კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაინტერესდა ქართველი კანონიერი ქურდების საფლავებით

ქართული საფლავის ფენომენზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი არსებობს. ამ თემით ისეთი წონიანი მედიებიც კი დაინტერესდნენ, როგორებიცაა „ბიბისი“, „ევრონიუსი“ და სხვები. ჩემთვის, როგორც ამ გარემოში გაზრდილი რიგითი ქართველისთვის, ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო, თუმცა, ჩემთვისაც კი აღმოჩენა გახდა ქართლში საფლავებზე წამოჭიმული ქანდაკებები და გალექსილი სადღეგრძელოები, რომლებიც გარდაცვლილის ცხოვრებას და ამ ცხოვრების ტრაგიკულად დასრულებას ეძღვნება. როგორც ჩანს, ამ მხრივ იმ დონეზე კრეატიულები და მრავალფეროვნების მოყვარულები აღმოვჩნდით, რომ ზოგიერთ სასაფლაოზე ორ ერთანირ დაფას კი არა, ჯვარსაც კი ვერ ნახავთ. არ ვიცი, რამდენად მძიმეა ეს თემა – იქნებ, ყველაფერს ისეთივე იუმორით უნდა შევხედოთ, როგორც ეს „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ხდება. ან, იქნებ, რელიგიურმა უვიცობამ და კერპების სიყვარულმა, რამაც მსგავსი ფენომენი წარმოშვა, თავისთავად, ნელ-ნელა, მეტი ინფორმაციით, მეტი განათლებით, ისე წაშალოს ჩვენი კულტურიდან ეს „უცნაურობები,“ რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთმა მოქალაქემ არ თქვას, ტრადიციებსა და საფლავებს გვართმევენო. 

 სინამდვილეში ამ ყველაფერს ქართულ ტრადიციასთან, ქართულ უბრალოებასა და სისადავესთან კავშირი არ აქვს, ის თავიდან ბოლომდე საბჭოთა კულტურასთან და მახინჯ ტრადიციებთანაა დაკავშირებული. მასალა, რომელიც პოპულარულ გამოცემა „ლენტა.რუ“-ზე დაყრდნობით მოვამზადეთ, ეხება ცნობილი საბჭოთა კრიმინალური ავტორიტეტების, ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდების“ საფლავებსა და მათ შთამბეჭდავ ვიზუალს. აი, რას გვიყვება „ლენტა.რუ”:

„რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოღვაწე „კანონიერი ქურდების“ საკმაოდ სოლიდურ რიცხვს შეადგენდნენ ქართული წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტები. მათ შორის, წარმოშობით საქართველოდან იყო დედ ჰასანი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად ითვლებოდა. დედ ჰასანი 2013 წელს იქნა მოკლული. 

 საქართველოში 1990-იან წლებში „კანონიერ ქურდებს“ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჯაბა იოსელიანია, რომელმაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ჩამოგდებაში მიიღო მონაწილეობა და სახელმწიფო მმართველობა ჩაიგდო ხელში. 

 „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: ახალმა ხელისუფლებამ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალურ ავტორიტეტებს. კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ადამიანს იჭერდნენ იმის გამო, რომ ის თავს ქურდად აცხადებდა. ამ პირობებში ქურდების დიდი ნაწილი ან ციხეში აღმოჩნდა ან დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად ძირითადად რუსეთში გადავიდა. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე დგას იმ ავტორიტეტების პატივსაცემი მონუმენტები, რომლებიც დაიღუპნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

კანონიერი ქურდის მალხაზ მინდაძის, მეტსახელად „მალხაზას“ საფლავი ქუთაისშია, საფიჩხიაზე. მალხაზ მინდაძე 2008 წელს საბერძნეთში მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, მისი გამოსახულება დაფაზე მაინც არის.

კანონიერი ქურდის, გივი ფარცხალაძის, მეტსახელად „დუდუკას“ საფლავი ქალაქ ხონშია. დუდუკა 1998 წელს ქალაქ ჟიგულევსკაში დაქირავებულმა მკვლელებმა დაცხრილეს. 

კანონიერი ქურდის, ელგუჯა კიკაჩეიშვილის, მეტსახელად „მახოხიას“ საფლავი ქალაქ ხონშია. მეხოხია 2009 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.

კანონიერი ქურდის, გოჩა ჩიხლაძის, მეტსახელად „ჭიას” საფლავის დაფა ქუთაისში, ოგასკურას სასაფლაოზე დგას. გოჩა ჩიხლაძე 2004 წელს მოსკოვში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კანონიერი ქურდის, გიორგი მანაგაძის, მეტსახელად, „გია ქუთაისელის” საფლავი ქუთაისში, ჩომას სასაფლაოზეა. გიორგი მანაგაძე 2010 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. საფლავის დაფაზე გია ქუთაისელი ცოლთან ერთად არის გამოსახული.

კანონიერი ქურდი, ნიკოლოზ თუთბერიძე, მეტსახელად „მაცი“ 2003 წელს კიბოთი გარდაიცვალა. საფლავი ქუთაისშია. 

კანონიერი ქურდის, ზურაბ ლოსაბერიძის, მეტსახელად „ლოსკას“ საფლავი ქუთაისშია, საფიჩხიაზე. ის 1993 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავის დაფას სისხლი სდის. 

კანონიერი ქურდის, ბაგრატ უგულავას, მეტსახელად „ბათუს” საფლავი საფიჩხიაზეა, ქუთაისში. ბაგრატი 1996 წელს მოკლეს ამსტერდამში. 

კანონიერი ქურდის, ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად „კვეჟოს” საფლავი ქუთაისშია, ოგასკურაში. ავთანდილ ჩიხლაძე 1994 წელს მოსკოვში საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. 

კანონიერი ქურდის, ანზორ კვირკველიას, მეტსახელად „გოგიტას” საფლავი ქუთაისშია, ოგასკურაში. ანზორ კვირკველია 1997 წელს მოკლეს ჩებოქსარში.

კანონიერი ქურდის, რევაზ ციციშვილის, მეტსახელად „ციცკას” საფლავიც ქუთაისშია, ოგასკურაში, ციციშვილი 2001 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალა ხაბაროვსკში. 

 

 

скачать dle 11.3