ვინ იქნებიან “ერთი ერთში„ ახალი სეზონის მონაწილეები
16 აპრილს ტელეკომპანია „ჯიდიესი“ თავის ყველაზე რეზონანსულ, მასშტაბურ და რეიტინგულ შოუს ახალ სეზონს იწყებს. პირველი სეზონის ხარისხმა ვარსკვლავების ყურადღება მიიქცია და, თუ პირველ ეტაპზე ისინი უფრთხოდნენ შოუში მონაწილეობას, გაზაფხულის სეზონზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.
მეორე სეზონზე მონაწილეობას იღებენ: დუტა სხირტლაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ვერიკო ტურაშვილი, ბორის ბედია, ნათია დუმბაძე, ნინო ძოწენიძე, ლევან მასპინძელაშვილი, იოანე არაბული. პირადად მე მოუთმენლად ველოდები დუტა სხირტლაძისა და ქეთი ორჯონიკიძის გარდასახვებს, რაც, წინასწარი პროგნოზით, არაჩვეულებრივი სანახავი იქნება.
ჯერჯერობით არხი არ ახმაურებს, ვინ შევა ჟიურის ახალ შემადგენლობაში, თუმცა, შემიძლია, აღვნიშნო, რომ ზაკ რისი – შოუს ქორეოგრაფი და ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ადამიანი, კვლავ პროექტშია და, სავარაუდოდ, ჟიურის წევრადაც მოგვევლინება. ასევე, არ შეიცვლებიან პროექტის წამყვანებიც – 16 აპრილიდან, ყოველ ოთხშაბათს შოუს დამატებით ხიბლს შესძენენ თორნიკე გოგრიჭიანი და ანი მამულაშვილი.