კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე, ბებია და წილები

შექსპირის დამჩრდილველი

 

შესაძლოა, იმიტომ რომ მთავარმა პროკურატურამ (რომელიც, სხვათა შორის, ძირითადად, თუ სრულად არა, ყოფილი ხელისუფლების დროინდელი კადრებითაა დაკომპლექტებული, ხოლო მათ კი, ვინ, თუ არა საქართველოს მოქალაქემ, იცის, რა ნიშნით ავსებდნენ გულდასმით) ვერაფრით შემოიტყუა პრეზიდენტყოფილი მოწმედ დასაკითხად, ბოლოს ისიც კი შესთავაზა, დისტანციურად დაგკითხავთო (დაახლოებით, „ნდობის ტელეფონის“ სტილში – ), თუმცა ბ-ნმა სააკაშვილმა ცივი უარი განაცხადა (პუტინის ოცნებას არ ავასრულებო! მეორე მხრივ, კაცმა რომ თქვას, ჯობდა, ნებსით თუ უნებლიეთ, პუტინის ის ოცნება არ აესრულებინა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება რომ ჰქვია).

ხოლო, რაკი უარი ცივზე ცივი იყო, პროკურატურამ დისტანციური დაკითხვისთვის ვადა ერთ კვირამდე გაუხანგრძლივა და ოფიციალურ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.“

თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, უარის ყინული პროკურატურის თვით ამ თბილმა და ამაღელვებელმა სიტყვებმაც კი გაალღოს. ხოლო, რომ ვერ გაალღობს, იქიდანაც გამოჩნდა, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ (ინტერვიუს ვამბობთ, თორემ, ჩვეულებისამებრ, მონოლოგი იყო) თავის ძველ თანამებრძოლ „რუსთავი 2-ს“ კიევში მისცა (ვინ-ვინ თუ არა მრავალრევოლუციაგამოვლილმა „რუსთავი 2-მა“ უწყის, რომ სწორედ მუჰამედი მიდის მთასთან – ).

პრეზიდენტყოფილი, როგორც წესი, უხვსიტყვიანი იყო და ახალი ტერმინებითაც გაგვახარა (მაგალითად, „ქოცისტანით“), საკუთარ დამსახურებებზეც ვრცლად ისაუბრა, გაკვრით შეცდომებიც ახსენა, საკუთარი შეჭირვებული ყოფაც და პრეზიდენტის ფუნქციის უმწკივლოდ  შესრულებაზეც შეგვახსენა (ერთი ისაა, რომ ბებიასთან დაკავშირებული წიწილების ამბავი მაშინვე გაირკვა). უფრო მეტიც, სანდრო გირგვლიანის მკვლელებს მხეცებიც უწოდა. ზემოთქმული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შექსპირს თანამედროვეობაში იმდენად ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა, რომ თვით მისი ტრაგედიებიც კი დაიჩრდილა… 

скачать dle 11.3