კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* კოლუმბიაში აკრძალულია მოტოციკლზე ორის დაჯდომა, აგრეთვე ისეთი ჩაფხუტის გამოყენება, რომელიც სახეს ფარავს, რადგან ასე მაფიის მიერ დაქირავებული მკვლელები ინიღბებოდნენ. მძღოლებს კი საათები მარჯვენა ხელზე უკეთიათ, რომ ქურდებმა არ წაგლიჯონ.

* ქირურგ-კოსმეტოლოგების მიერ პლასტიკური ოპერაცია მაშინაა მაღალი კლასის, როცა კვალი არ რჩება. თუმცა, პლასტიკური ოპერაციების „გარიჟრაჟზე“ მდიდარ „დეიდებს“ თავი რომ მოეწონებინათ ამ სიახლით, ექიმებს სპეციალურად სთხოვდნენ, რომ ნაოპერაციები შესამჩნევი ყოფილიყო.

* არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი სამ წელიწადში ერთხელ ოქროს მედლით აჯილდოებს ქალაქს, რომელიც საუკეთესოდაა შეთავსებული ადამიანის დასახლებისთვის უვარგის ბუნებრივ პირობებს. ასეთი მედალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ქალაქ შევჩენკოს მიაკუთვნეს.

* მეთვრამეტე საუკუნეში საქსონიის მეფის, ავგუსტის ბრძანებით, ფაიფურის დამზადების ტექნოლოგია მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მათ დამამზადებლებს არკანისტებს უწოდებდნენ – ლათინური სიტყვიდან „არკანი“, რაც საიდუმლოს ნიშნავს.

* ერთ-ერთ ნაშრომში ლენინმა ხალხი სამ კატეგორიად დაჰყო: დამნაშავეებად, სასარგებლო იდიოტებად და კომუნისტებად.

*1990 წელს ლივერპულელმა ყასაბმა ფრენკ ჰორბნმა შექმნა პირველი საბავშვო კონსტრუქტორი  და მას „მეხანო“ უწოდა. გამომგონებელი მილიონერი გახდა და წიგნიც კი დაწერა: „ფრენკ ჰორბნი: ადამიანი, რომელმაც სათამაშოთი მილიონი გამოიმუშავა.”

* რუსი სამხედრო უწყება ალექსანდრ მეორის გადაწყვეტილების – ალასკის ამერიკისთვის მიყიდვის სასტიკი წინააღმდეგი იყო. თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ამიტომ, ამერიკელების „გაწვალება“ გადაწყვიტეს და მათთვის ალასკის არც ერთი რუკა არ გადაუციათ. ამერიკელები იძულებული გახდნენ,  ახალი რუკები შეედგინათ.

* მეოცე საუკუნის ბოლოს, ჰოლანდიასა და ინგლისში მოწევის წინააღმდეგ საბრძოლველად, სპეციალურად გამოუშვეს სიგარეტები, სახელწოდებით „სიკვდილი“. კოლოფზე გამოსახული იყო თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. აქციამ უკურეაქცია გამოიწვია – ახალგაზრდებში მწეველთა რიცხვი გაიზარდა.

* ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ორი რობოტი მოქმედი ვულკანის კრატერში სამუშაოდ და სახელად  მათ „დანტე“ და „ვირგილიუსი“ უწოდეს.

скачать dle 11.3