კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდრიგო სანტორო – ჰოლივუდის ბრაზილიელი ვარსკვლავი

მსოფლიოს კინოეკრანებზე გახმაურებული ფილმის, „300 სპარტელის” გაგრძელება – „300 სპარტელი: იმპერიის აღორძინება” გამოვიდა, სადაც მთავარ პერსონაჟად არა გმირი სპარტელები, არამედ, სისასტიკით განთქმული მეფე ქსერქსე მოგვევლინა. ქსერქსეს როლი ბრაზილიელი ვარსკვლავის, როდრიგო სანტოროსთვის, ჰოლივუდში ყველაზე წარმატებულად ითვლება. სწორედ ამ ქარიზმატული ისტორიული პერსონაჟით გაიცნო სანტორო მსოფლიომ, თუმცა, მანამდე ქართველი მაყურებლისთვის ის ბრაზილიური „საპნის ოპერებიდანაც” იყო ცნობილი.

* როდრიგო სანტორო დაიბადა 1975 წლის 22 აგვისტოს რიო-დე-ჟანერიოში. სკოლის დამთავრების შემდეგ როდრიგომ სწავლა ჟუნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო პაპის კათოლიკურ უნივერსიტეტში, თუმცა, მალევე გადაწყვიტა, რომ კინომსახიობობა სურდა და სწავლა ტელეარხ „რედე გლობოს” სამსახიობო სკოლაში განაგრძო, საიდანაც შემდგომ ტელესერიალებში თამაში დაიწყო. 

* როდრიგოს მშობლები: მამა, ფრანჩეკსკო სანტორო – ინჟინერია, ხოლო დედა, მარია ხოსე ჟანქეირა დოს რეიესი – პლასტიკური ქირურგი. მამა წარმოშობით იტალიელია, დედა კი – ბრაზილიელი.

* 4 წლის ასაკში როდრიგომ ბაბუასგან მიიღო საჩუქარი, რომელიც დღემდე საუკეთესოდ მიაჩნია – ბაბუამ მას ცხენი აჩუქა.

* როდრიგო სანტოროს საყვარელი მსახიობები არიან ალ პაჩინო და რობერტ დენირო.

* კინოს პარალელურად, როდრიგოს რეკლამებშიც იწვევენ. იგი ჟიზელ ბიუნდჰენთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად არის გადაღებული სარეკლამო რგოლებში, მათ შორის, განთქმული „შანელ ¹5-ის” რეკლამაში.

* როდრიგო სანტორო აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. იგი „იუნისეფის” მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო მატჩებში იღებს მონაწილეობას ფეხბურთის სმსოფლიო ვარსკვალვებთან ერთად. მაგალითად, 2008 წელს სანტორო ერთ გუნდში თამაშობდა ლუიშ ფიგუსა და ალან შირერის გვერდით.

* როდრიგო რიოში ცხოვრობს და უარს აცხადებს ლოს-ანჯელესში გადასვლაზე.

* როდრიგო სანტორო უილიამ შექსპირის და „ზი დორსის” შემოქმედების თაყვანისმცემელია.

* როდრიგო სანტორო ერთ-ერთ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა გახმაურებულ ამერიკულ ტელესერიალში „დაკარგულები”.

* როდრიგო 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა ბრაზილიელ მოდელ ელენ ჟაბურს, თუმცა, წყვილი 2008 წელს დაშორდა. მას შემდეგ როდრიგოს გული თავისუფალია.

 

скачать dle 11.3