კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2014-03-24როდის ხვდებიან საიქიოში გარდაცვალებამდე და რატომ ემართება ადამიანს კლინიკური სიკვდილი

კლინიკური სიკვდილი ადამიანებს ძირითადად, ექსტრემალურ სიტუაციებში ემართებათ. მათი თქმით, იმქვეყნად ბევრი რამ ნახეს – გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები და, ბოლოს, რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად მოაბრუნა. თუმცა ვერავინ ხსნის, რა არის სიკვდილის წინა გამოცდილება. ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმაც სცადა ამ მისტიკური მოვლენისთვის ფარდის ახდა. წლები შეალია ამ ფაქტების კვლევა-ძიებას. მისი მტკიცებით, არსებობს მექანიზმი, რომლის წყალობითაც, ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მოვლენას ეჯახებიან. 

ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბატონი ამური, სწორედ ის ადამიანია, რომელიც თავად შეხვდა ამერიკელ მეცნიერს და მან საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო. ბატონი ამური ათეისტურ გარემოცვაში გაიზარდა და სჯეროდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობდა, თუმცა დღეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ სიკვდილის შემდეგაც სიცოცხლე გრძელდება. 

 

ამური: ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, ადრე არ ახმაურებდნენ, დღეს კი ამაზე თამამად ლაპარაკობენ და, იმის არ ეშინიათ, რომ ვინმე გიჟად შეგვრაცხავსო. 

ჩემი აზრით, საიქიოს ხილვა ეს ძილის ნაირსახეობაა. უფრო კონკრეტულად კი, მისი ერთ-ერთი ფაზა, ეგრეთ წოდებული, სწრაფი ძილის დარღვევა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი მოვლენები. კომუნისტურ რეჟიმში გავიზარდე და თავის დროზე საკმაოდ მაღალი თანამდებობაც მეჭირა. ვერ მოგატყუებთ, რომ საიქიოს არსებობის მჯეროდა-მეთქი. კლინიკურ სიკვდილსა და გვირაბის ბოლოს სინათლის ხილვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მოკლედ, არ მჯეროდა ამ მისტიკური, ამოუცნობი და შეუცნობელი ფენომენების და რა მექნა? სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, გიჭირს ასეთი რამის დაჯერება. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ისეთი რამ შემემთხვა, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები. როგორც გითხარით, თანამდებობის პირი გახლდით და ხშირად მიწევდა რაიონებში გამგზავრება. სულ გზაზე ვიყავი გაკრული. ერთ დღეს ადრიანად გავიღვიძე, რომ რაიონში წავსულიყავი. ცოლმა მთხოვა, დღეს ნუ წახვალ, დარეკე მოადგილესთან და რამე მოიმიზეზეო. გავბრაზდი, ეს როგორ მაკადრე, ჩემი საქმე სხვას როგირ გადავაბარო და ვანდო, სამსახური სამსახურია და ვერ გავაცდენ, თან, საპატიო მიზეზი ხომ უნდა მქონდეს-მეთქი. თურმე ჩემს ცოლს ცუდი სიზმარი უნახავს, მაგრამ დამიმალა. არადა, გაღვიძებულს, ისეთი განცდა მქონდა, მანამდე რომ არ მიგრძნია.

– რა განცდა?

– ძალიან ცუდ განწყობაზე გავიღვიძე. ყველაფერი მაღიზიანებდა და არ მინდოდა, სახლიდან გასვლა, მაგრამ სამსახურის საქმისთვის, ეს აუცილებელი იყო. მოკლედ, ვისაუზმე, დავემშვიდობე ცოლ-შვილს და გავედი სახლიდან. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს აქ ვეღარ დავბრუნდებოდი. სანამ მანქანასთან მივედი, ვიგრძენი, ვერ ვიყავი კარგად. შევჩერდი, დავფიქრდი ცოლის ნათქვამზე, მართლა რამე ხიფათი ხომ არ მელის-მეთქი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. ჩავჯექი მანქანაში და გზას დავადექი. გზაში ვფორიაქობდი, თითქოს რაღაც არ მასვენებდა, თან საშინელი აზრებიც ამეკვიატა, გარდაცვლილი დედაც გამახსენდა. ცოლზე ვბრაზობდი, სულ იმის ბრალია ყველაფერი-მეთქი. ქალაქს რომ გავცდი, ჩემს უკან მომავალმა მანქანამ საშინელი სისწრაფით გამისწრო, საპირისპიროდ მომავალ, წინმხვედრ მანქანას გვერდი ძლივს აუარა, შიშმა ამიტანა, მეც სწრაფად დავამუხრუჭე, საჭე მარჯვნივ ავიღე, გზიდან დაგავედი და ამოვტრიალდი. ეს მომენტი ახლაც კარგად მახსოვს, მაგრამ ამის მერე, მთელი ორი კვირა კომაში ვიყავი. ერთი სიტყვით, კლინიკური სიკვდილი გადავიტანე.

– ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს მთელი მისი ცხოვრება კადრებივით ჩაუვლისო. ასე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც?

– სხვათა შორის, სანამ იმ ადგილამდე მივიდოდი, მთელი გზა წარსულ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ვაანალიზებდი ჩემს მოქმედებებს, შეცდომებს. ასეთი რამ ადრე არასდროს მქონია. საჭესთან სულ მობილიზებული ვიყავი და საქმეზე მიმავალი, არასდროს ვფიქრობდი წარსულზე, მით უმეტეს, განვლილ ცხოვრებასა და დაშვებულ შეცდომებზე. ხომ გითხარით, იმ დღეს რაღაც საშინელ განწყობაზე ვიყავი და უჩვეულო აზრები ამეკვიატა. რომ ამბობენ, ცხოვრება კადრებივით ჩაუვლის ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაშიო, სწორედ ეს დამემართა. ახლა აღარ მეპარება ეჭვი, რომ კლინიკური სიკვდილი ნამდვილად შესაძლებელია და არც მაშინ ტყუიან, როცა ამბობენ, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე ჩანდაო. 

– ყველა ადამიანი, ვინც ამას ირწმუნება, იმასაც ამბობს, იმქვეყნათ ახლობლები დამხვდნენ, მესაუბრნენ და მერე უკან გამომაგდესო. თქვენ რა იხილეთ საიქიოში დროებით მოხვედრილმა? 

– როგორც ყველა დროებით იმქვეყნად მოხვედრილი ამბობს, მეც ენით აუწერელი სილამაზე, სიმშვიდე და ნეტარება განვიცადე და ვიხილე. არ მინდოდა აქეთ დაბრუნება. დედაჩემი შემეგება პირველად და სხვათა შორის, არ გახარებია ჩემი დანახვა. მითხრა, ვიცი, შენი დრო ჯერ არ დამდგარა და ჩემ სანახავად დროებით მოხვედიო. კლინიკური სიკვდილის მომენტში, ბედნიერი ვიყავი, გამოფხიზლებისას კი ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ვერ აგიწერთ. ორი კვირა ვიყავი კომაში და ასე მეგონა, თითქოს სულ რაღაც ხუთი წუთი იყო გასული. 

– ეზოთერიკოსები და მეცნიერები, კვლევის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ყველზე დიდ ფიზიკურ ტკივილს ადამიანი მაშინ განიცდის, როცა კლინიკური სიკვდილიდან გამოსული რეალობას ეჯახება. თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

– საერთოდ, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ტვინს ასი პროცენტით არასდროს სძინავს და არც ასი პროცენტით იღვიძებს. ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძილი და სიფხიზლე ერთმანეთს ეჯახება. ის, რომ იმქვეყნიდან რეალობაში გადმოსული ადამიანი ტკივილს განიცდი, ეს სწორია – არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ ტკივილსაც.

–  მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოში მყოფ ადამიანთა ხილვები. საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია დადეს და თუ იცნობთ მას?

– როგორ არა. იმ ამბის შემდეგ, მსგავსი რამეებით სულ ვინტერესდები და თუ სადმე რაიმე ინფორმაციას წავაწყდი, სულ ვკითხულობ. მოკლედ, მათი თქმით, გვირაბი ადამიანის ტვინში კეფის მხარეს ჩნდება. ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილშია გაჩერებული. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გვირაბს ხედავს. მთელი ცხოვრება თვალწინ გაირბენს, გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები, იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილები ამუშავდა, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის. 

– ის ფენომენი თუ არის ახსნილი, როცა სული დროებით ტოვებს სხეულს? 

– სული სხეულს რომ ტოვებს, ეს ფენომენიც შეიძლება, აიხსნას. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ქაოსურად აქტიური ის ნაწილი ხდება, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად, სიგნალები ერთმანეთში ირთვება. ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები, გამოფხიზლებისას კი, ადამიანს ახსენდება, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებდა; თითქოს სიზმარში ნახა ის, რაც რეალურად გადახდა; ახსენდება ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი მომენტები; თითქოს ტვინში ხან ირთვებოდა რაღაც, ხან – ითიშებოდა და მერე ისევ თავიდან იწყებდა მუშაობას. აქედან მოდის ხილვებიც. ადამიანი ცხადსა და სიზმარს კარგად არჩევს ერთმანეთისგან და, რომ მეუბნებიან, შენ იმქვეყნად კი არ იმოგზაურე და კლინიკური სიკვდილი კი არ გქონდა, არამედ, სიზმრები ნახე და ახლა ისინი გახსენდებაო, მწყინს. დამიჯერეთ, მე ის ადამიანი არ ვარ, სიზმარი ხილვის ან რეალობისგან ვერ გავარჩიო. 

 

скачать dle 11.3