ყაბაყი ლობიოთი
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი ყაბაყი, 200 გრამი ლობიო (მოხარშული), 3-4 ცალი პომიდორი, 1 თავი ხახვი, 2 სადილის კოვზი კეტჩუპი, მარილი, ცოტა შაქარი, ცხარე წიწაკა „ჩილი“, ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, კამა.
მომზადების წესი: ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. პომიდორს გადააცალეთ კანი და გახეხეთ, დაუმატეთ ხახვს. ყაბაყი დაჭერით კუბიკებად და ჩაუმატეთ ტაფაში. მოასხით კეტჩუპი, უყავით მარილი, წიწაკა და შაქარი. აურიეთ კარგად და შუშეთ 20-25 წუთის განმავლობაში. უკვე მზა ბოსტნეულს მოასხით ლობიო (წინასწარ მოხარშეთ და გადაწურეთ, ან დაკონსერვებული გახსენით), უყავით მწვანილი და ნიორი.