კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან ქრონიკული უიღბლობა და აქვს თუ არა ყველას თავისი ვარსკვლავი

ამბობენ, თუ ადამიანი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა, მას წარმატებები და იღბალი თან დაჰყვება და ფორტუნაც მუდამ მის მხარესააო. თუმცა, როგორც ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, წარმატების კოდს ყველა თავად ქმნის და ამისთვის, ელემენტარული წესების გათვალისწინებაა საჭირო. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში უიღბლო პერიოდი დგას, ხშირად უჩივით უფულობას, ბედს და დაღმავლობას განიცდით, მაშინ ამ ინტერვიუს წაკითხვის და ასტროლოგიური, ელემენტარული რჩვების გათვალისწინებით, თავადვე შეძლებთ საკუთარი ბედი უკეთესობისკენ შეცვალოთ.

 

დავით ბუტიკაშვილი: ყველა ადამიანისთვის კონკრეტულ წელიწადში, ერთი, კონკრეტული დღე არსებობს, როცა შესაძლებელია წარმატებას ადვილად მიაღწიოს, სურვილი აისრულოს, ბედი უკეთესობისკენ შეცვალოს, ლატარიაში დიდი თანხა მოიგოს და ასე შემდეგ. 

– როგორ მივხვდეთ ეს კონკრეტული იღბლიანი დღე როდის დგება ჩვენთვის?

– მოკლედ, არსებობს პლანეტოროიდი ქირონი, რომლის ასპექტები, კონკრეტული ადამიანის ჰოროსკოპში, სწორედ მის იმ დღეზე მიუთითებს, როცა შესაძლებელია ბედის წარმატებით განვითარება. ამიტომ, იმის ზეპირად თქმა, ვისთვის როდის დგება ეს ზეიღბლიანი დღე, შეუძლებელია, თუ არ შევადგინეთ მისი პირადი ჰოროსკოპი. ყბადარებული უიღბლო ადამიანები სამყაროში არ არსებობენ. რასაკვირველია, ასეთი უიღბლო, პრობლემური დღეებიც დგება, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ და ამ პერიოდშიც კი იღბლიანობის გასაღები უნდა ეძებოთ. ეს გასაღები კი, თქვენს ჰოროსკოპში დევს. 

– როცა ადამიანის ცხოვრებაში წლების განმავლობაში დგას უიღბლო პერიოდი, არის თუ არა ეს, ადამიანის კოსმიური დასჯა?

