სამარხვო დესერტი
საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი, 2 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ჭიქა ფქვილი, 200 გრამი სამარხვო კარაქი, ნახევარი ფილა თეთრი სამარხვო შოკოლადი, 1 ფინჯანი სხვადასხვა დაჭრილი ხილი, ცუკატები – მოსართავად.
მომზადების წესი: 1/2 ჭიქა ქოქოსის ფანტელს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, ქოქოსის ნახარშში გახსენით შაქარი და ფქვილი, თან სულ ურიეთ. კარგად რომ შესქელდება, გათქვიფეთ მიქსერით და გააცივეთ. ცივ კრემს შეათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. კრემი ხილთან და დანარჩენ ქოქოსის ფანტელთან ერთად, გადაანაწილეთ ფიალებში, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი შოკოლადი და ცუკატები.