კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვითარდება ბახალას და ქეთა შათირიშვილის სიყვარულის ისტორია

 უკვე მეორე სეზონია რაც ქართული ტელესერიალების ისტორიაში სრულიად განსხვავებულ, უცნაურ და სახალისო სერიალს უყურებს ტელეკომპანია „ჯიდიესის” მაყურებელი. „პანიკის გარეშე” ფანტასტიკური სერიალია, სადაც ბაბუა ცოდვების გამოსასყიდად და განძის დასაბრუნებლად ბრუნდება ჯოჯოხეთიდან და შვილიშვილის „სწორ გზაზე” დაყენებასაც ცდილობს. შვილიშვილი, რომელსაც ბახალა ასახიერებს, ამ სეზონზეც განაგრძობს ჩვენი დამძიმებული ცხოვრების შემსუბუქებას. ამ სეზონზე სასიყვარულო ურთიერთობებიც მძაფრდება, პერსონაჟთან, რომელსაც ქეთა შათირიშვილი ასახიერებს. 

 

– მოდი, ცოტა ზოგადი თემით დავიწყოთ: რატომ არ უყურებენ კარგ და ხარისხიან თემებს ტელევიზორში და ინტერნეტში ახალი, ამერიკული სერიალების ახალი სერიების ყურებაში ათენებენ ღამეებს?

ბახალა: ამას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართულმა ტელევიზიამ გააფუჭა გემოვნება. ათწლეულების განმავლობაში ნაჩვენებმა ცუდმა გადაცემებმა და ცუდმა სერიალებმა, ისედაც ცუდ დღეში მყოფი ჩვენი მენტალიტეტი და გემოვნება საერთოდ მოშალა; პარალელურად – ეკლესიაც. მოკლედ, ბევრმა რამემ ერთად გააფუჭა მაყურებლის გემოვნება.

– ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ, უბრალოდ, ქვეყანასთან ერთად, ტელევიზიებსაც ძალიან უჭირდათ და იაფიან პროდუქტს ქმნიდნენ?

– მიზანმიმართულად. ხელისუფლებას არ სჭირდება კარგად განვითარებული, გემოვნებიანი მასა, რადგან ის მერე რთული სამართავი იქნება. ყველგან ხდება ეს, მაგრამ, მეტ-ნაკლებად. ჩვენი ტელევიზიებით კი მხოლოდ მდარე ხარისხის გადაცემებს აჩვენებენ. ახლა უკვე ისეთი სიტუაციაა, კარგს და ხარისხიანს რომ გააკეთებ, უბრალოდ, აღარ გყავს მაყურებელი. ახლა ყველა არხმა ერთდროულად თუ არ დაიწყო კარგი გადაცემების კეთება, ერთსა და ორს მაყურებელი არ ეყოლება. დღეს თითქმის ყველას აქვს საკაბელო ტელევიზია, აიეტი-შმაიეტი, მილიონი მაგარი არხითა და გადაცემით, მაგრამ, ყველა მაინც ქართულ არხებს უყურებს – ეზარებათ ტვინის განძრევა, რაც მარტივია და ძალიან ფერადია, იმას უყურებენ. 

– ყველაფერ ამის გამო, ალბათ, ძალიან ბევრი იფიქრეთ, სანამ დათანხმდებოდით სერიალში თამაშს.

ქეთა შათირიშვილი: დიახ, მე მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე, სერიალებში თამაშის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ისეთი დონის შემოთავაზებები იყო, რომ არ დავინტერესებულვარ. „ჯიდიესის” შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ, როგორი გემოვნება აქვთ, ამიტომაც ვენდე და არც ვნანობ. თან, რომ მითხრეს, ბახალა თამაშობსო, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე – ვმეგობრობთ, ვიცი მისი გემოვნება და, ვიცი, რომ ის ცუდს არ გააკეთებდა.

ბახალა: მეც ყოველთვის ვირიდებ თავს კომერციულ პროექტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი რაღაც ერთმანეთს დაემთხვა. მთელი წელი გაჩერებული ვიყავი, შემოსავლის წყარო საერთოდ არ მქონდა; თან, ეს იყო ჯგუფი, რომელსაც ვენდობი. მაინც მეგონა, რომ არ გამოვიდოდა, რადგან, ქართული და კარგი ჯერ არაფერი მინახავს. მეტ-ნაკლებად კარგია „ჩემი ცოლის დაქალები”, დანარჩენი, რაც აქამდე ყოფილა, არც ერთი არ გამართლებულა. ანუ, რისკზე წავედი. 