– თუ ადამიანის ცხოვრებაში წლები გრძელდება უიღბლო პერიოდი, ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა შეცვალოს ცხოვრებისადმი მიდგომა. რაც შეეხება კოსმიურ დასჯას, ეს უიღბლობასთან არანაირ კავშირში არ არის. ნებისმიერი პრობლემა და სიძნელე, რაც ადამიანს ექმნება, უნდა აღიქვას როგორც ცხოვრების მკაცრი მასწავლებელი. თუ არ ებრძვით სიძნელეს და მას გაურბიხართ, მაშინ არაფერი გამოვა და უარესად უიღბლო გახდებით. არსებობს პლანეტა სატურნი, რომელსაც ასტროლოგები დამსჯელ პლანეტას უწოდებენ. მე კი, მას მკაცრ მასწავლებლად მივიჩნევ. ნებისმიერ ადამიანს აქვს ის ჰოროსკოპში და დგება პერიოდები, როცა მისი წყალობით მეტი პრობლემა და წინაღობა გვხვდება. თუმცა, ამის გამო დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ, რადგან დაღმავალს, აუცილებლად აღმავალი პერიოდი მოსდევს. და, ეს ყველაფერი დროებითია. ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვს, უიღბლო ვარსკვლავი კი არ არსებობს, ყველა იღბლიანია. ვინც მუდმივად წუწუნებს, რომ ის უიღბლოა და ბედი არ სწყალობს, ამაში საკუთარ თავს არწმუნებს და იღბალს ნურც ელის.  წარმატებაზე მოტივაციაა, როცა ადამიანი ამბობს კარგად ვარ და ბედს არ ვუჩივიო. მთავარია, ცხოვრებისადმი მიდგომა. დიახ, ადამიანები შესაძლოა, შრომობენ, წვალობენ, მაგრამ შინაგანად, იგივე მიდგომა აქვთ ცხოვრებისადმი, რაც წლების წინ ჰქონდათ. ხელიდან არ უნდა გაუშვათ წარმატებების მომტანი შანსები, რომელიც თქვენს გარშემოა. ამიტომ ვამბობ, არ უნდა დანებდეთ უიღბლობას, წარუმატებლობას და წინაღობებს, იბრძოლეთ და შეცვალეთ ის იღბლიანად. დედამიწაზე ყველაფერს აქვს თავისი ხასიათი და ყველა დაღმართს მოჰყვება აღმართი. ამიტომ, თუ დაღმასვლის გზაზე ხართ, დროებითია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტია და თუ დაძლევთ, აღმასვლა გარდაუვალია. დამიჯერეთ, არ არსებობს იდეალურად იღბლიანი და განწირულად უიღბლო ადამიანი დედამიწაზე. ყველას ჰოროსკოპში არის მთავარი მმართველი პლანეტა. ასტროლოგიაში ამ პლანეტას ალმუტერს უწოდებენ. ის ყველაზე ძირითადი პლანეტაა, რომელიც კონკრეტული ადამიანის ბედს განაგებს და მისი ასპექტები, მოძრაობა განაპირობებს წარმატებული თუ პირიქით, უიღბლო იქნება ესა თუ ის წელიწადი თქვენთვის. მთავარია, ადამიანმა გააკეთოს არჩევანი და ის გაამართლებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, დროის რომელ მონაკვეთში გაკეთდა ის. 

– გასაგებია, რომ  ეს ინდივიდუალურად ხდება, მაგრამ თუ არსებობს ზოგადი პროგნოზი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება კონკრეტული სტიქიის გაძლიერებით, წარმატების ადვილად მოპოვებაში, სიძნელეების დაძლევასა და ბედის გახსნაში?

– დიახ, არსებობს და გასწავლით, რომელი სტიქიის გაძლიერებით, როგორ გამოიწვიოთ თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები. აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, კონკრეტულ წელს კონკრეტული ცხოველის სიმბოლო აღნიშნავს. ასე რომ, ხარის, გველისა და მამლის წელში დაბადებულებისთვის იღბლიანი სტიქიაა წყალი. გააძლიერეთ კონტაქტი წყალთან, ხშირად დაისვენეთ ზღვაზე, მიიღეთ აბაზანები, ონკანიდან გამდინარე წყალს შეუშვირეთ ხელი და თან, იჩურჩულეთ თქვენი სურვილები და ოცნებები. წყალი, როგორც სტიქია, აძლიერებს იღბლიანობის ფაქტორს ამ წლებში დაბადებულების ცხოვრებაში. ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელში დაბადებულების იღბლიანობას აძლიერებს ლითონი. ამიტომ, ატარეთ ლითონის სამკაულები და აქსესუარები. კატის, ცხვრისა და ტახის წელს დაბადებული ადამიანების იღბლიანობაზე დადებით გავლენას ახდენს ცეცხლის სტიქია. ამიტომ, ხშირად დაანთეთ სანთელი და უყურეთ ცეცხლის ალს. დრაკონის, მაიმუნისა და ვირთხის წელში დაბადებულთათვის კი იღბლიანობის  და წარმატების მომატანია ხის სტიქია. ამიტომ, კაბინეტში, საცხოვრებელში თუ სამსახურში გქონდეთ ბევრი მცენარე და ატარეთ ხის სამკაულები. ასევე, ყველა ზოდიაქოს ნიშანს ცალ-ცალკე, აქვს კონკრეტული მიდგომა ცხოვრებისადმი, რომელიც იღბლიანობის კალაპოტში დაგაბრუნებთ.

