ჟულიენი ბადრიჯნითა და ყაბაყით
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი, 1 ცალი ყაბაყი (დიდი ზომის), 1 თავი ხახვი, 300-400 მილილიტრი ნაღები (10-პროცენტიანი), 100 გრამი გახეხილი ყველი (თუ მარხვაზე ბრძანდებით, შეგიძლიათ, ნაღებისა და ყველის ნაცვლად სამარხვო მაიონეზი გამოიყენოთ), 1 კონა ოხრახუში, მშრალი ქონდარი, ზეთი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ყაბაყი და ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით წვრილ ჩხირებად. ხახვი –მომცრო კუბიკებად, მოშუშეთ ზეთში შევარდისფერებამდე, დაუმატეთ ბოსტნეული და შუშეთ კიდევ 10-15 წუთი, თან რამდენჯერმე ამოურიეთ. უყავით მარილი და შავი პილპილი. მოასხით ნაღები (ან მაიონეზი), დაუკელით ცეცხლს და შუშეთ შესქელებამდე, შემდეგ კი ჩაუმატეთ მშრალი ქონდარი. ჩაასხით ჟულიენი გამოსაცხობ ფორმებში. ბლენდერში დააქუცმაცეთ ყველი და მწვანილი. მოაყარეთ ეს ნარევი ჟულიენს და გამოაცხვეთ აირღუმელში ყველის გადნობამდე. მოგეწონებათ.