კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია გულის იშემიური დაავადების დროს

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით, კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გულია, რომელმაც ბოლო დროს ასაკი ნამდვილად არ იცის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა ხშირად ახალგაზრდებშიც იჩენს თავს. ზოგი თანახმაა მკურნალობა მედიკამენტური გზით ჩაიტაროს და ქირურგიულ ჩარევაზეც არ ამბობს უარს საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, არიან ისეთებიც, ამას კატეგორიულად რომ ეწინააღმდეგებიან და უპირატესობას ოზონოთერაპიას ანიჭებენ. ჩვენი რესპონდენტია „აინო,” ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკის ექიმი, ადა მჭედლიძე, რომელიც გვეტყვის, თუ რამდენად ეფექტურია, ოზონოთერაპია გულის იშემიური დაავადების დროს.

– ქალბატონო ადა, როგორი შედეგი აქვს ოზონოთერაპიას გულის იშემიური დაავადების დროს?

– ოზონოთერაპია ეფექტური არამედიკამენტოზური მეთოდია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოლოგიაში – გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, არითმიის, ჰიპერტონული დაავადებებისას. ოზონი ამცირებს არითმიული სინდრომის განვითარების რისკს. ოზონი უძლიერესი დამჟანგველია. ის უჯრედშორის სივრცეში არსებულ მჟავებს  მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტებამდე ჟანგავს, რითაც თავიდან აგვაცილებს აციდოზს.  

– „აინო” ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკაა, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩაზე 8/90-ში მდებარეობს. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის თქვენთან ამა თუ იმ პრობლემით. შესაბამისად, უამრავ ადამიანს აწუხებს გულის პრობლემები და მედიკამენტურ მკურნალობას, ოზონოთერაპიას ამჯობინებენ.

– უამრავი ადამიანი, მოდის კლინიკაში ამ პრობლემით, ასევე გვიკავშირდებიან ტელეფონის ნომრებზე: 225 31 39; 571 25 55 33. ოზონოთერაპია აქტიურად გამოიყენება გულის ათეროსკლეროზული დაზიანების დროს. ოზონი ააქტიურებს ფერმენტული დაცვის სისტემას და იცავს ქსოვილებს იშემიური დაზიანებისაგან. ოზონი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას და დადებითად მოქმედებს ჰომეოსტაზზე. ოზონი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიას – დენადობას და ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. ოზონის დახმარებით, აქტიურდება მეტაბოლიზმი ერითროციტებში, ჩქარდება ჟანგბადის გამოთავისუფლება ჰემოგლობინისგან და მისი მიწოდება ქსოვილებისთვის. ყოველივე ამის შედეგად ხდება ჰიპოქსიის ლიკვიდაცია და უჯრედების ფუნქციონირების აღდგენა. ოზონი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას – კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, რაც ოზონოთერაპიის უმთავრესი ეფექტია. 

– უპირველესად, რას ექცევა ყურადღება სისხლძარღვების დაავადებების დროს?

– სისხლძარღვების დაავადებებისას პირველ ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევთ არტერიოსკლეროზს, არტერიებისა და გულის სარქვლების დაზიანებას, არტერიების კედლების ელასტიურობის შემცირებას. ამავე დროს, სრულიად არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსხვილ სისხლძარღვებში სისხლის საერთო მოცულობის მხოლოდ 10 პროცენტი მოძრაობს. კაპილარული სისტემა თავისი სიგრძით (დაახლოებით 100 000 კილომეტრი)  ბევრად აღემატება არტერიებისა და ვენების საერთო სიგრძეს. ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, უმთავრესია, კაპილარების კედლებში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინება. ოზონი წმენდს ნებისმიერი კალიბრის კაპილარს და აღადგენს მასში სისხლის მიმოქცევას. კაპილარული სისხლის მომოქცევის ნაწილობრივ აღდგენის შემთხვევაშიც კი, ავტომატურად აღდგება ყველა ორგანოსა და ქსოვილის სისხლით მომარაგება, მათთან ჟანგბადის მიტანა. დაზიანებულ უჯრედებში აღდგება ნივთიერებათა ცვლა, აქტიურდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები და აქტიურდება მისი ფუნქციონირება. 

 ოზონოთერაპიის ფონზე მცირდება ტკივილის ინტენსივობა, იზრდება ორგანიზმის გამძლეობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქტიურდება ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემა. 

– გულის არითმიისას რა ხდება?

– გულის არითმიისას  ოზონოთერაპია ამცირებს პაროქსიზმების სიხშირეს. ოზონოთერაპიის  ფონზე ნორმაში მოდის ლიპიდური სპექტრი, მცირდება ფიბრინოგენი და პროთრომბინის ინდექსი. უმჯობესდება პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები და მაღლდება შრომისუნარიანობა. 

 

скачать dle 11.3