კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, დაწვრილებით ამიხსენით, როგორია კანის ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურა?

პასუხი: ფოტოგაახალგაზრდავება არის ლაზერული ზემოქმედება წვრილ სისხლძარღვებზე. კანის თითოეული უჯრედის კვება ხდება უშუალოდ სისხლძარღვების მეშვეობით და სწორედ მათ ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ანუ, რაც უფრო უკეთესად მიმდინარეობს სისხლის მიკროცირკულაცია, მით უფრო ახალგაზრდაა ჩვენი კანი. ფოტოგაახალგაზრდავება, ასევე, აუმჯობესებს სახის ფერს, პიგმენტურ ლაქებს კი მაქსიმალურად აბაცებს.

პროცედურის ჩატარება სასურველია საზაფხულო შვებულებაში გასვლის წინ – ამით თქვენ კანს შეამზადებთ მზის აბაზანების მისაღებად: აამაღლებთ მის ტონუსს და, თან, თანაბრად გაირუჯებით. კურსი შედგება 10-დან 14-მდე სეანსისგან.

კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა კანისთვის სასარგებლო ლიმონიანი წყლის სმა?

პასუხი: თუ თქვენ არ გაწუხებთ გასტრიტი, კუჭის წყლული და სხვა მსგავსი დაავადებები, დაიწყეთ ყოველი დილა ლიმონიანი წყლით: 1 ჩაის ჭიქა წყალში წინა ღამით ჩააგდეთ ერთი ნაჭერი ლიმონი და დილამდე ასე გააჩერეთ, დილით კი დალიეთ. ამით თქვენ არა მარტო გაიაქტიურებთ საჭმლის მომნელებულ სისტემას (რაც კანის გაწმენდასაც უწყობს ხელს), არამედ, შეივსებთ ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსით. გარდა ამ ყველაფრისა, ლიმონი ებრძვის ზედმეტ წონას და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.

კითხვა: ამ ბოლო დროს, სახლში ყოფნის დროს, ხშირად მიოფლიანდება ხელები. გთხოვთ, მასწავლოთ რამე შინაური რეცეპტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

პასუხი: შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

* 1 ჩაის კოვზი ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილი გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში და ჩააწყვეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი და წაისვით ზეითუნის ზეთი.

* 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ტირიფის ფესვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ჩაასხით მინის ჭურჭელში და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. დანარჩენი – იგივე.

* 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ სალბს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ 20 წუთი. დანარჩენი – იგივე.

კითხვა: გამიგონია, რომ დღემდეა შემონახული სახის კანის ნიღბების უძველესი რეცეპტები. გთხოვთ, ერთი რეცეპტი მაინც მასწავლით.

პასუხი: შემოგთავაზებთ ნიღბის ერთ ძველბერძნულ რეცეპტს, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე რეცეპტებს – სავარაუდოდ, თანამედროვე რეცეპტების უმრავლესობა იმ დროიდან იღებს სათავეს: ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, ჩაუმატეთ 7-10 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და თქვიფეთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში. წაისვით მთელ სახეზე.  20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. ნიღაბი გაიკეთეთ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე.

 

 

скачать dle 11.3