ბრძნული აზრები
დემოკრიტე: კაცი ღრმა აზროვნებას უნდა ესწრაფოდეს და არა ღრმა ცოდნას.
კლოპშტოკი: ვისაც საკუთარი შეხედულება არა აქვს და დამოკიდებულია სხვების შეხედულებებსა და გემოვნებაზე, ის – მონაა.
კანტი: ადამიანის მორალური აღზრდა უნდა დაიწყოს აზროვნების წყობის გარდაქმნით და ხასიათის შექმნით.
ჩენინგი: ბავშვის აღზრდას უფრო გამჭოლი აზროვნება და ღრმა სიბრძნე სჭირდება, ვიდრე სახელმწიფოს მართვას.
ფროსტი: ღარიბებს ბევრი ბავშვი ჰყავთ, მდიდრებს კი – ბევრი ნათესავი.
სენეკა: იმაზე ურცხვი სანახავი არაფერია, როცა მოხუცს თავისი ასაკის დასამტკიცებლად მხოლოდ წლების შემოთავაზება შეუძლია.
ნალბანდიანი: სინდისისა და აზრის თავისუფლების გარეშე, განათლება არ არსებობს.
ბეალო: ერიდეთ საღი აზრის წინააღმდეგ ხუმრობას!
ვოვენარგი: დიდი აზრები გულიდან მომდინარეობენ.
ცვაიგი: მძიმე სენისგან ისე ვერ განიკურნები, რომ კვლავ ძველ ადამიანად დარჩე.
კამიუ: ერთნი შექმნილები არიან სიყვარულისთვის, მეორენი – იმისთვის, რომ იცხოვრონ.
პითაგორა სამოსელი: განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს და არც უნდა იმოქმედოს.
ტოლსტოი: სიამაყე ადვილად გადადის სიმკაცრეში.
ბუასტი: საკუთარი თავის კარგად ცოდნა სიამაყისგან ათავისუფლებს.
ფრანკლინი: ამაყები ვერაფრით იტანენ სხვის სიამაყეს.
ჰეიზე: დილეტანტი ის კურიოზული ადამიანია, რომელიც სიამოვნებას იმ საქმისგან იღებს, რომლის კეთებაც არ იცის.
კონფუცი: ადრე მე ვისმენდი ადამიანების სიტყვის და მჯეროდა მათი საქმეების. ახლა ვისმენ მათ სიტყვას და ვაკვირდები მათ საქმეებს.
კომენსკი: ადამიანურ საქმეებში ის კი ვერ ერკვევა კარგად, ვინც დიდხანს იცხოვრა, არამედ ის, ვინც დიდხანს აკვირდებოდა.
ნაპოლეონი: შეიძლება, შეჩერდე მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.
შარდენი: ცხოვრება ყველაზე მეტად იმიტომ მიზიდავს, რომ ვმონაწილეობ ისეთ საქმეში და უფრო ხანგრძლივ რეალობაში, ვიდრე თვითონ ვარ.
კანეტი: ჭკვიანურია ის პასუხი, რომელიც კითხვას არ ბადებს.
ლაროშფუკო: თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ ჩაუდენია უგუნურება, ის ისეთი ბრძენი არ არის, როგორც გვეჩვენება.
სკოტი: კაცს გაუზრდელობასა და უზნეობას უფრო ადვილად აპატიებენ, ვიდრე რაღაც უბადრუკი, მოდური ეტიკეტის დარღვევას.
არენდტი: ადამიანის უფლებების დაკარგვა, მაშინვე ემთხვევა პიროვნების ბიოლოგიურ ერთეულად გარდაქმნას.
კესტნერი: ქალი ვერასოდეს ხედავს იმას, რასაც მამაკაცი მისთვის აკეთებს, მაგრამ მშვენივრად აცნობიერებს, რასაც არ აკეთებს.
მელიხანი: არც ისე ცუდია, როცა ქმარს ცოლისგან ერთი რამ უნდა, ცუდია, როცა არაფერი უნდა.