კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ფრანკლინი: უფრო იოლი პირველი სურვილის ჩაქრობაა, ვიდრე ყველაფერ იმის, რაც მას მოჰყვება.

კონფუცი: ძველად სწავლობდნენ, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწიათ, ახლა სწავლობენ იმისთვის, რომ სხვები გააკვირვონ.

საადი: ერთ კაცს ჰკითხეს: უმოქმედო სწავლული რას წარმოადგენსო? უპასუხა: უთაფლო ფუტკარსო.

***

პირუტყვს კაცი სჯობია ბრძნული სიტყვის უნარით, მაგრამ ჭკუით ღარიბსა სჯობს პირუტყვი მდუმარი.

თაგორი: სატანჯველი – ჩვენი ძვირი საზღაურია ამ ცხოვრებაში მიღებული ისეთი ფასეულობების სანაცვლოდ, როგორებიცაა: ძალა, სიბრძნე და სიყვარული.

ვიტგენშტეინი: არანაირი სიგნალი უბედურებისა არ შეიძლება იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ერთი ადამიანის ყვირილი.

ჰორაციუსი: თუ შენი მეგობრის სახლი იწვის, უბედურება შენც გემუქრება.

კონდილიაკი: რაც უფრო უვიცია ადამიანი, მით უფრო მოუთმენლად ცდილობს, განსაჯოს.

მირაბო: ეშმაკობა ეგოისტების ტალანტია. მან, შეიძლება, მხოლოდ ბრიყვები მოატყუოს, რომლებსაც ცბიერება ჭკუა ჰგონიათ, სერიოზულობა – კეთილგონიერება, ურცხვობა – ტალანტი, სიამაყე კი – ღირსება.

ბომარშე: ეჭვიანობა სიამაყის სულელი ბავშვია, ან – უჭკუოს ავადმყოფობა.

შარდენი: ირგვლივ ყველა ცხოვრება სხვა ცხოვრებისგან იბადება, ყველა თავისუფლება კი – სხვა თავისუფლებისგან.

სენეკა: სისასტიკე ძირითადად სუსტებისა და უგულოებისგან მოდის. 

ლონდონი: თუ მალავ სიმართლეს, გამოდის, რომ უღალატე მას.

ბეკონი: სამართლიანობა ნაკლოვანებებს ვერ ანადგურებს, მაგრამ, დიდ ზიანს აყენებს.

ფულერი: თუ მეგობარი რამე შენიშვნას გაძლევს, ჩათვალე, რომ მას ყველაფერი არ უთქვამს.

ბიასი: ვისაც უნდა, რომ უნაკლო მეგობარი ჰყავდეს, ის უმეგობროდ დარჩება.

არისტოტელე: მადლიერება მალე ბერდება.

სვიფტი: ჩვენ ერთმანეთს იმიტომ ვგავართ, რომ ერთი და იგივე ავადმყოფობა გვაწუხებს.

პლუტარქე: სხვას რომ აძაგებ, დაუკვირდი, თავად მისგან შორსა ხარ?

როსტანი: გამომგონებლის სიამოვნებაა – აუწიოს ბუნებას კაბა.

ვოლტერი: ადამიანები სინდისის ქენჯნას არ განიცდიან თავიანთი საქციელის გამო, თუ ის მათ წეს-ჩვეულებაშია.

ლაროშფუკო: შური უფრო ულმობელია და დაუნდობელი, ვიდრე სიძულვილი.

ტოლსტოი: ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს და ბერავს პატარა ადამიანს.

გოეთე: ცოდნათა შეძენა კიდევ არაა ადამიანისთვის საკმარისი; საჭიროა ცოდნის სარგებლით გაცემის ცოდნაც.

პოლენოვი: მთავარი მედიკამენტები – სუფთა ჰაერი, ცივი წყალი, ხერხი და ნაჯახია.

ვოვენარგი: ქალები არასდროს არიან ისეთი ძლიერები, ვიდრე მაშინ, როცა შეიარაღებულნი არიან თავიანთი უსუსურობით.

უაილდი: ქალებს კარგი მამაკაცები მოსწონთ – სწორედ ეს გვაღიზიანებს მათში.

скачать dle 11.3