კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მაინტერესებს, ავტომობილის შეძენისას როგორ უნდა შევამოწმო ის გამართულობაზე? არ ვარ პროფესიონალი და, მეშინია, შეცდომაში არ შემიყვანონ. შევძლებ თუ არა ამას საკუთარი ძალებით?

პასუხი: მთავარია, შემოწმება არ დაიწყოთ ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში, რადგან, იქ სხვა რამეები მიიქცევს თქვენს ყურადღებას. შედარებით განიერი და მშვიდი ტერიოტორია აირჩიეთ და იქ მიდით მანქანით. შემოწმებას იწყებთ ძრავით. ახადეთ კაპოტი, ავტომობილი დაქოქეთ და ძრავას ხმას მოუსმინეთ. იქ ზედმეტი არაფერი უნდა ისმოდეს. თუ ძრავას ხმას ოდნავ წიკწიკის ხმა დაჰყვება (საათივით წიკწიკს არ ვგულისხმობ, უფრო ხმამაღლა), ეს ნიშნავს, რომ ძრავას სარქველები გაღუნულია და უნდა გასწორდეს. მართალია, ყველა ძრავას განსაკუთრებული, თავისებური ხმა აქვს, მაგრამ, ის აუცილებლად მონოტონურად, ერთ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. რაც შეეხება სავალ ნაწილს, უსწორმასწორო გზაზე გადადით და ნახეთ, რამე ხომ არ კაკუნობს, ავტომობილი ძალიან უხეშად ხომ არ დადის. თხრილზე ის ძალიან რბილად უნდა გადავიდეს – ეს ნიშნავს, რომ სავალი ნაწილი ნორმალურია. თუ ამორტიზატორებს პრობლემა აქვს, თხრილზე გადასვლისას სალონში ძალიან დიდი რყევა იქნება. 

კითხვა: მყავს 2006 წელს გამოშვებული „ტოიოტა რავ-4,” ამერიკული, 2.4 ბენზინის  ძრავით. მაინტერესებს, რომელი ბენზინია ამ ავტომობილისთვის რეკომენდებული და, ზოგადად, რა არის ამ მანქანის სუსტი და ძლიერი მხარეები. მანქანა ცალხიდიანია.

პასუხი: ამ ავტომობილისთვის ოპტიმალურია „პრემიუმ” საწვავის ჩასხმა – ამ საწვავზეა „ჯიპი” გათვლილი. შეგიძლიათ, „რეგულარიც” ჩაასხათ, მაგრამ, იმისთვის, რომ დიდხანს, გამართულად და ეკონომიურად იმუშაოს, გირჩევთ, „პრემიუმ” საწვავი მოიხმაროთ. ამ ავტომობილის სუსტი მხარე ისაა, რომ არის კომფორტული მსუბუქი მანქანა და არა „ჯიპი”, ანუ, „ჯიპის” ფუნქციებს ვერ შეასრულებს. საქართველოს პირობებში კარგია იმ შემთხვევაში, თუ უგზოობაში, თოვლსა და ტალახიან გზაზე არ გვიწევს სიარული და „ჯიპის” ფუნქცით მისი გამოყენება. ზოგადად, წინა წამყვანი, როგორც თქვენ უწოდებთ – ცალხიდიანი, უფრო ეკონომიურია თავის თანატოლებთან შედარებით, რადგან, ძრავას ნაკლები ენერგიის ხარჯვა უწევს და ეს მანქანა ამ მიზნით არის გაკეთებული. 

კითხვა: შევიძინე „ლექსუს ჯი-იქს 470”. მაინტერესებს, როგორ დავაყენო მასზე გაზის აპარატურა ისე, რომ უკანა რიგის სკამები არ გაუქმდეს. ასევე, მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხო იქნება აპარატურის ასეთი მონტაჟი და რომელი ფირმის ან რა ტიპის ბალონებია ყველაზე საიმედო?

პასუხი: გაზის აპარატურის მონტაჟის ბევრი ხერხი არსებობს და, თან, სულ უფრო და უფრო დახვეწილი. მაგრამ, ჯობია, გამოცდილ პროფესიონალს ენდოთ. ჩემი რჩევა იქნება, ორიდან ერთ-ერთი აირჩიოთ: „სუბარუს” ცენტრი ნუცუბიძის პლატოზე და „თეგეტა მოტორსი”. უსაფრთხო და კარგი ინსტალაციის გარდა, მნიშვნელოვანია სწორი პროგრამის ჩაწერა და კარგად დარეგულირება, რათა მან გამართულად, პრობლემების გარეშე იმუშაოს.  

 

скачать dle 11.3