როგორ ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს „კამელინი“ და რა განაპირობებს მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებს
„კამელინი“ ქართული წარმოების უნიკალური, ორიგინალური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ნაერთების ერთობლიობას და მზადდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გავრცელებული თაფლისგან. „კამელინი“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიქმნა, დღეს კი უკვე არაერთი ქვეყნის ფარმაცევტებისა და მედიკოსების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. დიდი ხანია, ინფორმაცია მისი სამკურნალი თვისებების შესახებ საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის – „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა, რადგან „კამელინი“ ნამდვილად არის უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატი. ის ეფექტური საშუალებაა როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე, სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი” შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით იდეალურია. ადრეული კვლევები, რომელთა საფუძველზეც მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები. „კამელინი“ მოიხმარა ათიათასობით ონკოდაავადებულმა და მათ შორის უამრავი შემთხვევაა, როდესაც უმძიმეს სტადიაზე მყოფი ავადმყოფისთვის „კამელინი“ იყო ის უკანასკნელი იმედი და სასწაული, რომელიც რეალურად დადგა მათ ცხოვრებაში. მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ საინიექციო ფორმა „კამელინი მ-1“ ყველა სტადიის კიბოს დაავადებისთვის არის აუცილებელი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში; ასევე, მნიშვნელოვანია „კამელინი მ-4“ – სანთლების (იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი უარს ამბობს ნემსებზე) და „კამელინი მ-2“ – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე; აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არანაირ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება სანთლებისა და კაფსულების სახით, ხანგრძლივი დროითაც ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად საუბრობს „კამელინ მ1-ისა“ და „კამელინ მ2-ის” გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რომლებიც მიღწეული იყო სხვადასხვა სიმსივნის მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება; ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში – დროებით მოხსნა; სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება; მადისა და ენერგიის მატება; დეპრესიული ფონის მოხსნა; მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ქალბატონს, რომელსაც საბერძნეთში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იქვე გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ, წლების განმავლობაში საშინელი ტკივილები აწუხებდა. მოგვიანებით ჩაიტარა „კამელინით“ მკურნალობის 4 კურსი და როდესაც თბილისში ჩამოსულმა გაიკეთა სრულფასოვანი გამოკვლევა, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო და სიმსივნე აღარ ჰქონდა.
ნ. ჟ: 2007 წელს ჩავედი საბერძნეთში, კერძოდ, ქალაქ ათენში და დავიწყე მუშაობა. ოთხ თვეში მარცხენა მკერდზე რაღაც გამომივიდა, გამაგრებული იყო. რა თქმა უნდა, გადავიღე მასტოგრაფია და მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. რადგან საბერძნეთში ვალებით ვიყავი ჩასული, ამიტომ, ოპერაცია ვერ გავიკეთე – ვიფიქრე, ვაითუ, ვეღარ ვიმუშაო და ვალები ვეღარ გავისტუმრო-მეთქი. მოკლედ, ექვსი თვის განმავლობაში ვერ გავიკეთე ოპერაცია და სიმაგრე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. 2008 წლის ოქტომბერში კი გამიკეთეს ოპერაცია და ამომკვეთეს სიმსივნე. დიაგნოზი: მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. დავიწყე მკურნალობა: გავიკეთე ქიმიოთერაპია, სხივები. ხუთი წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიკეთებდი ანალიზებს. არ მქონდა მაინცდამაინც კარგი პასუხები. მოკლედ, ისევ ცუდად ვიყავი, ტკივილები მაწუხებდა. ერთ დღესაც, ჩემმა ძმისშვილებმა დამირეკეს თბილისიდან, მომაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ და მირჩიეს, იქნებ, გაიკეთოო, მალევე გამომიგზავნეს და დავიწყე „კამელინის“ კაფსულების დალევა, სანთლებიც გავიკეთე. მოკლედ, მალე კარგად ვიგრძენი თავი, ამიტომ, მკურნალობის ორი კურსი ჩავიტარე და გავჩერდი. მოულოდნელად, მარჯვენა მხარეს, არა მხოლოდ მკერდში, ბეჭშიც დამეწყო ძლიერი ტკივილი. ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, საერთოდ არ მაძინებდა, ერთი წუთით არ ჩერდებოდა. შევშინდი, ვიფიქრე, ალბათ, მეორე მკერდზეც გადავიდა სიმსივნე და მაშინვე გადავიღე მასტოგრაფია. დამამშვიდეს – ისეთი არაფერიაო. არ დავუჯერე და დავიწყე „კამელინის“ დალევა. მეხუთე კაფსულის მიღებიდან დღე-ნახევრის შემდეგ საერთოდ გამიქრა ტკივილი. ჩავამთავრე მკურნალობის კურსი და შევისვენე, მაგრამ, ისევ დამეწყო ტკივილები, ამიტომ, კვლავ განვაგრძე „კამელინით” მკურნალობა და, მეოთხე კურსის დამთავრების შემდეგ დღემდე კარგად ვარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ ვიღებდი, სხვა არაფერი მიმიღია და, შემიძლია, დავიფიცო კიდეც, რომ ის მოულოდნელი შედეგი, რაც მაქვს, მხოლოდ ამ პრეპარატის დამსახურებაა. ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე ჯერ ტატიშვილის კლინიკაში, შემდეგ სანდრა რულოვსის კლინიკაში და, რადგან ვერაფერი მიპოვეს, მითხრეს, სრულიად ჯანმრთელი ხარო. არ ვიცი, სად გაქრა სიმსივნე! ონკოლოგიურში ჩემი ექიმი ჩემი ყოფილი მოსწავლეა. მასთან მივედი და ვუთხარი: ბევრი ექიმი არ ცნობს ასეთ წამლებს, შეიძლება, შენც გაგეცინოს, მაგრამ, აქ ვარ ცოცხალი მაგალითი: რაც „კამელინით“ მკურნალობა დავიწყე, არც არაფერი მტკივა და არც არაფერი მაწუხებს-მეთქი. საბერძნეთიდან წამოსვლამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე ჩავიტარე გამოკვლევები. იმ დროს უკვე დაწყებული მქონდა „კამელინის“ მიღება და ორგანიზმი ნელ-ნელა დგებოდა მწყობრში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თვითონვე ვიგრძენი თავი კარგად, ანალიზებშიც უკვე იყო ცვლილებები. თავიდან ცუდი პასუხები მქონდა, „კამელინის“ მიღების შემდეგ კი ანალიზების პასუხები უკეთესი იყო. ანუ, „კამელინის“ მიღებამდე საკმაოდ ცუდად ვიყავი: მქონდა ტკივილები, ვერც მარცხენა მხარეს ვწვებოდი, ვერც მარჯვენა მხარეს. გულაღმა თუ დავწვებოდი, მერე ზურგში მტკიოდა რაღაც და, შესაბამისად, ნორმალურად ვერ ვიძინებდი. ამ პრეპარატის გარდა, სხვა არაფერი მიმიღია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პირველი კურსის ჩატარების შემდეგ ვიგრძენი დიდი შვება. სამაგიეროდ, მეორე კურსის დაწყებისთანავე, აშკარად მქონდა პროგრესი, შვება, მესამე კურსზე კი საერთოდ გაქრა ტკივილები. გამოკვლევების დროს ეძებდნენ, იქნებ სადმე რამე არისო, მაგრამ, ვერაფერი იპოვეს. „კამელინმა“ მართლაც სასწაული მოახდინა. ამიტომაც, ყველას, ვისაც რამე აწუხებს, ვურჩევ მის მიღებას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სიმსივნე აქვს. ყველანაირი ანალიზი გავიკეთე, ვერსად ვერაფერი იპოვეს: აღარც ჯირკვალია, აღარც მეტასტაზები.
ახალგაზრდა ქალბატონს ჰქონდა სიმსივნე საშვილოსნოზე და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. მისი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს მისთვის „კამელინის“ ნემსების გაკეთება. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრების შემდეგ კი უკვე მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები, ამჟამად შრომისუნარიანია და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს. პროფილაქტიკისთვის როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს“.
40 წლამდე ასაკის ქალბატონს ათი წლის წინ აღმოაჩნდა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სიმსივნე, ჩაიტარა მკურნალობის თითქმის ყველანაირი კურსი, თუმცა, უშედეგოდ. რამდენიმე ხნის განმავლობაში მოსკოვშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ, მაგრამ მდგომარეობა თანდათანობით კიდევ უფრო უარესდებოდა. ბოლო პერიოდში ფეხმა განიცადა დეფორმაცია, დაწვრილდა, ავადმყოფი ვეღარ დადიოდა და ძირითადად იწვა. რამდენიმე ხნის წინ ახლობლების დახმარებით შეიტყო „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ და გადაწყვიტა მკურნალობა. ჩაიტარა მკურნალობის 4 კურსი, იღებდა მხოლოდ კაფსულებს და ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
P.S. ვისაც გსურთ, ამ უნიკალური პრეპარატის შესახებ უფრო მეტი გაიგოთ ან გაიაროთ კონსულტაცია, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599-33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.