კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული ძაღლის დაბანა?

პასუხი: ძაღლის დაბანას თავისი წესები აქვს. დაბანის სიხშირე დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. ესენია: ჯიში, ბეწვის ტიპი, შენახვის პირობები და, ასევე, თუ რა სიხშირით ვჭრით ბეწვს. ნორმალურად ითვლება, თუ ცხოველს ვაბანავებთ წელიწადში 2-ჯერ, მაგრამ, დასაშვებია, ასევე, 3-4 ჯერ დაბანაც. დიდი მნიშვნელობა აქვს დასაბანი საშუალებების შერჩევას, რადგან, ძაღლის კანის სტრუქტურა სრულიად განსხვავებული და უფრო სუსტია ვიდრე ადამიანის –  ის ადვილად შრება და ამის გამო  ვითარდება ანთებითი პროცესები. ძაღლის კანი არ შეიცავს საოფლე ჯირკვლებს და, შესაბამისად, გამოშრობის შემთხვევაში, კარგავს დამცავ ფუნქციას. ამიტომ, ყოვლად დაუშვებელია ძაღლის დასაბანად ადამიანის შამპუნის გამოყებება. უნდა გამოვიყენოთ სპეციალური შამპუნები და დასაბანი საშუალებები, რომლებიც გათვლილია სპეციალურად ძაღლებისთვის და ითვალისწინებს მათი ბეწვისა და კანის სტრუქტურას, არ აშრობს მას და იცავს დაზიანებისაგან. 

კითხვა: მყავს 2 წლის კოკერ-სპანიელი, რომელმაც ბოლო დროს ზრდა შეწყვიტა. ეს ნორმალურია ამ ასაკში თუ რამე პრობლემასთან გვაქვს საქმე?

პასუხი: კოკერ-სპანიელი განეკუთვნება იმ ძაღლების ჯგუფს, რომლებიც ზრდას ამთავრებენ 12-15 თვის ასაკში, ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის თუ თქვენმა ძაღლმა ზრდა 2 წლის ასაკში შეწყვიტა. გასათვალისწინებელია, ასევე, ის გარემოება, თუ რა დონეზეა თქვენი ძაღლი გაზრდილი და ჩამოყალიბებული. ამის დასადგენად, უმჯობესია, ვეტერინართან მიიყვანოთ, რომელიც შეაფასებს თქვენი ძაღლის განვითარების დონეს ჯიშის სტანდარტის შესაბამისობის გათვალისწინებით. 

კითხვა: შეიძლება დეკორატიული ჯიშის ძაღლი აგრესული იყოს? ჩემი ძაღლი ბოლო დროს, რატომღაც, გაავდა.

პასუხი: დეკორატიული ძაღლი, თუ კარგად აღზრდილია, არ გახდება აგრესიული. თუმცა, არა მხოლოდ თვითონ უნდა იყოს სწორად აღზრდილი, არამედ, მას აუცილებლად სწორად აღზრდილი მშობლები უნდა ჰყავდეს. ამიტომ, შეძენა მხოლოდ იმ ძაღლთასშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს და პროფესიონალი მომშენებელია. თუ ლეკვს გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ, სერიოზულ კინოლოგებს.

კითხვა: უკვე 4 წელია, სახლში გვყავს კატა,  ახლა კი გვინდა ძაღლიც მოვიყვანოთ. მაინტერესებს, შეცდომას ხომ არ ვუშვებთ, ანუ, შეიძლება თუ არა, რომ კატამ და ძაღლმა ერთ ჭერქვეშ მშვიდობიანად იცხოვრონ?

პასუხი: კატა და ძაღლი გარეთ ერთმანეთს ერჩიან, მაგრამ ლეკვებს, რომლებიც სახლში კატებთან ერთად იზრდებიან, შემდგომში უყალიბდება კატების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და მათ მიმართ აგრესიას არ ავლენენ. მაგალითისთვის ანალოგიურია მწყემსი მეცხვარე ძაღლების დამოკიდებულება ცხვრებთან, რომლებიც მათთან ერთად იზრდებიან – ასეთ დროს მათ ნადირობითი დამოკიდებულება ცხვრების მიმართ უქრებათ. ასევე არიან სოფლის ძაღლები, რომლებიც არ ახრჩობენ ქათმებსა და ეზოს სხვა ბინადრებს, თუ მათთან ერთად იზრდებიან. 

 

скачать dle 11.3