კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ყველაზე ძვირი დაჯდა პანამის არხის მშენებლობა; მონაცემებით, მეორე ადგილზეა მოსკოვ-ვოლგის არხი.

* ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი გამორჩეული წმიდანები, ქართველებს – ღვთისმშობელი და წმიდა გიორგი, რუსებს – წმიდა ნიკოლოზი, ფრანგებს... – ჟანა დ’არკი.

* წითელი დროშის გამოგონების პრიორიტეტი სულაც არ ეკუთვნით კომუნისტებს. მეცამეტე საუკუნეში მონღოლი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად ყირგიზული ეპოსის გმირმა მანასმა თავისი ტომი წითელი დროშის ქვეშ გამოიყვანა.

* კოსმონავტების შერჩევისას 1960 წელს სპეციალურმა კომისიამ ტესტირება ჩაუტარა მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა. პირველ ადგილზე ამ ჯგუფებში მფრინავი-გამანადგურებლები მოხვდნენ, მეორეზე – მყვინთავები, მესამეზე – ალპინისტები, მეოთხე ადგილზე კი – პოლარულ პირობებში მომუშავეები.

* ავსტრალიაში, ნალარბორის უდაბნოში, გაყვანილია 500 კილომეტრი სიგრძის რკინიგზა, რომელსაც არც ერთი მოსახვევი არ გააჩნია.

* იტალიური ქალაქი ვოლტერა შუა საუკუნეების ეპოქის სახლებითაა ცნობილი. შენობებს სამი ტიპის ფანჯრები აქვს: მამაკაცების – დიდი და მორთული, ბავშვების – პატარა და ნაკლებად მორთული და ქალების – აგურებით ამოშენებული.

* მასობრივი არეულობის საწინააღმდეგო ოპერაციებში მონაწილეობის დროს ამერიკელი პოლიციელების აღჭურვილობაში შედის სპეციალური ხელთათმანი, რომელიც მათ შიდსის ვირუსით ინფიცირებისგან იცავთ.

* 1939-41 წლებში გერმანული გაზეთის – „ვოლქიშენ ბუბახტერის“ დევიზი იყო... „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“

* გერმანიაში ბადენ-ვიურტემბერგში მოქმედებს საინტერესო კანონი: ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეებს ციხეში არ სვამენ; მათ ჯარიმის სახით ახდევინებენ იმ თანხას, რაც პოლიციელებს უნდა გადაუხადონ მათი მიტინგის დაშლისთვის.

* ადრე თავის ქალის ფორმის მიხედვით ადამიანის ხასიათისა და მიდრეკილების განმსაზღვრელი სამეცნიერო დისციპლინა არსებობდა და მას ფრენოლოგია ეწოდებოდა.

* „გლაგოლიცა” და „კირილიცა” უძველესი სლავური დამწერლობაა; სერბულ ანბანს კი  „ვუკოვიცა” ეწოდება.

скачать dle 11.3