შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 22 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?
პასუხი: მისთვის კარგი და მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 25 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეოსისტემების ბიზნესი, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 21 სექტემბერს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაცია, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 1 მაისს. რომელ სფეროში გაუმართლებს სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან ელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა: მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან. არ არის სასურველი, ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები ხასიათში, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს; იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა.