კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გადააგდო“ „გრუ“ და გაიტაცა 830 ათასი მანეთი ქართველმა კაპიტანმა

გაქცევა

1988 წლის 29 აპრილს უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან 35 წლის ნოდარ გოცირიძე გაუჩინარდა. მასთან ერთად გაქრა ციხის ცვლის უფროსი ახმად გალიევი. გოცირიძე ერთადგილიან საკანში იყო მოთავსებული და სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდა, რომელიც მას პოლკოვნიკის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი.

ტაშკენტის მახლობლად მდებარე ციხე სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი და იქ მძიმე დანაშაულში მხილებული ოფიცრები იხდიდნენ სასჯელს. კაპიტან ნოდარ გოცირიძეს კი პოლკოვნიკ ანტონ მალცევის მკვლელობის გამო მიუსაჯეს სიკვდილი. მალცევი საჰაერო-სადესანტო პოლკის პოლიტხელი იყო და გოცირიძეც იმავე ნაწილში მსახურობდა. მთვრალმა მალცევმა გოცირიძეს ჯერ დედა შეაგინა უმიზეზოდ, შემდეგ ტაბელური იარაღი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი გადატენა და ქართველ კაპიტანს დაუმიზნა. გოცირიძემ ვეფხვივით ისკუპა მალცევისკენ და იარაღის წართმევა სცადა. მალცევმა გაისროლა, ტყვია თვითონვე მოხვდა კუჭში და ადგილზევე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გოცირიძე უდანაშაულო იყო, თანაც, დამსახურებული ოფიცერი და სამგზის ორდენოსანი, მას სამხედრო ტრიბუნალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამ უსამართლობის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მოკლული პოლკოვნიკი ეგორ ლიგაჩოვის უახლოესი ნათესავი აღმოჩნდა, ლიგაჩოვი კი მაშინდელი საბჭოთა მმართველი ელიტის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო და სამხედრო სასამართლომ, ფაქტობრივად, მისი შეკვეთა შეასრულა.

ნოდარ გოცირიძისა და ახმად გალიევის ძებნა დილაადრიანად დაიწყო, მაგრამ, არანაირი შედეგი არ გამოიღო. იმავე დღეს გამოცხადდა მათი საკავშირო ძებნაც და გაუჩინარებულების სურათები საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში დაიგზავნა. ეგორ ლიგაჩოვი ცოფიანს ჰგავდა და გოცირიძის შეპყრობას ან ლიკვიდაციას მოითხოვდა.

ზესაიდუმლო დავალება

ნოდარ გოცირიძე მართლაც ახმად გალიევმა გააქცია ციხიდან, ციხის ცვლის უფროსს კი ორმოცდაათი ათას მანეთს შეჰპირდნენ, თუკი ის გოცირიძეს მშვიდობიანად გამოიყვანდა და ოცდახუთი ათასი მანეთი წინასწარ გადაუხადეს. გალიევს ვინმე ვიქტორი დაეკონტაქტა, რომელმაც გოცირიძის ახლო ნათესავად გააცნო თავი, სინამდვილეში კი „ვიქტორი” იური მოროზოვი იყო, „გრუს“ პოლკოვნიკი, რომელმაც გალიევს უთხრა:

– ციხიდან რომ გამოხვალთ, მე ფურგონიანი  „მოსკვიჩით“ დაგხვდებით და უსაფრთხო ადგილზე გადაგიყვანთ, იქ კი დანარჩენ ფულსა და ახალ საბუთებს მიიღებთ და, შეგეძლებათ, ავღანეთში გადახვიდეთ.

29 აპრილს, დილის 5 საათზე გალიევმა გოცირიძე უსაფრთხოდ გამოიყვანა ციხიდან. მათ ასიოდე მეტრი გაიარეს, ფურგონიან „მოსკვიჩში“ მოთავსდნენ და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, „მოსკვიჩი“ გაჩერდა და გაქცეულები გადმოვიდნენ, მაგრამ უცებ მოროზოვმა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, გალიევს თავსა და გულში ესროლა, ადგილზევე მოკლა და გოცირიძეს უთხრა:

– გვერდით მომიჯექით, დრო არ ითმენს!

– რა ხდება? – იკითხა გოცირიძემ.

– განმარტებები – მერე. წავედით!

გოცირიძე და მოროზოვი წავიდნენ. მოკლული გალიევი კი ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა წინასწარ ამოთხრილ ძალიან ღრმა ორმოში ჩააგდო, ორმო მიწით ამოავსეს და „მოსკვიჩს” გაჰყვნენ. 29 აპრილს, დილის 7 საათზე, უზბეკეთში მდებარე „გრუს“ საიდუმლო ბაზიდან ვერტმფრენი აფრინდა, რომელშიც პოლიციის გარდა გოცირიძე, მოროზოვი და ის ორი ახალგაზრდა ისხდნენ, რომლებმაც გალიევი დამარხეს. იმავე დღეს, ღამის 23 საათზე, გოცირიძე უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, „გრუს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ აგარაკზე. მას გენერალი ივან ზახაროვი ეწვია და უთხრა:

– ნოდარ, ვიცით, რომ უდანაშაულოდ იჯექი ციხეში. ისიც ვიცით, რომ პატრიოტი ხარ და, ამიტომაც აგირჩიეთ ამ ზესაიდუმლო დავალების შესასრულებლად. ჩვენი დიადი ქვეყანა იღუპება და მის გადასარჩენად მოღალატე მიხაილ გორბაჩოვი უნდა მოკვდეს. ეს მისია კი შენ უნდა შეასრულო...

