კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ძლიერი ჰიპნოზი

 

კაცები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ქალები არც ისეთი სუსტები არიან, როგორი მოსაზრებაც არსებობდა აქამდე მათ შესახებ. მათ ვიღაცამ სუსტი სქესი შეარქვა და მამაკაცსაც ჩააგონა ეს. ზოგიერთი მამაკაცი საერთოდაც ფიქრობს, რომ ამით ქალების წისქვილზე ესხმება წყალი და ძალიანაც აწყობთ, რომ სუსტებად მიიჩნევდნენ. მაგრამ, ქალები ამას არ ეთანხმებიან. თუმცა, ძნელია, მოძებნო ქალი, რომელსაც არ ექნება სურვილი, გვერდით ძლიერი დასაყრდენი ჰყავდეს.

სხვათა შორის, ჭკვიან ქალს სისუსტე კომუფლაჟად აქვს მორგებული და სერიოზულ იარაღადაც იყენებს. ფსიქოლოგები დაგვიდასტურებენ, ქალი რომ ცრემლების ღვრას იწყებს, კაცი მასში ისე იძირება, როგორც „ტიტანიკი“. ვერ უძლებს კაცი ქალის ცრემლებს და მორჩა! ქალის ცრემლები ყველაზე ძლიერი და ეფექტური ჰიპნოზია. თუ ქალმა იცის, როდის და რა რაოდენობით ცრემლი გადმოყაროს, მის გვერდით მყოფ მამაკაცს ადვილად აუბნევს თავგზას და რაც თავად უნდა, იმას გააკეთებინებს.

მამაკაცი, რომელიც ცრემლების ჰიპნოზის გავლენის ქვეშ ექცევა, უამრავ გაუაზრებელ და არაპროგნოზირებად საქციელს სჩადის, დაწყებული შეკითხვიდან: „რა გინდა, საყვარელო“... გაგრძელებული საჩუქრებით და ფიცით მარადიულ სიყვარულზე... ვინ არის ასეთ სიტუაციაში ბედნიერი, ძნელი სათქმელია, მაგრამ უბედურიც რატომ უნდა იყოს რომელიმე?! მერე რა, თუ ქალი აკრძალულ ილეთს იყენებს... მამაკაცი კი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ მისი ისტერიკები აიცილოს თავიდან.

P.S. პატარა ეშმაკობა მამაკაცებისთვის: სცადეთ და ქალის ცრემლებს ცრემლებივე დაუპირისპირეთ – ნახავთ, როგორ გაჩუმდება მაშინვე და აქეთ დაგიწყებთ დამშვიდებას...

 

მთავარი მიღწევა

 

თუ მამაკაცი მზად არის, ქალის გამო შეიცვალოს, ესე იგი, მას ეს ქალი ჭეშმარიტად ძალიან უყვარს... თუმცა, გადის დრო და ოჯახური ცხოვრება მამაკაცში პარტნიორის მიმართ ინტერესს კლავს. გამოსავალი არსებობს – როცა ამჩნევთ, რომ მეუღლე გულგრილია იმის მიმართ, თუ როგორ გამოიყურებით, სასწრაფოდ წამოიწყეთ ფლირტი პირდაპირ მის თვალწინ. მსუბუქი და არასერიოზული, რა თქმა უნდა, რომ ქმარში ინტერესთან ერთად „ოტელოც“ არ გააღვიძოთ. თუ ესეც არ იმოქმედებს, მძიმე სიტუაცია ყოფილა და დაფიქრდით თქვენს ურთიერთობაზე.

ქალმა უნდა იცოდეს ერთი ჭეშმარიტება – კაცის კაპრიზების აყოლა მის პიროვნებას ძალიან დააზარალებს. მაგალითად, ქალმა საკუთარ გარეგნობაში კორექტივები უნდა შეიტანოს, მხოლოდ მაშინ, თუ ეს პირადად მას უნდა და არა პარტნიორ მამაკაცს, რომელსაც უცებ, რატომღაც, მოუნდა, რომ თმა ქერად შეიღებოთ.

ნებისმიერი მამაკაცი აგყვებათ თამაშში. ისინი ამისთვის ყოველთვის მზად არიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული.

იმ ქალების საყურადღებოდ, რომლებმაც კონკრეტული მამაკაცის „შებმა“ გადაწყვიტეს – თუ გაუგზავნეთ მას მესიჯი: „აბა, გისმენ... რას მეტყვი?“ პასუხად კი იღებ: „დამიკონკრეტე, რას გულისხმობ“ – ჯობია, საერთოდ თავი დაანებოთ ამ ადამიანს, მოწყენილობისგან მოკვდებით. მის მაგივრად ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი იქნება.

ქალის მთავარი მიღწევაა, ბოლომდე ამოიცნოს მამაკაცი, რაც სულაც არ არის ძნელი. აი, მამაკაცები კი, ქალის შეცნობას ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც ვერ ახერხებენ...

 

„ძლიერი“ ფაქტები

 

ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია...

