კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გაიგოთ, რომელი ასტროლოგიური სტიქია ბატონობს თქვენზე და ვის ეკრძალება ძვირფასი ლითონის სამკაულის ტარება

ადამიანები ზოდიაქოს ნიშანს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ასტროლოგიურ სტიქიებს, რაც არასწორი მიდგომაა. ყველამ იცის, რომ არსებობს ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, რომელიც ოთხ ასტროლოგიურ სტიქიად არის დაყოფილი და საჭიროა, რომ ამ ოთხი სტიქიის ნიშან-თვისებები თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცოდეს, რათა, შესაბამისად, გაითვალისწინოს  ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს. 

თითოეულ სტიქიაში ზოდიაქოს სამი ნიშანი ერთიანდება და ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. 

ცეცხლის სტიქიაში ერთიანდებიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულებს აქვთ ძალაუფლების მოპოვების, პირველობის, ხელმძღვანელი პირის რანგში და, ასევე, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. მათ, აგრეთვე, ახასიათებს ეგოიზმიც. გარკვეული პარამეტრებით ისინი განსხვავდებიან, თუმცა, კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ ძალიან უყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები და, ცხოვრების ეს საერთო პრინციპები მათ ერთმანეთთან აახლოებს. 

ჰაერის სტიქიაში ერთიანდებიან ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები. 

ზოგადად, ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგად უგებენ ერთმანეთს. ჰაერის სტიქიის „წარმომადგენლები“ ძალიან ცნობისმოყვარეები, თავისუფლების მოყვარულები, გონებამახვილები და ინტელექტუალურები არიან. ასევე, გააჩნიათ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი, უყვართ მოგზაურობა, მუდმივად სიყვარულსა და სითბოს ეძებენ ადამიანებში; არიან კომუნიკაბელურები, იუმორით აღსავსე, დიპლომატიურები. ამ სტიქიის ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს. 

წყლის სტიქიაში ერთიანდებიან მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნები. 

მათთვის ძირითადი დამახასიათებელი პარამეტრები და ნიშან-თვისებებია: უცნაური სიზმრები, ემოციურობა, სიღრმისეული ინტუიცია, სხვების დახმარება, გულმოწყალება, გადაჭარბებული რომანტიკულობა, გიჟმაჟური სიყვარული, წინასწარმეტყველების უნარი, საოცარი მგრძნობიარობა, დიპლომატიის უნარი, გულწრფელობა, სამართლიანობა, კოსმიური საკითხებითა და ამოუცნობი ფენომენებით დაინტერესება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, უფროსების რჩევა-დარიგებების გათვალისწინება. 

მიწის სტიქიაში ერთიანდებიან კუროს, თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები. 

მათ ახასიათებთ პრაქტიკულობა, არ აშინებთ ცხოვრებისეული სიძნელეები, არიან დისციპლინირებულები, ტრადიციულები, პუნქტუალურები, ორგანიზებულები, შეუპოვრები, მომთმენები, ნებისყოფიანები, სტაბილურები. კარგად ეწყობიან წყლის სტიქიის ქვეშ გაერთიანებული ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულებს. მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ, რადგან, თავისი ფსიქოტიპით, მონათესავე სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები არიან. მაგრამ მიწის სტიქიის ქვეშ გაერთიანებული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურთიერთობა უჭირთ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.

ასევე, სამკაულებიც დაბადების სტიქიის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ზოგი ადამიანი ოქროს სამკაულს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ვერცხლის ნაკეთობას ამჯობინებს, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ასტროლოგიურად ოქროს სამკაულია უმჯობესი, თუმცა, აქაც არის გამონაკლისი, კერძოდ, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის კარგია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს სამკაული. 

მიწისა და წყლის სტიქიების ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უფრო მეტად მისაღებია ვერცხლის სამკაული, თუმცა, გამონაკლისი აქაც არის. კერძოდ, კუროსა და სასწორისთვის მისაღებია როგორც ვერცხლი, ასევე, ოქრო. 

მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა ოქროს სამკაული არ უნდა ატარონ, ვერცხლი კი მათ ნერვულ სისტემას დაამშვიდებს. ოქროს სამკაული კარგია იმათთვის, ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, მაგრამ, ბავშვებს ნუ გაუკეთებთ, რადგან, ამ ლითონს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ბავშვის აურა ვერ უძლებს მისგან წამოსულ დიდ ენერგიას. ასევე, ოქროს სამკაული არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც, ჰიპერტონიული დაავადებების გარდა, აწუხებს, ნევროზი, ფსიქიკური აშლილობა და სხვა. 

დაბალწნევიანებისთვის ოქროს ტარება კარგია. 

რაც შეეხება ვერცხლის სამკაულს, ამ ლითონს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. კარგია, თუ ვერცხლს ატარებს ის, ვინც ეჭვიანია ან უძილობა აწუხებს. 

თუ მიეკუთვნებით ცეცხლის სტიქიას და ენერგეტიკულად ძლიერი ხართ, არ უნდა ატაროთ ოქრო, რადგან, ისედაც ბევრი ენერგია გაქვთ, თქვენში მოჭარბებულია აგრესია და ოქრო ზედმეტ პრობლემას შეგიქმნით. ამიტომ, ასეთ ადამიანებს ესაჭიროებათ ვერცხლი, რომელიც მათ შინაგან ენერგიას გააწონასწორებს. 

ვერცხლს უარყოფითი მხარეც აქვს, კერძოდ, ენერგეტიკულად სუსტი, მელანქოლიური ხასიათის მქონე ადამიანებისთვის ის საშიშია. ასეთებს ოქროს სამკაულების ტარებას ვურჩევთ, რათა მათში მეტად მოიმატოს ოპტიმიზმმა, ენერგიულობამ, აქტიურობამ. 

ოქროს ნივთების ტარებისას მეტად გამოავლინეთ დაკვირვება, რადგან, არათითზე დიდი ხნის განმავლობაში მისი ტარება ორგანიზმში უარყოფით ცვლილებებს იწვევს. ამიტომ, დროდადრო დაასვენეთ თითები ოქროსგან. 

ითვლება, რომ ვერცხლი სისხლს „აცივებს“ და, აქედან გამომდინარე, ის ხელს უწყობს გაციებას. ამიტომ, ვინც ადვილად ცივდება, ვერცხლის სამკაული არ უნდა ატაროს. 

скачать dle 11.3