ქეთა: გარდა ამისა, ეს არ იყო უცხოურის ანალოგი, თავიდან ბოლომდე ქართული პროექტია. როდესაც სხვა ქვეყნის პროექტი გადმოგაქვს, ის ყოველთვის იწვევს შედარებებს, ძირითადად – ცუდს, რადგან, სხვისგან გადმოღებული და იმაზე კარგად გაკეთებული, ჯერ არაფერი მინახავს. 

– თან, ეს არ არის სტანდარტული სერიალი, ისეთი ჟანრობრივი მიქსია, რომ, ალბათ, უფრო მეტად აჩენდა რისკის მომენტს – გაამართლებდა თუ არა.

ბახალა: კი, ძალიან რთული გადასაღებია ასეთი ჟანრობრივი ნაზავი: ფანტასტიკა, იუმორი, დეტექტივი – მაგრამ, გამოვიდა. პირველ ყოვლისა, ის სცენარის ხარჯზეა ძალიან კარგი; მერე, კარგი ქასთი ანუ მსახიობების ჯგუფია, ტექნიკურადაც ყველაფერი კარგად კეთდება და ეს ყველაფერი ერთად ქმნის კარგ პროდუქტს. 

– პირველ სეზონზე და შენს გმირზე მომიყევი, ვინ არის, რა უნდა?

– ჩემი პერსონაჟი წარუმატებელი რეჟისორია, ალტერნატიული თაობის ტიპია, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი კარმა. ბაბუამისს ბევრი მძღ... აქვს ნაჭამი თავის დროზე და, იქიდან მოყოლებული, ვერ დაალაგა თავისი ცხოვრება. ბაბუას ჩადენილ ცოდვაზე შვილიშვილმა კბილი მოიტეხაო – აი, ეგ ბაზარია. ბაბუასაც პრობლემები აქვს ჯოჯოხეთში, ჩამოდის ამ კარმის გამოსასწორებლად და, თან, იცის განძის ადგილსამყოფელი და, უნდა, ეს განძიც იპოვოს.

– ალბათ, დიდი ჯგუფია წარუმატებელი რეჟისორების, მსახიობების, ზოგადად – ხელოვანების, ვინც დეპრესიაშია, სახლში ზის და არაფერს აკეთებს.

– ყველა პერსონაჟი სტერეოტიპებით კეთდება და სტერეოტიპულია ჩემი გმირიც. წელიწადში ორასი კაცი ამთავრებს თეატრალურს და ორიც კი არ მუშაობს. ქეთას პერსონაჟიც ძალიან სტერეოტიპულია – არის ახალგაზრდა, კობეინის ასაკის, მშობლებთან კონფლიქტში, არაფერი არ მოსწონს; თან, ეს მხოლოდ ასაკის ბრალიც არ არის – მამა ჰყავს გამო..ლევებული. ქართული  მენტალობის ტიპია, რომელიც ყველაფერს აფუჭებს, რომ ჯიბე გაისქელოს. ბაბუაჩემიც ძალიან სტერეოტიპულია. ყველა პერსონაჟი ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს.

– გჯერა კარმის?

– მე მჯერა, რომ შენი ყველა საქციელი სადღაც გროვდება და უკან გიბრუნდება. რამეს დააშავებ?! წინ აუცილებლად დაგხვდება. ზუსტად ესაა კარმა – რა ენერგიას გამოიმუშავებ. უნდა მოიქცე ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ; ყველაფერი აკეთო ისე, როგორც გინდა რომ წინ დაგხვდეს.

ქეთა: შენი საქციელი რომ ქმნის შენს ბედს, ამის მეც მჯერა. ის, რომ სადღაც ბაბუის გაკეთებული ცუდი ისე გიშლის ცხოვრებაში ხელს, რომ, რაც არ უნდა ეცადო, მაინც ყველაფერი ნეგატიურად მიდის შენს ცხოვრებაში – ამის არ მჯერა. შენ წყვეტ შენს ბედს, არა მგონია, დაწერილი ბედისწერა არსებობდეს. 

ბახალა: ბაბუაც ძალიან სტერეოტიპულია – კომუნისტების დროს, როცა ყველა ერთმანეთს „უშვებდა” და, მით უმეტეს, ისინი, ვინც ფოსტაში მუშაობდნენ. 

– არსებობს რამე გამოსავალი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც შენ ასახიერებ? დაამთავრეს, ფიქრობენ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან და აუცილებლად ვიღაცამ უნდა იპოვოს და აღმოაჩინოს, თვითონ კი სახლში ზის, სვამს და მოთქვამს, რომ არ გაუმართლა...

