კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წოდებადასაბრუნებლები

ვისი ავტონომია - ვის ფედერაციაში

 

შესაძლოა, იმიტომ რომ მსოფლიო არეულობით ისარგებლა (ჯერჯერობით გაურკვეველია, ვისი ავტონომია ვის ფედერაციაში აღმოჩნდება), 20 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ, თავისივე პროკურატურის მოთხოვნით, ჯერ იყო და, „ტვიტერზე“ წვდომა დაუბლოკა თავის მოსახლეობას (თუმცა სტამბულის საერთაშორისო სასამართლომ აკრძალვა გააუქმა), სულ ახლახან კი ამჯერად Youtube გახდა მიუწვდომელი. ეს გადაწყვეტილება თურქეთის კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სამმართველომ მიიღო.

ამის მიზეზი, თუ თურქულ მედიას ვერწმუნებით, ბანალურია, რადგან სწორედ Youtube-ზე დაიდო თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა შეხვედრა, რომელზეც სირიის შესახებ საუბრობდნენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას იტყვის თურქული სასამართლო.

მეორე მხრივ, იქ (ანუ ჩრდილო კორეაში), სადაც არც „ტვიტერია“, არც Youtube და მტკიცედ სჯერათ, რომ მათი ასტრონავტები მზეზე დასხდნენ პირველად კაცობრიობის ისტორიაში, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მთელი მამრობითი სქესის მოსახლეობამ (ჩვილობიდან, ვიდრე სიკვდილამდე) ზუსტად ისეთი ვარცხნილობა უნდა იქონიოს, როგორიც მათ მზესა და ბელადს კიმ ჩენ ინის თავს ამშვენებს. 

თუმცა ვერც იმას დავაბრალებთ ჩრდილო კორეელებს, რომ აქამომდე ფრიად თავისუფლად ექცეოდნენ თავიანთ თავებს, რადგან მამაკაცებს არჩევნის გაკეთება მათთვის სპეციალურად შექმნილი 10 ვარცხნილობიდან შეეძლოთ, ხოლო ქალებს – 18-დან.

იმის გათვალისწინებით, რომ, სახელდობრ, ჩვენ ჯერჯერობით ვარცხნილობებსაც თავად ვირჩევთ და „ტვიტერსა“ და Youtube-საც ერთობ თავისუფლად მოვიხმართ, ინფორმაციის დამახინჯებასაც ვაპროტესტებთ და მედიის მიერ ამა თუ იმ ამბის დამალვასაც განვიცდით, წყალი არ გაუვა, უნდა დაგვიბრუნდეს „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსი! 

скачать dle 11.3