ბადრიჯანი ცხარე სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ბადრიჯანი, ნახევარი კონა ოხრახუში, ნახევარი კონა ნორჩი კამა, ნახევარი კონა ნიახური და ნახევარი კონა ქონდარი, 1 ცალი ცხარე წიწაკა (პატარა ზომის), 2-3 კბილი ნიორი, 50 მილილიტრი ძმარი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 100 გრამი ნიგოზი, 2 სადილის კოვზი ნებისმიერი სოუსი, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: დაჭერით ბადრიჯანი თხელ ფირფიტებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და ცოტა გაწურეთ ხელით. შემდეგ დანამეთ ზეთით, ამოურიეთ და შეწვით ტაფაზე. ყველა მწვანილი ერთად დაჭერით ძალიან წვრილად. დანაყეთ ნიორი და ნიგოზი. წვრილად დაჭერით ცხარე წიწაკა (წინასწარ მოაშორეთ თესლები). ქილაში ჩაასხით ზეთი, თაფლი, ძმარი, სოუსი და კარგად შეანჯღრიეთ, ჩაუმატეთ მწვანილი და კარგად ამოურიეთ.
დააწყვეთ ბადრიჯანი ლანგარზე, მოასხით სოუსი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში 3 საათით მაინც.