კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუსწორდა ქურდობაში მხილებული მამაკაცი ყოფილი საყვარლის ქალიშვილს

54 წლის გოჩა წ-ანი  ოპერატიულმა სამსახურმა 22 წლის გოგონას  მძიმედ დაჭრის ფაქტზე დააკავა.  კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი დაზარალებული  საავადმყოფოში მეგობრმა, თანატოლმა გოგონებმა მიიყვანეს. სწორედ მათგან გახდა ცნობილი დანაშაულის დეტალებისა და  ეჭვმიტანილი პიროვნების შესახებ, რომელიც გამოძიებამ ცხელ კვალზე, ინციდენტიდან რამდენიმე საათში მაშინ დააკავა, როდესაც ის გოგონასგან გატაცებული ფულის გადამალვას ცდილობდა.

პირველი შეკითხვა, რაც მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გაჩნდა იყო: თუ რა აკავშირებდა დაზარალებულ გოგონას ეჭვმიტანილთან, რომელიც მასზე ასაკით ბევრად უფროსი იყო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  ნინო  ჭ-ძე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს კარგად იცნობდა. გოჩა წ-ანი წლების განმავლობაში ცხოვრობდა გოგონას ოჯახში და მისი დედის, ნანა ჭ-ძის  საყვარელი გახლდათ. სამართალადამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ  იმ პერიოდში, სანამ მამაკაცი დედა-შვილის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, გოგონასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც გოგონას დედა სამუშაოდ საბერძნეთში გაემგზავრა, გოგონა გოჩა წ-ანს დაუპირისპირდა. მას დედის კუთვნილი ნივთების მოპარვასა და ფულის გამოძალვაში  ადანაშაულებდა. ლილიკო გ-შვილის განცხადებით, რომელიც მძიმე დანაშაულის მოწმე გახდა: ნინო ჭ-ძე გოჩა წ-ანს სამი თვის განმავლობაში  ყოველთვიურად ორას დოლარს უხდიდა,  რადგან ის ხან დედას აშანტაჟებდა ფულის გამოძალვის გამო და ხან – შვილს. ბოლო დროს  გოგონა  დედის ყოფილ საყვარელს  შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა, მაგრამ კაცმა ის რამდენჯერმე მოტყუებით მაინც გაიყვანა სახლიდან.  ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ერთ დღეს ნინიკომ მთხოვა, გოჩას მეუღლესთან გამყევი, მასთან სალაპარაკო მაქვსო. ის ქალბატონი სკოლაში მუშაობდა და სამსახურში მივადექით. მე თავიდან ბოლომდე დავესწარი მათ საუბარს. ქალბატონი ნინოს დედისა და გოჩას არაოფიციალური რომანის შესახებ ინფორმირებული გახლდათ და როცა ნინომ სთხოვა, ეგებ თქვენი მეუღლე ჩამოგვაშოროთო, ბრალი აქეთ დასდო – როგორც გინდათ, ისე მიხედეთ თქვენს თავსო. ამის შემდეგ ნინო და გოჩა რამდენჯერმე შეკამათდნენ. დაპირისპირების მიზეზი იყო ჩემი მეგობრისთვის დედისგან საბერძნეთიდან გამოგზავნილი თანხა, რომლის ნაწილსაც გოჩა წ-ანი სხვადასხვა მოტივით ითვისებდა. ხან ამბობდა,  ნანას ჩემი ვალი დარჩაო, ხან ნინიკოს მეგობარი ბიჭის გამო აშანტაჟებდა. მოკლედ, მათ შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.”

გამოძიების მასალებით,  გოჩა წ-ანმა დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე საათით ადრე, დაურეკა ნინო ჭ-ძეს და შეხვედრა მოსთხოვა. გოგონამ დედის ყოფილ საყვარელთან  შესახვედრად მეგობარიც თან  გაიყოლა. შეხვედრა წინასწარ დათქმულ ადგილზე,  საბავშვო ბაღის ღია ეზოში შედგა. როგორც საქმის მასალებიდან  გახდა ცნობილი, განსასჯელი გოჩა წ-ანი გოგონასთან შესახვედრად  მთვრალი მივიდა. ამის შესახებ გამოძიებას მოწმე ლილიკო  გ-შვილმაც დაუდასტურა: „მე და ნინიკო საბავშვო ბაღთან ჩემი მანქანით მივედით.  გოჩა უგონოდ მთვრალი იყო და ნინოს ძალიან უხეშად დაელაპარაკა, დედაზე საშინელი სიტყვები უთხრა. ნინო აღელდა და  გოჩას ქურდი უწოდა. დედაჩემი გაქურდე და ახლაც ფულს სძალავ. ამის შეასხებ თუ თავს არ დაგვანებებ, პოლიციას შევატყობინებო.  ამის თქმა იყო და  გოჩამ ნინოს  მუშტი ისეთი ძალით  დაარტყა, ნინო წაიქცა. ხელი მოვკიდე და წამოვაყენე. ამ დროს იქვე მდგარი უცნობი მამაკაცი მოგვიახლოვდა, მან  სიტუაციის განმუხტვა სცადა, მაგრამ გოჩამ მასაც შეურაცხყოფა მიაყენა და ის უცნობი გაგვერიდა. მოჩხუბრების გაშველებას ვერ ვახერხებდი, გოჩა ფიზიკურად უსწორდებოდა ნინოს,  ჩანთაც კი  წაართვა, სადაც ნინოს ორასი დოლარი და ასამდე ლარი ჰქონდა. სწორედ ეს ფული უნდა გადაეცა დედის თხოვნით გოჩასთვის, თუმცა ნინომ მანქანიდან გადასვლამდე   მითხრა, ფულს აღარ მივცემო.  ნინოს და გოჩას შორის  საუბარი ძალიან დაიძაბა. უცებ გოჩამ ქურთუკიდან დანა ამოიღო და ნინოს რამდენჯერმე დაარტყა. ნინოს  სამივე ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ყველა დარტყმაზე – აჰა შენ! აჰა შენო! – გაიძახოდა სადისტურად. მე ყვირილი ავტეხე, ჩემს ყვირილზე გოჩა გაიქცა. მაგრამ, უცებ უკან მოტრილდა, ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და  ისევ გაიქცა.  ჩემს ყვირილზე ხალხი მოგროვდა. დაჭრილი ნინოს მანქანამდე მიყვანაში ის მამაკაცი დამეხმარა, რომელიც მანამდე შეესწრო ამ  ჩხუბს.  შემთხვევის ადგილზე მოვიდა პოლიციაც, მაგრამ გოჩა უკვე გაქცეული იყო.” 

 დაკავებულმა გოჩა წ-ანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ის ფული ამოიღეს, რომელიც მან დაჭრილ გოგონას გასტაცა. ექიმებმა მძიმედ დაჭრილი  გოგონას გადარჩენა ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეძლეს. გოგონას შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებები  აღენიშნებოდა. სასამართლო  პროცესზე განსასჯელი ამტკიცებდა, რომ გოგონას აფექტურ მდგომარეობაში გაუსწორდა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებდა დაზარალებული. ნინო ჭ-ძეს განმარტებით, გოჩა წ-ანი მას ტელეფონში საუბრისას დაემუქრა: ერთხელ და საბოლოოდ უნდა გასწავლო ჭკუაო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობას,  რაც დადასტურებული იყო მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სასამართლომ  გოჩა წ-ანი დამნაშავედ ცნო და ჩადენილი დანაშაულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3