კატლეტი „გომელაური“
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ღორის (ან ქათმის) რბილი ხორცი, 200 გრამი ქამა სოკო, 100 გრამი მაგარი ყველი, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 3-4 ცალი კარტოფილი, 1 ცალი კვერცხი, ფქვილი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი, მაიონეზი – მოსართავად.
მომზადების წესი: ჯერ მოამზადეთ შიგთავსი. სოკო მოხარშეთ და დაჭერით ფირფიტებად. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ ზეთში შევარდისფერებამდე. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. კამა დაჭერით ძალიან წვრილად. ერთად მოათავსეთ ტაფაზე სოკო, ხახვი, ყველი, კამა, მარილი, შავი პილპილი და ამოურიეთ...
ხორცი დაჭერით ბრტყელ, მოზრდილ ნაჭრებად. ორივე მხრიდან კარგად დაბეგვეთ. წაუსვით მარილი და პილპილი.
ხორცის თითოეულ ნაჭერზე სათითაოდ მოათავსეთ სატენი, შეახვიეთ და მიეცით ოვალური ფორმა. მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ უმი კარტოფილი. კატლეტები სათითაოდ ამოგანგლეთ ფქვილში და ამოავლეთ გათქვეფილ კვერცხში, დააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაზე და ზემოდან ხელით გაანაწილეთ გახეხილი კარტოფილი. კარგად დააბრტყელეთ და შებრაწეთ ორივე მხრიდან. კარგად რომ შეწითლდება, ცეცხლს დაუკელით და ტაფა ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ ცეცხლზე. შეგიძლიათ, კატლეტები დაასრულოთ ცხელ აირღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მორთეთ მაიონეზით.