სპაგეტი „ფავორიტი“ ნოდიკო ტატიშვილისგან
ეს ჩემი ფავორიტი კერძია და არაერთხელ მომიმზადებია.
დაგჭირდებათ: 1 შეკვრა სპაგეტი „კარბორა“ (ან ნებისმიერი სხვა იტალიური სპაგეტი), ცოტა ზეითუნის ზეთი, 50 გრამი ლორი, 100 გრამი სოუსი „ბეშამელი“, პილპილი, მარილი, 1 ცალი კვერცხის გული, 100 გრამი გახეხილი ყველი.
მომზადების წესი: სპაგეტი მოხარშეთ ჩვეულებრივად და გადაწურეთ. 50 გრამი ლორი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში, დაასხით სოუსი „ბეშამელი“ და მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. კარგად რომ წამოდუღდება, დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი, 1 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული და ურიეთ 20-30 წამის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი (სასურველია „პარმეზანი“) და მზადაა.