კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოლიანი, როგორც იღბალი!

ზოლიანი, როგორც იღბალი!

დიდი ხანია, ზოლიანი მაისური საზღვაო ფორმად და ატრიბუტად არის მიჩნეული. ის ყველა მეზღვაურის სავიზიტო ბარათია. საინტერესოა, იცოდეთ, რომ ზოლიანი მაისური, როგორც ჩაცმულობის ელემენტი, მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისის ფლოტში გაჩნდა. ინგლისის სამხედრო ფლოტი იმ პერიოდში ლიდერი იყო ზღვაზე. ესპანელები და ჰოლანდიელები ვერ ბედავდნენ მასთან პირისპირ შეხვედრას. ინგლისურ ფლოტში უმკაცრესი დისციპლინა და სამხედრო წესები იყო... გემის სისწრაფე დამოკიდებული იყო იალქნების მოხერხებულად დაკეცვა-გაშლაზე, თანაც, უმოკლეს დროში. ინგლისელი მეზღვაურებიც მაიმუნებივით დაცოცავდნენ ანძებზე, მაგრამ, მათი თეთრი პერანგები თეთრივე იალქნების ფონზე არ ჩანდა და ეს პრობლემებს ქმნიდა. პრაქტიკულმა ინგლისელებმა თეთრი პერანგები ზოლიანებით შეცვალეს. ახლა კაპიტანს ადვილად შეეძლო, თვალყური ედევნებინა იალქნებზე გადაადგილებული მეზღვაურებისთვის და შესაბამისი მითითებები გაეცა მათთვის. სხვათა შორის, პირველად ზოლიან მაისურებს მეზღვაურები თვითონ ქსოვდნენ და კერავდნენ. ძალიანაც ეზარებოდათ, მაგრამ, მანუფაქტურებმა საკმაოდ გვიან დაიწყეს მათი წარმოება. მეზღვაურის ნამდვილი ზოლიანი მაისური იქსოვება შერეული ტექნოლოგიით: თეთრი ფერის ზოლები ნატურალური შალის უნდა იყოს, შავი ზოლები კი – უმაღლესი ხარისხის ბამბის ძაფის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეასრულებს ის თავის ჭეშმარიტ მისიას: სიცხეში იქნება გრილი და თავისუფლად გაატარებს ჰაერს, ხოლო სიცივეში სხეულს სითბოს შეუნარჩუნებს. ეს პრინციპი დღემდე დაცულია.

 

უკვდავი ფაიფური

ლეგენდარული თიხა-ფაიფური გამოიგონეს კორუფციის წყალობით...

ფაიფური ხელოვნური მარილისგან შეიქმნა: ეს არის თიხის, კვარცის და რაც მთავარია, კაოლინის ნარევი... შემდეგ უკვე შეფერილია კაშკაშა საღებავებით – ძალიან ლამაზი და ელეგანტური. ფაიფურს გაჩენისთანავე დაუკავშირდა უამრავი მითი და გამოცანა.

ფაიფურის წარმოება პირველებმა ჩინელებმა ისწავლეს. ჩვენს ერამდე ორი ათასი წლის წინათ, სავარაუდოდ, ხანის დინასტიის დროს. თუმცა, ის ფაიფური მაინც არ იყო კლასიკური ფაიფური. ის დაიხვეწა და სრულყოფილებას მიაღწია მხოლოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. საქმე ისაა, რომ ფაიფურის გამოწვას ძალიან მაღალი ტემპერატურა სჭირდება, 1370-1430 გრადუსი მაინც. ამ ტიპის ღუმელები მხოლოდ მეთოთხმეტე საუკუნეში გამოიგონეს და უმაღლესი ხარისხის ფაიფურიც ამ დროს გაჩნდა. ჩინეთში ფაიფური ძვირი არ ღირდა. ევროპელი ჯაშუშები ცდილობდნენ, ჩინეთიდან გაეტანათ ფაიფურის წარმოების საიდუმლო, მაგრამ დიდხანს – საკმაოდ უშედეგოდ.

ამიტომ, ევროპელებმა თავად დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება. პირველად წარმატებას ფლორენციელმა ბერნარდო ბუონტალენტიმ მიაღწია – მედიჩის კარის არქიტექტორმა. თუმცა, პირველი ფლორენციური ფაიფური მსუბუქი და გამჭვირვალე არ იყო.

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს აფთიაქარის ნორჩმა მოსწავლემ იოჰან ბიოტერიმ ქიმია კარგად შეისწავლა და ვერცხლის მონეტები ოქროთი დაფერა. პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ პირველმა მოისურვა, ასეთი კარგი ალქიმიკოსი გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ, ბიოტერი საქსონიაში გაიქცა, კიურფიურისტ ავგუსტთან. სწორედ იქ, საქსონიაში, კიურფიურისტის დაჟინებული მოთხოვნით, შეიქმნა იშვიათი ფაიფური, რომელმაც საქსონიას საუკუნეების განმავლობაში გაუთქვა სახელი.

იოჰან ბიოტერი 1719 წელს გარდაიცვალა 38 წლის ასაკში. მაშინ, არც მას და არც სხვას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა სახიფათო იყო სიცოცხლისთვის ის ქიმიური ცდები, რომელსაც იოჰანი თითქმის 12 წლის განმავლობაში ატარებდა.

 

скачать dle 11.3