ბოსტნეულის რაგუ
საჭირო ინგრედიენტები: 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1 ქილა დაკონსერვებული თეთრი ლობიო, 2 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, ცხარე წიწაკა, ზეთი, 3 ცალი ბულგარული წიწაკა, 300-400 გრამი სოკო, 2 ცალი სტაფილო, ნახევარი თავი კომბოსტო, ნახევარი კონა ნიახური (ძირიანად).
მომზადების წესი: გაცხელებულ ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ სოკოსთან ერთად. ნიახური დაჭერით მსხვილად, სტაფილო კი ძალიან წვრილ ჩხირებად, ჩაუმატეთ სოკოს და ერთად შუშეთ კიდევ 10 წუთი.
კომბოსტო დაჭერით გრძლად და წვრილად, მოაყარეთ ცოტა მარილი და ხელით ასრისეთ. ბულგარული და ცხარე წიწაკა დაჭერით ჩხირებად. კომბოსტო და ბულგარულიც ჩაუმატეთ სოკოს, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და შუშეთ მანამ, სანამ არ მომზადდება. ბოლოს უყავით ცოტა მარილი და შავი პილპილი, აურიეთ და სულ ბოლოს დაუმატეთ დაწურული ლობიო და დანაყილი ნიორი, შეგიძლიათ, მოაყაროთ ცოცხალი მწვანილიც – კამა ან ოხრახუში. ფანტასტიკურია!