– და, ამის გათვალისწინებით, როგორ შევძლოთ, აღმოვაჩინოთ იღბლიანობის შესაძლებლობები ჩვენს ირგვლივ?

– რადგან ამდენი ვისაუბრე, ამასაც გაგანდობთ (იცინის). მაგალითად, ევროპული ზოდიაქოს მიხედვით, არსებობს წესები, რომელიც იღბლიანობის ზომაში მოგახვედრებთ: ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის იღბალის მომტანია ცხოვრების უფრო მეტად შეყვარება და მხიარული პოზიციის დაკავება. კუროებმა თავისი იღბლიანობა უნდა გააძლიერონ პროფესიონალიზმის დახვეწით და მუდმივი ქველმოქმედებით. ტყუპების იღბლიანობას განაპირობებს მეტი კომუნიკაცია და ურთიერთობებში საერთო ენის გამონახვის პოზიცია. კირჩხიბებმა უნდა იფიქრონ დადებითი ემოციის გაცემაზე და იღბალიც მეტად დააფასებს მათ. ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულების იღბლიანობას განაპირობებს ოპტიმიზმის გაძლიერება გარშემო მყოფებში, ასევე, რაც შეიძლება, მეტი კონტაქტი რელიგიასთან. ქალწული იღბალს ეწევა, თუ არ დაიშურებს რჩევებს და არა კრიტიკას გარშემო მყოფებისთვის. სასწორებს კი უშუალო და მეგობრული ურთიერთობები, გამიზნული, კონკრეტული ოცნებები მიიყვანს იღბლის კოდის გახსნამდე. მორიელს სენტიმენტალური, მზრუნველი ადამიანის პოზიცია უფრო იღბლიანს ხდის. მშვილდოსნებმა კი დომინანტი, წამყვანი ადამიანის პოზიცია უნდა დაიჭირონ და არ გაექცნენ ცხოვრებისეულ პასუხისმგებლობებს. თხის რქისთვის იღბალი ფულის სიყვარულს მოაქვს. ამიტომ, ყოველი ნაბიჯი შეაფასეთ ლარებსა თუ დოლარებში, შეიძინეთ ყულაბა, გახსენით ანგარიში, დააგროვეთ ფული და ეს იღბლიანობას შეგმატებთ. მერწყულებისთვის იღბალი მოაქვს ინფორმაციას და კომუნიკაციას, ამიტომ ბევრი იკითხეთ და მოიპოვეთ რაც შეიძლება ახალი ინფორმაციები. თევზებისთვის კი აუცილებელია დაძლიონ შიში, რათა უფრო იღბლიანები გახდნენ, გაეხსნათ ბედის ჩაკეტილი კოდი. მიენდეთ გარემოებებს და იცურეთ დინების მიმართულებით, ნურაფერს შეეწინააღმდეგებით. ისწავლეთ ადამიანებისადმი მზრუნველობა და მეტად გამოხატეთ ემოციები. 

– ბავშვობაში მეუბნებოდნენ, უყურე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თუ ვარსკვლავი მოწყდა, რაიმე ჩაიფიქრე, მოასწარი და ის აუცილებლად აგისრულდებაო. ეს რეალობასთან ახლოსაა?

– როცა ვარსკვლავი წყდება ცას და ადამიანი რაიმეს ჩაფიქრებას მოასწრებს, დიდი შანსია, ის აუხდეს. ამ დროს, იცით, რა ხდება? ვარსკვლავი კი არ წყდება ცას, არამედ, დედამიწას ახლოს ჩაუქროლებს კომეტა და ამ დროს ასტრალურ სივრცეში ხდება „შეშფოთება”. ანუ, რაღაც ენერგია მოდის სწრაფად, თქვენ კი ამ ენერგიას ატანთ თქვენს სურვილს. სამყაროში კი უკვალოთ არაფერი იკარგება და ის აუცილებლად განხორციელდება. ამიტომ, ხშირად უყურეთ ცას და თუ ვარსკვლავი მოწყდა, სასწრაფოთ ჩაიფიქრეთ რაიმე. 

 

скачать dle 11.3