კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ყოველ გაზაფხულზე თმის ბოლოები მეყოფა (ეგრეთ წოდებული „ბოლოჭამიები“ მიჩნდება) და ფრჩხილები ადვილად მტვრევადი ხდება. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს ორგანიზმს კალციუმი აკლია, რაც გაზაფხულზე უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება. ეს მინერალი პასუხს აგებს თმის, კანის, ფრჩხილებისა და კბილების ჯანმრთელობაზე, მაგრამ საკვების მეშვეობით მისი საკმარისი რაოდენობით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, უნდა მიიღოთ სპეციალური პრეპარატები, მაგალითად: კალციუმ D3 ნიკომედი. დანიშნულება მიიღეთ ექიმისგან. ბოლოჭამიები კი აუცილებლად შეიჭერით, რომ უფრო მეტად არ გავრცელდეს.

კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, ფრჩხილების ზედაპირი არათანაბარი გამიხდა, ამობურცულია, ზოგან კი – ოდნავ ჩაზნექილი. ექიმთან მისვლის საშუალება არ მაქვს. იქნებ, თქვენ მითხრათ, რა მჭირს და რამე მირჩიოთ?

პასუხი: ექიმთან მისვლა მაინც მოგიწევთ, რადგან თქვენი შეკითხვა კოსმეტოლოგიას ნაკლებად შეეხება. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასეთი ნიშნები ახასიათებს სოკოს, შაქრიან დიაბეტსა და სხვა დაავადებებს, რომლებიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. თუ ჩაზნექილობა ნემსით ნაჩხვლეტს ჰგავს, ეს უკვე ფსორიაზის ნიშანია. ფრჩხილებზე პერპენდიკულარული ღარები თუთიის დეფიციტზე მიუთითებს, პარალელური – ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე, ხოლო თეთრი წერტილები – რკინის ნაკლებობაზე, რაც რაციონში ხორცის ნაკლებობით არის გამოწვეული.

კითხვა: ამას წინათ, ცელულიტების მოსაშორებლად შევიძინე სხეულის კორექციის საშუალება „ვენუსი“, რომლის შემადგენლობაში შედის: კოფეინი, ესცინი, ფუკუსი და ცენტელა აზიატკა. მაინტერესებს, რომელს რა ფუნქცია აკისრია?

პასუხი: კოფეინი აქტიურად შლის ცხიმებს და, შედეგად, თანდათან, ვიზუალურადაც აქრობს კანზე ხორკლებს; ესცინი არის წაბლის გამონაწური, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასევე, ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხისა და ტოქსინების გამოდევნას. ფუკუსი არის ზღვის წყალმცენარე, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ასტიმულირებს კანში ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს ცხიმების „მარაგებს“. ცენტელა აზიატკას ექსტრაქტი ამცირებს ცელულიტით გამოწვეულ ამობურცულობებს, დაჭიმვებს და კანს ხდის ერთგვაროვანს, ელასტიკურსა და მკვრივს.

 

 

скачать dle 11.3