რა მოხდა ამ დღეს
24 მარტი
1794 – დაიწყო პოლონეთის აჯანყება რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ.
1882 – რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირი.
1955 – ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებიდან აღმართეს პირველი საზღვაო ნავთობის კოშკურა.
25 მარტი
1306 – შოტლანდიის მეფე გახდა რობერტ ბრიუსი. დაიწყო აჯანყება ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ.
1821 – დაიწყო ბერძნების ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყება თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ; ბერძნების ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე.
26 მარტი
1885 – ლონდონში ამუშავდა პირველი კრემატორიუმი.
1953 – ედვარდ სოლკმა შექმნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.
1960 – გაიხსნა პირველი „თასის მფლობელთა თასის“ გათამაშება ფეხბურთში.
1971 – გამოცხადდა ბანგლადეშის დამოუკიდებლობა.
27 მარტი
1854 – დაიწყო ყირიმის ომი რუსეთს, საფრანგეთს, თურქეთსა და ინგლისს შორის.
1990 – ლონდონში ბეიკერ-სთრით ¹221-ში გაიხსნა შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი.
28 მარტი
1899 – მუშაობა დაამთავრა ბელგიურმა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ, რომელმაც პირველმა გამოიზამთრა სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ განედზე.
1910 – მარსელში ჰაერში აიჭრა პირველი ჰიდროპლანი.
1930 – თურქეთის დედაქალაქ ანგორას ეწოდა ანკარა.
1939 – ესპანეთში დასრულდა სამოქალაქო ომი. გენერალი ფრანკო ესპანეთის დიქტატორი გახდა.
29 მარტი
1886 – ატლანტაში ჯონ ჰემბერტონმა შექმნა სასმელი „კოკა-კოლა“.
1973 – ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა დატოვეს ვიეტნამი.
30 მარტი
1856 – დაიდო პარიზის სამშვიდობო მეორე ზავი – დამთავრდა ყირიმის ომი.
1858 – ფილადელფიელმა ხაიმენ ლიპმენმა დააპატენტა საშლელისბოლოიანი ფანქარი.
1867 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 7,2 მილიონ დოლარად (2 ცენტი – 1 აკრი მიწა) რუსეთისგან იყიდა ალასკა.
1946 – „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალი პირველად გადაიცა რადიოთი.