კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

ერთხელ ნიაზ დიასამიძე ბიჭებთან ერთად ქუჩაში იდგა. უცბად შორიახლოს გაჩერებული ნაცნობი ტაქსისტი დაინახა.

– თავისუფალი ხარ? – მიუახლოვდა ნიაზი მოწყენილ ტაქსისტს.

– კი, ნიაზ-ჯან, – გამოცოცხლდა მძღოლი.

– არსად გეჩქარება? – დააზუსტა ნიაზმა კიდევ ერთხელ.

– არა, არა, – ხელები გაასავსავა კმაყოფილმა ტაქსისტმა.

– გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ... – უთხრა ნიაზმა (მაშინდელ ტაქსის მანქანას კარზე, ეგრეთ წოდებული, „ჭადრაკის დაფა“ ჰქონდა მიხატული).

***

ერთგან შეყრილიყვნენ ყმაწვილები და სწუხდნენ:

– რა გვეშველება, რომ ჩვენში შრომა ყველას სძულს და მუშა არავის გვყავს, განსაკუთრებით ქართველ ქალებშიო?

– ეგ ძალიან ტყუილიაო, სთქვა აკაკიმ: ვერა ჰხედავთ, რამოდენა კურტან-ტიურნირები დააქვთ ჩვენს ქალებს? მუშები არიან, აბა, რა არიანო?

***

ერთი მელოტი კაცი ამბობდა: ახლანდელ ყმაწვილების ყოფაქცევას რომ კაცმა უყუროს, თავზე თმა აუდგებაო!..

– გეტყობა, ბევრი გიყურებიათ, რომ თქვენი თმა არა თუ ამდგარა, არ დამდგარა და კიდეც გადაკარგულა ცხრა მთას იქითო, – მიუგო აკაკიმ.

***

1048 წელს კარინისის ბრძოლაში თურქ-სელჯუკებმა დაამარცხეს ბიზანტიელთა, სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი. მომხდურებს ტყვედ ჩაუვარდათ განთქმული ქართველი სარდალი, კლდეკარის ერისთავი – ლიპარიტ ბაღვაში. სელჯუკთა სულთანმა თოღრულ-ბეგმა მისი გამაჰმადიანება და გადაბირება მოინდომა. ბაღვაში სულთანს წარუდგინეს. 

– არ შევასრულებ შენს ბრძანებას. თუ ვაჭარი ხარ, გამყიდე, თუ მტარვალი – მომკალი და თუ მეფე ხარ, გამისტუმრე ჩემს ქვეყანაში და მეფურად დამასაჩუქრეო.

სომეხი ისტორიკოსის, ვარდანის სიტყვებით, სულთანი განაცვიფრა ლიპარიტის სიმამაცემ.

– მე არა ვვაჭრობ შენისთანა ძლევამოსილი და სახელოვანი კაცებით, არც შენი სისხლით ხელის შესვრა მიმაჩნია პატიოსნებად. მე ვარ მეფე და მეფურად განმიტევებიხარ, – უთხრა ტყვე ერისთავს და დიდად დასაჩუქრებული გაისტუმრა სამშობლოში.

скачать dle 11.3