* როგორც ამბობენ, მამაკაცებს გაცილებით განვითარებული კუნთოვანი სისტემა აქვთ და მათი გულიც უფრო მსხვილი და დიდია. სისხლიც ჩვენზე ლიტრ-ნახევრით მეტი უჩქეფთ თურმე ძარღვებში. ბუნებრივია, ჰემოგლობინიც მაღალი აქვთ. ამიტომაც, ქალებზე უკეთ უძლებენ ფიზიკურ დატვირთვას. თუმცა, წუწუნებენ პარტნიორებზე ორჯერ მეტს და მუდმივად ავად გახდომის შიში აქვთ.

* აღქმის უნარში კაცები ბევრად ჩამორჩებიან ქალბატონებს. მათ ალღოც ნაკლებად აქვთ განვითარებული და სწრაფად აზროვნებაც არ ახასიათებთ.

* ქალი კაცზე გაცილებით სწრაფად კითხულობს, ადვილად იგებს და იმახსოვრებს ინფორმაციას, ამჩნევს სრულიად უმნიშვნელო დეტალებსაც კი. კაცებს საერთოდ არ აქვთ ეპიზოდური მახსოვრობის უნარი.

* ქალი კაცზე მგრძნობიარეა და ამას უკეთესადაც გამოხატავს. ქალი რამდენიმე ათეული ემოციის გამოხატვას მიმიკით ახერხებს. მაშინ, როცა კაცს სახეზე მხოლოდ გულგრილობა და სიძულველი შეგიძლიათ, შენიშნოთ, რა თქმა უნდა, შიშიც...

* მამაკაცისთვის სულერთია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის მიმართულებისკენ სახით იდგება, თუ ზურგით. ქალი ცდილობს, ზურგით არ დადგეს.

* მამაკაცი თითქმის ყოველთვის კმაყოფილია საკუთარი თავით. ქალს თვითშეფასების კრიტერიუმი ბევრად დაბალი აქვს.

* კაცს უკეთ აქვს განვითარებული ადაპტაციის უნარი. მისთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, როგორ მიიღებენ გარშემო მყოფები.

* გენიოსები მამაკაცთა შორის უფრო მეტნი არიან. მაგრამ, იმიტომ არა, რომ მათი ინტელექტუალური კოეფიციენტი ქალისაზე მაღალია. უბრალოდ, კაცები უფრო თავდაჯერებულები ბრძანდებიან...

 

ცუდი საჩუქარი...

 

მამაკაცებს, ზოგადად, უჭირთ სასურველი საჩუქრის შერჩევა იმ ქალბატონისთვის, რომლის კეთილგანწყობის მოპოვებასაც ცდილობენ. სხვათა შორის, წარმატებით შერჩეული საჩუქარი ახარებს და აბედნიერებს როგორც იმას, ვინც ეს საჩუქარი მიიღო, ასევე, თავად გამჩუქებელსაც. არსებობს ცუდი საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც, უბრალოდ, უნდა დაიმახსოვრო.

* ხელსახოცები და პირსახოცები. როგორი ძვირფასიც და ლამაზიც არ უნდა იყოს, მაინც ქმნის უხერხელობას და ვერანაირად იქნება სასურველი. არც ლამაზად შეფუთვა უშველის. შეიძლება, ღიმილით მიიღოს, მაგრამ, არ გაუხარდება.

* სხვადასხვა ფორმის, შეფერილობისა და ზომის ჭიქები. სულ რომ გულებითა და ანგელოზებით მორთოთ, მაინც არაფერი გამოვა. დარწმუნებული იყავით, რომ ის ან ოფისში აღმოჩნდება ან აგარაკზე, ან – სანაგვეზე...

* ერთი შეხედვით, ფოტოალბომს არა უშავს, მაგრამ, უმრავლესობისთვის ის, უბრალოდ, უსარგებლო ნივთია და მეტი არაფერი. დღეს, მით უმეტეს, გვირჩევნია, ფოტოსურათი კომპიუტერში შევინახოთ, ვიდრე დავბეჭდოთ და ალბომში ჩავაკრათ.

* ძალიან, ძალიან ცუდი საჩუქარია წლის სიმბოლოები. ეს სუვენირები ლამაზად მხოლოდ მაღაზიების დახლებზე გამოიყურება. ანუ, დაივიწყეთ!

* ნახატები – აქ სერიოზულ სირთულეებთან გვაქვს საქმე:  თუ ის ძვირფასია, უხერხულობას უქმნის მას,  ვისაც უნდა აჩუქოთ; იაფფასიანი და უბრალო კი, თანაც – უგემოვნო, რაში უნდა გამოიყენოს?!

* არავითარი კოსმეტიკა, განსაკუთრებით – ახალგაცნობილი ქალისთვის! არც შამპუნი ვარგა, არც ტანის ლოსიონი, არც დეზოდორანტი, სუნამოს ჩუქებაც კი რთულია, თუ არ იცით, ქალს როგორი არომატი მოსწონს.

скачать dle 11.3