ღორის ხორცი მაკარონით
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი ღორის ფილე, 1 სადილის კოვზი ზეთი, 500 გრამი ბროკოლი, 300 გრამი სტაფილო, 300 გრამი მაკარონი, 500 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, პილპილი, მარილი და პიტნა – გემოვნებით.
მომზადების წესი: ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დააწყვეთ ხორცის ნაჭრები და 12-15 წუთის განმავლობაში შეწვით დაბალ ცეცხლზე. ბროკოლი ყვავილედებად დაანაწევრეთ. სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით. მაკარონი მარილიან მდუღარე წყალში მოხარშეთ. მოხარშვამდე 5 წუთით ადრე, მაკარონს დაუმატეთ ბროკოლი და შემდეგ გადაწურეთ. სტაფილო 500 მილილიტრ მდუღარე ბოსტნეულის ბულიონში ჩაყარეთ და 10 წუთი ხარშეთ. შემდეგ გააკეთეთ სტაფილოს პიურე ან ბლენდერით დააქუცმაცეთ. პიურე ადვილად რომ გაკეთდეს, დაუმატეთ არაჟანი და ცოტა ბულიონი. შეურიეთ მარილი და პილპილი. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი, თხლად დაჭერით. მზა სოუსი მოასხით მაკარონსა და ბროკოლს, შეურიეთ ხორცის ნაჭრები და მოაყარეთ პიტნა.