„შასძლებს თავმჯდომარეობას“!
ინიციატივის მიმსალმებლები
ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის გააქტიურებამ ყოფილი თანაგუნდელების პროტესტიც გამოიწვია და აღშფოთებაც, თუმცა, მოგვიანებით, მათ ხელისუფლებას „ნდობის ჯგუფის“ შექმნის ინიციატივით მიმართეს, რომელმაც, მათი აზრით, მონიტორინგი უნდა გაუწიოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას.
თავის მხრივ, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მიესალმნენ. თუმცა შეთავაზება საკუთარი მოსაზრებებითაც გაამდიდრეს. კერძოდ, მათგან ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის ჯგუფი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და საერთაშორისო ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს.
მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომელთაც სწორედაც რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ხიბლავთ. სახელდობრ, „ლეიბორისტები“ მიესალმებიან ჯგუფის შექმნას, ოღონდ თავად მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ. იმავე გზას ადგანან „ახალი მემარჯვენეებიც“: საზოგადოებრივი კომისიის შექმნა მისაღებია, ოღონდ, ჩვენ გარეშეო.
აი, მაგალითად, სრულად იზიარებს „ნდობის ჯგუფში“ პოლიტიკური პარტიების გაერთიანების პათოსს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. მეორე მხრივ, რაც მთავარია, შეთავაზებას არ იზიარებს ხელისუფლება და ფიქრობს, რომ დამოუკიდებლადაც შეძლებს დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების გაცემას.
თუმცა, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის რეაქციებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ედპ-ა ერთადერთი, ვინც ფიქრობს, რომ „თავმჯდომარეობას“ ფრიად წარმატებით „შასძლებს“.