ანეკდოტები
– ბავშვებო, არ იზარმაცოთ, ისწავლეთ 9-10-იანებზე, მოეწყვეთ ინსტიტუტში მოთხოვნადი პროფესიის ფაკულტეტზე, აიღეთ წითელი დიპლომი… და თქვენი კლასის სამოსანი, რომელიც გაკვეთილებს აცდენდა და ცუდადაც იქცეოდა, სიამოვნებით მიგიღებთ სამსახურში, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.
***
არაყი – საოცარი სასმელია, გემო თითქმის ერთნაირია, მაგრამ თავგადასავლები... სულ სხვადასხვა.
***
ფსიქოლოგთან ქალი მივიდა.
– ექიმო, პრობლემა მაქვს... ვერავის უარს ვერ ვეუბნები და შემდეგ ვიტანჯები – თავს უწესო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად ვგრძნობ, ცოდვილად…
– კარგი, მე ახლა ჰიპნოზს გაგიკეთებთ, ტრანსში შეხვალთ და როდესაც გამოხვალთ, შეგეძლებათ უარი უთხრათ…
– არა, არა... რა საჭიროა უარი... უბრალოდ, ისე გააკეთეთ, რომ უწესო, ცუდი ყოფაქცევის ქალად და ცოდვილად არ ვიგრძნო თავი.
***
– ადრე ქალის გამო მამაკაცები ერთმანეთს დუელში იწვევდნენ და კლავდნენ კიდეც...
– ეჰ, სადღა არიან ახლა ასეთი ქალები...
***
ქმარმა გამაფრთხილა, რომ დღეს დამსჯის. შევვარდი აბაზანაში, ვიბანავე, შევედი საძინებელში, ჩავიცვი ფრთხილად დაკეცილი პენუარი და ველოდები. აი, ისიც შემოდის...
– აი, გამოვრთე ინტერნეტი... მორჩა, შენი სერიალები...
***
– კარტოფილზე გავგზავნე და... მანქანამ დაარტყა...
– საშინელებაა! და ახლა რას აპირებ?
– რა ვიცი, ბრინჯს მოვხარშავ.
***
– აბა, თუ გამოიცნობ: ძინ-ძინ, მიაუ-მიაუ... რა არის?
– ტრამვაი კატას დაეჯახა.
– ძინ-ძინ, ჰამ-ჰამ...
– ტრამვაი ძაღლს დაეჯახა...
– არა, დედა სამსახურიდან მოვიდა...
***
ორი მაწანწალა ქუჩაში, ბორდიურზე ზის.
– ქვეყანაში კრიზისია... – ამბობს ერთი.
– ეგ რას ნიშნავს?
– შენ ოლიგარქი ნაცნობი გყავს?
– არა.
– ჰოდა, გეყოლება.
***
დაიმახსოვრე: არანაირი აგრესია: დარტყმა და მაშინვე ღიმილი!
***
– როდის იქნება საქართველოში განათლება მაღალ დონეზე?
– როცა ლექტორები ინსტუტებში „მერსედესებით“ მივლენ და სტუდენტები – „მარშრუტკებით“.
***
უკვე თენდება, დილის ხუთის ნახევარია... ზარი ტელეფონზე:
– შენც გღვიძავს?!
***
ადრე აიღებდი გაზეთს და მორჩა, შედიოდი... ახლა იღებ „აიპადს,” „ნოუთბუქს,” ორ „მობილურს” და ისე შედიხარ... ტუალეტში...
***
200 გრამი კონიაკი ან ვისკი, თუნდაც არაყი და გაჩვენებთ, როგორ იბადება ფილოსოფია...
***
ნამდვილი გრძნობა ზამთარში იბადება: თუ ის მოგეწონათ სქელ ქურთუკში შეფუთნული, კაშნეში თავჩარგული, წითელი ცხვირით... ესე იგი, სიყვარულია!