– არ ვიცი, ლოცვები უნდა გააძლიეროს (იცინის). საკუთარ თავზე უნდა იმუშაო, არ უნდა გაჩერდე. შრომა არ იკარგება – რაღაცას თუ აკეთებ, შედეგი აუცილებლად მოვა.

ქეთა: აი, რატომ ხდება, რომ მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, პროვინციელი ტიპები გაცილებით მეტს აღწევენ! მათ აქვთ რაღაც ჟინი, დიდი სურვილი და მიზნისკენ სწორხაზოვანი სიარული...

ბახალა: ინფანტილურად სჯერათ ოცნებების ახდენის და ეს რწმენა იმდენად დიდია, ისეთი შრომისმოყვარეები არიან, რომ ახერხებენ ოცნების ახდენას. იჯერებ რაღაცას და ჯაჭვურად აკეთებ ყველაფერს მხოლოდ ამ დაჯერებულის გზაზე.

– თბილისია მათი „ამერიკული ოცნება”?

– რა თქმა უნდა. „ჩავალ თბილისში და მაყუთს მოვახტებიო,” – იტყვიან და ამას მართლა აკეთებენ. ადრე ერთი ხუთი ბიჭი ჩამოვიდა რუსთავიდან. ყველამ რაღაცა გააკეთა, ერთი ძალიან მაგარი გრაფიკოსია, ძირითადად ევროპაში და ამერიკაში მუშაობენ. ძალიან უცნაურად იყვნენ მომართულები. ალბათ, იმ გარემოში რომ იბადები და იმ რეალობიდან გინდა გაღწევა, ძალიან ბევრს შრომობ ამისთვის. მაგრამ, ბევრი მართლა ისეთია, რომ იქ უნდა დარჩეს, არასდროს არ უნდა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ტიპები ჩამოდიან, ტაქსიზე სხდებიან და ქუჩების გაგებაში არ არიან, ამიტომ, ფულსაც ვერ აკეთებენ. რომ ვეუბნები, აეროპორტში ხუთ ლარად გამიყვან-მეთქი? დავაი, დაჯექიო მეუბნება, – აზრზე არ არის, რამსიშორესაა და ხომ არ ზარალობს. იმის მაგივრად, რომ ფული გააკეთონ, ზარალობენ. არ იციან და იმას ჰკიდებენ ხელს, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ.

– მეორე სეზონი როგორი იქნება?

– პირველი ორი სერია უკვე გადავიღეთ. 

ქეთა: მეორე სეზონში ჩვენი სიყვარული ვითარდება და ვითარდება. დიდი „ლავ სთორი” არ გვაქვს, მაგრამ, ფეხს იდგამს ამავდროულად, აქტიურდება განძის თემაც და იწყება მისი ძებნა.

ბახალა: თუმცა, ჩემს პერსონაჟს ეს განძი „ჰკიდია,” რადგან, ადამიანი ნახა, ვისთან ერთადაც თავს კარგად გრძნობს და არ სჭირდება არც განძი და არც არაფერი ბედნიერებისთვის. მაგრამ, ნელ-ნელა ამ შეყვარებულთანაც უფუჭდება ურთიერთობა იმიტომ რომ, ძალიან გულწრფელია მასთან... მოკლედ, დიდი ამბებია. 

– განძი არ გიძებნია ბავშვობაში?

– არა. ფილმებში ვეძებდი ხოლმე განძს სხვებთან ერთად. 

– იუმორზეც მითხარი შენი აზრი.

– ძაან ტრაკში ვართ. რა გადაცემებიც არის, ისეთი იუმორია. შეიძლება, რომ, უბრალოდ, დიალექტით ნათქვამმა წინადადებამ შოკში ჩაგაგდოს, ისე იცინო?! ახლა თითქოს ნელ-ნელა იძვრება რაღაცეები ადგილიდან. „ჯეოსელმა” დაიწყო ილო ბეროშვილის სერიები, ძალიან კარგია. ჩვენთანაც, სხვა რაღაცეებთან შედარებით, ძალიან ჯანმრთელი იუმორია. თუ ნელ-ნელა ეს პატარ-პატარა რაღაცეები არ ჩავაწვეთეთ, გულისამრევად გვაქვს საქმე. მტკივა და განვიცდი, ჩემი ძმისშვილი რომ დაჯდება და ისეთ რაღაცეებზე იცინის, რაც ყველაფერია, იუმორის გარდა. 

 

скачать dle 11.3