოლოს დაუმატეთ არაჟანი, 5 წუთის შემდეგ კი – დაჭრილი მწვანილი. როცა წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით.