კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 5 დეკემბერს, დილით. მინდა უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთის ქვეყნებიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 27 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა, მუშაობა. ასტროლოგიური თვალსაზრისით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 5 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?

პასუხი: მისთვის კარგი და მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.

скачать dle 11.3