მისია

ნოდარ გოცირიძე კარგად  იცნობდა გენერალ ივან ზახაროვს და ჯერ კიდევ ავღანეთში იბრძოდა მისი ხელმძღვანელობით. ზახაროვი დამსახურებული სამხედრო იყო, ამასთანავე, ძალიან ეშმაკი და ეს მშვენივრად იცოდა ქართველმა კაპიტანმა. გოცირიძე დარწმუნებული იყო, რომ, როგორც კი ის გორბაჩოვს მოკლავდა, მასაც იმავე დღეს გააქრობდნენ, როგორც ძალიან საშიშ და არასასურველ მოწმეს. ამიტომ, ამ შარისგან თავის დაღწევაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა, არაფერი შეიმჩნია და ზახაროვს სამხედრო წესით გამოეჯგიმა:

– მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ვემსახურები საბჭოთა კავშირს!

გენერალმა მხარზე ხელი დაარტყა გოცირიძეს, გაუღიმა და უთხრა:

– როგორც კი მისია შესრულდება, შენ საიმედო ადგილზე გადაგიყვანთ, ორიოდე თვის მერე კი, როცა ხელისუფლებაში პატრიოტული მთავრობა მოვა, შენ გამართლდები და სამსახურშიც დაგაბრუნებთ, რა თქმა უნდა, თანამდებობაზე და ბევრად მაღალი ჩინით.

– არის, ამხანაგო გენერალო!

– მოკლედ, ასე, ნოდარ: შენი კურატორი იქნება პოლკოვნიკი იური მოროზოვი და მისიისთვის სწორედ ის მოგამზადებს.

გორბაჩოვის ლიკვიდაციას „გრუ“ ამზადებდა, შემკვეთი კი შეთქმულ სამხედროთა ჯგუფი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა და მიაჩნდა, რომ ეს მხოლოდ გორბაჩოვის ფიზიკური განადგურებით იყო შესაძლებელი. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, ძირითადად კი გორბაჩოვის მოკვლას სნაიპერული გასროლით აპირებდნენ, თუმცა, არც მის აფეთქებას გამორიცხავდნენ. ნოდარ გოცირიძეს სნაიპერული გასროლა უნდა განეხორციელებინა და მასთან ერთად სხვადასხვა პოზიციებს არჩევდნენ მოსკოვსა და ლენინგრადში. 12 მაისს გოცირიძე ლენინგრადში ჩაიყვანეს და იური მოროზოვმა მას უთხრა:

– ცხრა დღეში ობიექტი აქ იქნება და შენი მისია უნდა შეასრულო. მანამდე კი სასროლ პოზიციას კარგად შეისწავლი და მიეჩვევი.

გეგმის მიხედვით, ნოდარ გოცირიძეს სნაიპერული გასროლა ¹57 შემნახველი სალაროდან უნდა განეხორციელებინა, რომელიც ნევის გამზირზე მდებარეობდა. 21 მაისს გორბაჩოვს ფეხით უნდა გაევლო გამზირზე და საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორუმი გაეხსნა.

1988 წლის 21 მაისს, დილის 9 საათსა და 45 წუთზე, მიხაილ გორბაჩოვი და მისი ამალა ნევის გამზირზე გამოჩნდნენ. ისინი ფეხით მოდიოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალრიცხოვანი დაცვა მოჰყვებოდა, გორბაჩოვი საკმაოდ ადვილი მოსახელთებელი იყო. იური მოროზოვი შორიახლოს მოეწყო და გოცირიძის სნაიპერულ გასროლას ელოდა. თუმცა, გორბაჩოვმა მშვიდობიანად გაიარა ხუთასიოდე მეტრი და იმ შენობაში გაუჩინარდა, სადაც ფორუმი იმართებოდა. როდესაც მოროზოვის ორი ხელქვეითი შემნახველ სალაროში შევიდა ამბის გასარკვევად, ნოდარ გოცირიძე იქ არ დახვდათ. სალაროში გაძარცული იყო ფულით სავსე სეიფიც, საიდანაც 830 ათასი საბჭოთა მანეთი იქნა გატაცებული. გაირკვა, რომ, გოცირიძის რჩევით, შეთქმულებმა შემნახველი სალაროს სეიფის სიგნალიზაცია გამორთეს, რათა ის შემთხვევით არ ჩართულიყო და მილიციის ყურადღება არ მიექცია...

ნოდარ გოცირიძეზე შეთქმულებმა ფარული ძებნა გამოაცხადეს, რომ მოეკლათ, მაგრამ, ვერ იპოვეს. 1988 წლის 2 აგვისტოს კი საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა შეთქმულთა თორმეტკაციანი ჯგუფი აიყვანა და ისინი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ვერ მოიხელთეს გენერალი ზახაროვი – მან საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი... 

P.S. ნოდარ გოცირიძე დღესაც ცოცხალია, ამერიკის კონტინენტზე შეცვლილი გვარით ცხოვრობს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გამოცემაში თავის მემუარებს აქვეყნებს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში გოცირიძემ განაცხადა, რომ მას რუსეთსა და საქართველოში ჩასვლის ეშინია, რადგან მას იქ მოკლავენ...

 

скачать dle 11.3