მრავალშვილიანი მამა ინვალიდი მეზობლის გაუპატიურებისთვის დააკავეს
49 წლის ივანე ფ-ძე სამართალდამცველებმა 27 წლის მანონ კ-შვილის გაუპატიურების ფაქტზე დააკავეს. მოძალადე მამაკაცს ბრალი ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის წაუყენეს, რაც ინვალიდი გოგონას მიმართ ერთი თვის განმავლობაში იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას უკავშირდებოდა. დაკავებული თავიდან უარყოფდა ჩადენილ ქმედებას, მაგრამ, გამოძიების მიერ მოპოვებული სამხილებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგა.
გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ივანე ფ-ძე ახალგაზრდა ქალთან, რომელიც დაბადებიდან ინვალიდი იყო, ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის დაზარალებულის მშობლებისგან გახდა ცნობილი. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გოგონას ოჯახი ივანე ფ-ძის მეზობლად ინციდენტამდე ერთი წლით ადრე გადავიდა საცხოვრებლად. ფინანსური პრობლემების გამო მათ მეზობელ სოფელში სახლი გაყიდეს და ივანე ფ-ძის მეზობლად შედარებით იაფი და პატარა სახლი შეიძინეს. ივანე ფ-ძეს ახალ მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, უფრო მეტიც, თავად მრავალშვილიანი მამა მანონ კ-შვილის მშობლებს თანაუგრძნობდა შვილის ფიზიკური მდგომარეობის გამო და სოფლის საქმეებშიც ეხმარებოდა. მანონი კ-შვილი, ფიზიკური მდგომარეობის გამო, საკუთარ თავში ჩაკეტილი და დეპრესიული ადამიანი იყო და მეზობლებთან კონტაქტი უჭირდა, თუმცა, ივანე ფ-ძესთან უფრო ახლო ურთიერთობა დაამყარა. მამაკაცი მის მიმართ ყურადღებას იჩენდა: როცა მანონის მშობლები სახლში არ იყვნენ, მასთან ხშირად მიდიოდა და დახმარებას სთავაზობდა. ივანე ფ-ძის მეუღლემ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეიტყო ქმრის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ და ამ საქციელის გამო ის სახლიდან გააგდო, მოგვიანებით სამართლადამცველებთან დაკითხვაზე აღიარა, რომ ივანე ფ-ძემ ინვალიდი გოგონა უცნაურად ამოიჩემა: „იმდენ დროს ატარებდა მის სახლში, ეჭვი გამიჩნდა, მაგრამ, ამას ვერ დავამტკიცებდი. ჩვენი უფროსი შვილი თითქმის მანონის ტოლია. სულ ვეუბნებოდი ივანეს, შვილის ტოლ გოგოსთან რა საერთო გაქვს-მეთქი, ის კი იმიზეზებდა, მეცოდება და იმიტომ ვარ ხშირად მის გვერდითო. ბოლოს მეზობლებისგან გავიგე, რომ ჩემს ქმარს მანონთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ეს ამბავი კაკო მ-ძისგან გასკდა სოფელში“.
ივანე ფ-ძე დანაშაულის ჩადენის პერიოდში მარტო არ იყო. მას ჰყავდა თანამზრახველი, მეზობელი მარტოხელა მამაკაცი კაკო მ-ძე, რომელიც წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. ციხიდან გამოსულს ცოლი გათხოვილი დახვდა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. კაკო მ-ძე ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი იყო და მასთან ხშიარდ იკრიბებოდნენ მამაკაცები და მანონ მ-შვილის გაუპატიურების პირველი შემთხვევა სწორედ მის ბინაში მოხდა. გამოძიების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ კაკო მ-ძის ბინაში ახალგაზრდა ინვალიდი გოგონა ივანე ფ-ძემ მიიყვანა. მან მასპინძელს ალკოჰოლი და საჭმელი მიუტანა და პირობაც ჩამოართვა, რომ, იმის შეასხებ რაც მის სახლში მოხდა, არავის არაფერს ეტყოდა. კაკო მ-ძემ მეგობარსა და მეზობელს საიდუმლო მანამდე შეუნახა, სანამ დამნაშავე მოძალადე მას საკვებით ამარაგებდა. უფრო მეტიც, ივანე ფ-ძის დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანონ მ-შვილთან სქესობრივი კავშირი რამდენჯერმე კაკო მ-ძესაც ჰქონდა. კაკო მ-ძემ ივანე ფ-ძე რამდენჯერმე დააშანტაჟა, რომ ამ დანაშაულს გაახმაურებდა, თუ მას მაღაზიის ვალებს არ გაუსტუმრებდა და შეუსრულა კიდეც მუქარა: იმის შესახებ, რაც მის სახლში ხდებოდა, ჯერ მეზობლებს, შემდეგ კი მანონ მ-შვილის მშობლებს გააგებინა.
სამართალდამცველებმა კაკო მ-ძეც დააკავეს. მეზობლებისა და მეგობრების დანაშაულებრივ ქმედებას დაკავებულის აღიარებითი ჩვენება მოჰყვა. თავიდან ის დანაშაულში მხოლოდ ივანე ფ-ძეს ამხელდა და აცხადებდა, რომ ინვალიდ მეზობელთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ივანე ფ-ძეს ჰქონდა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ გოგონას თვითონაც აუპატიურებდა.
ამონაწერი ბრალდებულ კაკო მ-ძის ჩვენებიდან: „როდესაც ივანემ მანონი პირველად ჩემთან მოიყვანა, მომატყუა, ნარგავები უნდა დავათვალიერებინოო. რა ვიცოდი, სინამდვილეში რა ჰქონდა დაგეგმილი. ივანე ნასვამი იყო და მთხოვა, რომ ცოტა ხნით სახლიდან წავსულიყავი. როცა სახლში დავბრუნდი, მივხვდი, რომ გოგონასთან ინტიმური კავშირი დაამყარა. მითხრა, არ გამთქვა და სასმელ-საჭმელს არ მოგაკლებო. თითქმის ყოველდღე გადმოჰყავდა გოგონა ჩემთან. რამდენჯერმე მეც მომცა მასთან ურთიერთობის უფლება – სულ ორჯერ მქონდა მანონთან ურთიერთობა, მერე ძალიან გავბრაზდი და ივანეს დავემუქრე, თუ ჩემთან კიდევ მოიყვან, მთელ სოფელს შეგიყრი-მეთქი...“
კაკო მ-ძემ მოძალადე ივანე ფ-ძეს მუქარა აუსრულა – მან ამხილა ის გოგონას მშობლებთან.
თანამზრახველები სასამართლო პროცესზეც დაუპირისპირდნენ – ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ ჩადენილ დანაშაულს. სასამართლომ მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, ორივე მოძალადე დამნაშავედ ცნო, არ გაიზიარა ივანე ფ-ძის დაცვის შუამდგომლობა, რომ ბრალდებული მრავალშვილიანი მამა იყო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 8 წლით პატიმრობა შეეფარდა მის თანაზმრახველს, კაკო მ-ძეს, რომელსაც, გაუპატიურების ფაქტთან ერთად, დანაშაულის დაფარვაც დაედო ბრალად.