კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმის გაწმენდა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

რისთვის არის საჭირო გამწმენდი პროცედურები?

რა სიხშირით არის საჭირო მათი ჩატარება?

როგორ უნდა ჩავატაროთ წვენებისა და ხილ-ბოსტნეულის დიეტა?

აქვს თუ არა შიმშილის უკუჩვენება?

ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ყველას აინტერესებს. შევეცდებით, მეტ-ნაკლებად ამომწურავად შემოგთავაზოთ მსოფლიოში ცნობილ დიეტოლოგთა მოსაზრებები.

პირველ ყოვლისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ, კანისა და ორგანიზმის ხანგრძლივი და ღრმა გაწმენდა, იმ შემთხვევაში, თუ რამე დაავადება გაწუხებთ, აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩაიტაროთ. თუ გსურთ, რომ კანისა და ორგანიზმის გაწმენდა და დიეტა ეფექტური და შედეგიანი იყოს, დაიწყეთ პირის ღრუს გაწმენდით. ეს უმარტივესი და უნიკალური მეთოდი კურნავს თავის ტკივილს, ტონზილიტს, ოტიტს, სისხლისა და კუჭის დაავადებებს. ყოველ დილით, უზმოზე, პირში დაიგუბეთ 1 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი და 15 წუთის განმავლობაში „ატრიალეთ“. თავდაპირველად ზეთი გასქელდება, შემდეგ კი წყალივით გათხელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოაფურთხეთ. არ შეგეშინდეთ, თუ სითხე ძალიან გამუქებული იქნება.

ორგანიზმის გაწმენდა ექიმების მითითების გარეშე ეკრძალებათ: მოზარდებს, ორსულებს, მეძუძურ დედებს, 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს და მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.

გამწმენდი პროცედურების ჩატარების წინ, მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებთ, უნდა გაიკეთოთ სისხლისა და შარდის ანალიზი, გადაიღოთ კარდიოგრამა და, თუ დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუდექით საქმეს.

გაწმენდის ყველაზე პოპულარულ მეთოდებად ითვლება: წვენების, ხილ-ბოსტნეულის, ხორბლისა და შიმშილობის დიეტები.

წვენების დიეტა გრძელდება 3-დან 5 დღემდე. ამ ხნის განმავლობაში უნდა სვათ დღეში 2 ლიტრი ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები. შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც ცალკეული ხილის ან ბოსტნეულის წვენი, ისე ერთმანეთში შეურიოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.

ხილისა და ბოსტნეულის დიეტა უნდა დაიცვათ 10 დღის განმავლობაში. აუცილებლად უნდა მიირთვათ ცოცხალი ხილი და ოდნავ მოხარშული (ან ორთქლზე მოთუთქული) ბოსტნეული, დღეში 4-5-ჯერ, თქვენთვის სასურველი რაოდენობით. ამასთან, რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, სიმინდი, პარკოსნები, მარილი და ცხიმი. დღის განმავლობაში დალიეთ ბევრი თბილი, არაგაზირებული წყალი და ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები. წყლის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

ხორბლის დიეტა გრძელდება 5 დღე. ამ ხნის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ მოხარშული ხორბალი (უცხიმოდ და უმარილოდ), ნებისმიერი რაოდენობით. 1 ჩაის ჭიქა ხორბალს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ 2-3 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ჭურჭელში (ესაა დღიური ულუფა).

ექიმების რეკომენდაციით, ამ დიეტის დაცვის დროს დალიეთ ბევრი თბილი, არაგაზირებული წყალი ან ოხრახუშის ნახარში.

მშიერი დიეტა (შიმშილობა) ყველაზე რადიკალური საშუალებაა, მაგრამ, ყველაზე უკეთ წმენდს ორგანიზმს. ამ დიეტის დაცვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მის დაწყებამდე ორი დღით ადრე რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოიღოთ მძიმე საკვები: ხორცეული, შემწვარ-მოხრაკული და ტკბილი კერძები. შიმშილობის დაწყებიდან 2-3 დღე აუცილებლად უნდა სვათ ბევრი წყალი და დააკვირდეთ ორგანიზმის რეაქციასაც, ხომ არ არის მისთვის შიმშილი მძიმე სტრესი და, აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დიეტის გაგრძელება.

უფრო მსუბუქად გადასატანი, მაგრამ ნაკლებად შედეგიანია განტვირთვის დღეები (ვაშლის, უცხიმო მაწვნის ან კეფირის, ბოსტნეულის).

სამკურნალო გაწმენდა შეგიძლიათ ჩაიტაროთ წლის ნებისმიერ დროს. პროფილაქტიკური მიზნით ორგანიზმის გაწმენდა რეკომენდებულია სავსე მთვარის დღეებში.

скачать dle 11.3