კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატყუეს არაბმა ბავშვებმა ქართველი პოლკოვნიკი

2008 წელი. ბაღდადის ქართულ ბაზაზე რამდენიმე არაბული ოჯახი ცხოვრობდა. ძირითადად ესენი იყვნენ ბაზის მომსახურე პერსონალისა და ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეები ოჯახებით.

აღნიშნული ბაზა ქართველ სამხედროებს 2005 წლიდან ჰქონდათ დაკავებული და აქაურ არაბთა უმრავლესობას ქართული კარგად ესმოდა, ხოლო ქართველი ჯარისკაცების ხელში წამოჩიტული პატარები, თავისუფლად ლაპარაკობდნენ ქართულად. იმის გამო, რომ ერაყში ძირითადად დასავლეთ  საქართველოში განლაგებული ბატალიონები ცვლიდნენ ერთმანერთს – პატარა არაბებიც გვარიანად უქცევდნენ იმერულად.

ქართველ ბიჭებს ძალიან უჭირდათ არაბული სახელების დამახსოვრება და გამოთქმა, ამიტომ ყველა იქ მცხოვრებ არაბს  ქართული სახელები დაარქვეს. ასე  გაჩნდნენ ბაზაზე არაბები: მაყვალა და ლეილა, რამაზი და ჯუმბერი…..

საღამო ხანს სასადილოდან გამოვედი და ჩქარი ნაბიჯით სასახლისკენ გავემართე. რომელიღაც ქართულ არხზე მძაფრი ამერიკული სერიალი იწყებოდა, ამიტომ სასადილო სხვებზე ადრე დავტოვე, თან წვენის პაკეტები და ხილი წამოვიყოლე.

 სასახლის ფოიეში შევედი და ვხედავ ორ პატარა შავტუხა ბიჭს კიბებზე სატელიტური თეფში ჩამოაქვს. არ გამკვირვებია, რადგანაც სასახლეს არაბი ხელოსნები ემსახურებოდნენ და პატარები ხშირად ეხმარებოდნენ მშობლებს.

– ბიჭებს გაუმარჯოს! – შევძახე ხელის აწევით.

– გამარჯობა, ბიძია! – ლაზათიანმა იმერულმა ზარივით გაიწკრიალა მარმარილოს თაღებში.

– გენაცვალეთ თქვენ! – ამიჩუყდა გული – რა გქვიათ?

– მე ვარ სულიკო, ეს ალეკო – ყოჩაღად მიპასუხა უფრო მაღალმა.

– გაეზარდეთ დედათქვენს! – ვეღარ შევიკავე თავი. სულიკოს წვენის პაკეტი ჩავუდე დაძონძილი ჯინსის ჯიბეში, ორი ფორთოხალი ალეკოს ერგო.

– მადლობა - „ო” გააგრძელა მორცხვად თავჩაღუნულმა ალეკომ.

– წადით ბავშვებო! წადით და ფრთხილად იარეთ! –  გზა დავულოცე „ომის შვილებს” და ოხვრით და თავის ქნევით ჩემი ოთახისკენ გავემართე.

  მალე ჰუსეინის დროინდელ ლამაზ სავარძელში მოკალათებულმა ტელევიზორის პულტს ხელი მოუთმენლად დავაჭირე. ეკრანმაც წამსვე გაანათა და.. უიმედოდ აციმციმდა.

– ოხხ თქვენიიი...!!! – დავიღრიალე და რაციას ვეცი.

„ომის შვილები” დიდხანს არ  უძებნიათ, 20 წუთში კარი აქოშინებულმა სერჟანტმა შემოაღო.

– ვიპოვნეთ ბატონო პოლკოვნიკო, უკვე აიტანა მამამისმა ანტენა.. ახლავე ჩამოვლენ და გაასწორებენ.

– ისინი სად არიან!! 

– ვინ ბატონო პოლკოვნიკო?

– ვინ და ის ძმები – სულიკო და ალეკო..

– არა ბატონო პოლკოვნიკო, მოგატყუეს სახელები ამ მაიმუნებმა – გაეღიმა სერჟანტს – სულიკო და ალეკო მაღაზიის მეპატრონის ბავშვები არიან. თქვენი ანტენის ქურდები კი ელექტრიკოსი რომ არის მამუკა, იმის შვილები არიან მერაბი და სოსო..

 

 

скачать dle 11.3