კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განახლებული „კაიზერი“ – გამორჩეული და საუკეთესო ხარისხის ბავარიული ლუდი!

ლუდის ტრადიცია და თანამედროვეობა

 

არც ერთ სხვა მხარეს დედამიწაზე არ გააჩნია ლუდის ხარშვის ბავარიაზე ხანგრძლივი ტრადიცია. ბავარიაში შეგვიძლია ვნახოთ ევროპაში ლუდის ხარშვის უძველესი მტკიცებულებები: ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800 წლით დათარიღებული კელტური ლუდის ამფორა; ასევე, შემორჩენილია ალაოს უძველესი საწარმო და ლუდსახარში, სადაც ლუდი თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება, საწარმო კი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის 179 წლით (ბავარიის ოკუპაციის პერიოდი რომაელთა მიერ). 

ბავარიაში ლუდი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში სხვაგან არსად იგრძნობა ისეთი მჭიდრო კავშირი ხალხსა და ლუდს შორის, როგორც ბავარიაში. ლუდი და ბავარია თითქმის სინონიმებია. ამგვარად, ბავარიული ლუდსახარშები მარტო კომერციული საწარმოები როდია, ისინი, ასევე, კულტურის აუცილებელი ნაწილის მცველებიც არიან.

ლუდი ყველგან სასიამოვნო სასმლად ითვლება. საშუალოდ, ბავარიელი წელიწადში დაახლოებით 150 ლიტრ ლუდს მოიხმარს, რითაც ბავარია გერმანიის მხარეებს შორის ლუდის მოხმარების სიის სათავეშია.

ზაფხულში ყველა გზა საბოლოოდ ლუდის ბარისკენ მიდის.  სწორედ აქ ელოდებათ ძალზე პოპულარული და „ყვითელ ოქროდ” წოდებული გამაგრილებელი სასმელი როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივ მცხოვრებლებს. სწორედ აქ, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ბევრი ბავარიელი ირჩევს დასვენებას მეგობრებთან და კათხა ლუდთან ერთად.

ბავარიული ლუდი განსაკუთრებულად უყვართ საქართველოშიც. „გემრიელი, მსუბუქი და სასიამოვნო დასალევი...“ – ასე ახასიათებენ  ქართველი მომხმარებლები ლუდ Kaiser-ს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე, განახლებული შეფუთვით გამოჩნდა. 

ლუდი Kaiser-ის ისტორია კი 1522 წლიდან იწყება, როდესაც პრინც ეპისკოპოსმა Bamberg-დან Weigand von Redwitz-მა ოფიციალური ლუდის ხარშვის ნებართვა აიღო სოფელ Neuhaus-ში. პერიოდულად, გერმანიის სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა ტრადიციული ლუდის ფესტივალები. ერთ-ერთი შეჯიბრების გამარჯვებულად ბავარიის გარეუბანში მცხოვრები ლაუსის საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ლუდი გამოვლინდა. ლუდი აღიარეს როგორც „სამეფო ლუდი.” 1929 წელს ლუდ „კაიზერს” ოფიციალური კომერციული რეგისტრაცია მიენიჭა და დღეს მისი ქარხანა წარმოდგენილია კომპანია Kaiser Brau GmbH & Co.KG-ის სახით, Neuhaus-ში. 

скачать dle 11.3